![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
misheli |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 9-January 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 835 ![]() |
სიკვდილი -ოჰ რა საშინელებაა ეს სიტყვა,მისი წარმოდგენაც კი მზარავს რამდენ ტკივილს მოიცავს ეს პატარა ,მაგრამ დიდი მნიშვნელობის მქონე ფრაზა.
სიკვდილი, თავისი შინაარსით იგივეა რაც გარდაცვალება.აქ თითქოს უფრო რბილდება მისი მნიშვნელობა,რაც ადამიანისათვის ძალზე აუცილებელია და ჰაერივივით ჭირდება. ეს მორწმუნესათვის უფრო ადვილი გასაგებია,რადგან ეკლესიური ცხოვრება გვეხმარება ამ ყოველივეს კარგად გაანალიზებაში და დაძლევაშიც. ერთი ლექსი გამახსენდა გარდაცვალებასთან დაკავშირებით: *** ო ნუ ტირიხარ, გთხოვ გაიღიმე და დამიხუჭე თვალნი თითებით და თუ გიყვარვარ ერთი იწამე, მე არ მოვკვდები,გარდავიცვლები... შენ ჩემს საფლავთან მწარედ იტირებ, მაგრამ ამას გთხოვ, სულ ერთი წამით მოსწყვითტო ცრემლი, როგორც სულს ცოდვა იდუმალ ბაღნარს მიაპყარ თვალი და აჰა ვარდი დამადე გულზე , და საოცრება ჩემი იწამე მე ახლა უფრო ძლიერ მიყვარხარ, მე არ მომკვდარვარ გარდავიცვალე! ,, სიკვდილი არრა არის რა...'' |
![]() ![]() |
izo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 ![]() |
უპირველეს ყოვლისა მტკიცედ უნდა გვწამდეს: ადამიანის სული არ კვდება; ის მხოლოდ ტოვებს სხეულს და ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის გარდაიცვლება.
გარდაცვალებისას ხდება სულის გამოყოფა სხეულიდან. პირველი სამი დღე იგი იმყოფება დედამიწაზე, დასტრიალებს საკუთარ სხეულს, ახლობელ ადამიანებს. ემშვიდობება მათ; განსაკუთრებით უხარია იმ ადგილების მონახულება, სადაც ოდესმე სიკეთე ჩაუდენია. მესამე დღეს (პირველ დღედ გარდაცვალების დღე ითვლება) ანგელოზები სულს ზეცაში აიყვანენ და წარადგენენ უფალთან. ამის შემდეგ ექვსი დღის განმავლობაში ათვალიერებენ სასუფევლის სანახებს. გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს მას კვლავ წარადგენენ უფალთან, რის შემდეგაც ახლა ჯოჯოხეთს მოატარებენ. მეორმოცე დღეს შედგება ახალგარდაცვალებულის პირადი სამსჯავრო. ანგელოზები წარმოადგენენ მის კეთილ საქმეებს, რაც სიცოცხლეში ჩაუდენია, აგრეთვე იმ სიკეთესაც, რომელიც მის სახელზე სხვამ აღასრულა, განსაკუთრებით გარდაცვალების შემდეგ ორმოცი დღის განმავლობაში; დაცემული სულები კი წარმოაჩენენ მის ცოდვილ ცხოვრებას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გაასამართლებს სულს და დედამიწაზე თავის მეორედ მოსვლამდე მიუჩენს დროებით სამყოფელს. ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ შედგება საერთო სამსჯავრო, სადაც თითოეული ადამიანის სულს უფალი ხელახლა გაასამართლებს ყველას თანდასწრებით და უკვე სამუდამო ადგილ-სამყოფელს მიუჩენს. იმის მიხედვით, თუ როგორ ზრუნავდნენ მისთვის ახლობლები, როგორ ლოცულობდა ეკლესია, შეიძლება სული ჯოჯოხეთიდან სამოთხეშიც იქნას აყვანილი. განსაკუთრებით ძლიერია დედის ლოცვა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 01:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი