სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| mamia |
Oct 27 2006, 08:37 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 76 რეგისტრ.: 13-August 06 წევრი № 52 |
ვინც რაიმე იცით ძველი საეკლესიო ტრადიციების შესახებ დაწერეთ, იმედია ეს თემა საინტერესო იქნება.
მაგალითად მე ერთერთ ტაძარში ვნახე ასეთი რამ, რაც სხვაგან არ მინახია; ღვთისმსახურებისას სახარებას მღვდელი კითხულობს, ამბიონზე მუხლებზე მდგარი სტიქაროსანის თავზე. ეს ძალიან მომეწონა და რომ ვიკითხე თუ ასე რატომ კითხულობდა მსახურებისას, მიპასუხეს, რომ ეს ყოფილა ეკლესიაში უძველესი ტრადიცია. ისე ნამდვილად კარგი იქნებოდა, რომ ასეთი ტრადიცია აღდგენილიყო. -------------------- |
![]() ![]() |
| დეკ. ანდრია |
Nov 7 2006, 02:53 AM
პოსტი
#2
|
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
სტიქაროსნის თავზე სახარების დაბრძანება ღმრთისმსახურებისას არაერთხელ მინახავს ჩემს სტიქაროსნობაში. ლამაზი წესია. თუმცა მის პრაქტიკულობაზე ვერავის შევედავები. ბრტყელ ზედაპირზე სახარების დაბრძანება უპრო მოხერხებულია. ასე რომ სტიქაროსნის თავის ფორმასაც გააჩნია.
აი რაც შეეხება 'მამო ჩვენოს" და 'მრწამსის' წართქმით და არა გალობით თქმას, ეს უკვე უფრო სერიოზული საკითხია. პირადად ჩემი მოსაზრებით უნდა იკითხებოდეს. ასეა ბერძნულ ტრადიციაში, რომელსაც წყვეტა არ ქონია და არის მემკვიდრე ბიზანტიური ტრადიციისა, და ჩვენს წინაპრებს უთუოდ ექნებოდათ მსგავსადვე, რადგან ამას ლიტურღიის წესი განაჩინებდა და არა ეროვნული ტრადიცია. სლავურ ტრადიციაში რამოდენიმე საუკუნეა იგალობება, თუმცა გამონაკლისები იქაც იყო და არის. გარდა ამისა, გალობის შეჩერება და წართქით ლოცვის თქმა კონტრასტულობის გამო განსაკუთრებულად იწვევს ყურადღების გამახვილებას. არაერთხელ დავრწმუნებულვარ ამაში. მაგრამ არის სხვა მომენტიც. გალობა აუცილებლად იწვევს ტკბობას, ყურადღება მეტად გადადის მის მუსიკალურ მხარეზე, ვიდრე თვით ტექსტის სიდიადის აღქმაზე. დავუკვირდეთ საკუთარ თავს მსახურებისას და აუცილებლად შევამჩნევთ. იშვიათად თუ მოახერხებს ადამიანი სიტყვების განცდას. "მრწამსი" და "მამაო ჩვენო" – ეს ის მომენტებია, როცა ადამიანს არაფერი არ უნდა ფანტავდეს (ისევე, როგორც ძღვენის შეწირვისას). მიცვალებულთა ხსენებაზეც ჩამოვარდა სიტყვა. მიცვალებულები მოიხსენიება უკლებლივ ყოველ წირვაზე. მათი ხსენების განსაკუთრებული დღეების დაწესებას კი სულ სხვა რამ უდევს საფუძვლად; ეს არ არის უბრალოდ მოხსენების დღეები (თუ ვინმემ არ იცის, ამზეც შეიძლება საუბარი). დიმიტრის შაბათი კი დიმიტრი დონელმა დააწესა თავისი ანგელოზის დღის წინა შაბათს მამულისათვის თავდადებულ რუს მეომართა (და არა ზოგადად) მიცვალებულთა მოსახსენებლად. ასე რომ ამ დღეს არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ ტრადიციასთან. მაგრამ მთავარი, რაც საჭიროებს ყურადღების მიქცევას სულ სხვა გარემოებაა. ეს არის ჩვენი დაუფიქრებლობა იმაზე, თუ რას და რატომ ვაკეთებთ, საიდან იღებს სათავეს ტრადიცია, რა სიმბოლო დევს მასში. ამის გარეშე ჩვენ ისეთივე "შემსრულებლები" ვხდებით, როგორც ე.წ. ძველმართმადიდებლები. დღეს კალენდარში გაუცნობიერებლად დაწერილი, წლების შემდეგ აღიქმებოდეს იქნება როგორც ტრადიცია. და დიმიტრის შაბათი არ არის პრობლემური. სულ სხვა, გაუმართლებელი და უსაფუძვლო მოქმედებები იმკვიდრებს ჩვენში. მართლმადიდებლობაში ყოველ მოქმედებას აქვს თავისი მიზეზი, საღმრთისმეტყველო და ლიტურგიგული საფუძველი და დანიშნულება და ჩვენ ვალდებულნი ვართ ჩვენი ინტელექტისდა მიხედვით გამოვიძიოთ და ჩავწვდეთ მათ. ამიტომ არის მიუღებელი სხვისი ტრადიციის ბრმად აღსრულება და აუცილებელი შემთხვევით შემოსული წესებისაგან ჩვენი ტრადიციის გაწმენდა. რა გვიშლის ქართველებს, რომ დავაწესოთ, ვთქვათ გიორგობის წინა შაბათი მეომართა ხსენების დღედ? არ იქნება ცუდი, და ეს იქნება უკვე ჩვენი და გვეცოდინება როდის და რისთვის დაწესდა. ბრმად გადმოღება სხვისი ჩვეულებებისა, რუსული იქნება ეს, ბერძნული თუ აფრიკული არ უნდა იყოს გამართლებული. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
mamia ძველი საეკლესიო ტრადიციები Oct 27 2006, 08:37 PM
AnDaIn აუ არ ვიცი მარა მაგ... Oct 27 2006, 08:41 PM
salome კარგი თემაა ნამდვი... Oct 27 2006, 08:43 PM
mamia ბევრმა შეიძლება კი... Oct 27 2006, 08:52 PM
guja
ბევრმა შეიძლება კ... Oct 27 2006, 10:58 PM
mamia
დარწმუნებული ხარ? ... Oct 29 2006, 03:49 PM
guja
შენ თუ გაქვს რაიმე ... Oct 29 2006, 06:18 PM
mnate
იქნებ წყარო მიმით... Oct 27 2006, 11:07 PM
ალექსანდრე mamia
ეს მართალია, მაგ... Oct 28 2006, 02:54 AM
mamia
[b]mamia
ეს მართალია, მა... Oct 29 2006, 02:51 PM
neliko777 ვინც რაიმე იცით ძვ... Oct 28 2006, 12:43 PM
ალექსანდრე mamia
ვერ ვიტყოდი რომ ... Oct 29 2006, 03:14 PM
mamia
mamia
ვერ ვიტყოდი რომ ... Oct 29 2006, 03:30 PM
ალექსანდრე მაგალითად ჩვენს ტა... Oct 29 2006, 03:53 PM
mamia
მაგალითად ჩვენს ტ... Oct 29 2006, 04:04 PM
mnate
შუა საუკუნეები მთ... Oct 29 2006, 06:41 PM
.:თამარი:. ჩვენს ტაძარში წირვ... Nov 14 2006, 12:41 AM
ქევანა რა საინტერესო თემა... Apr 22 2009, 01:12 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 04:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი