საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Sep 14 2007, 12:20 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ნათია
ნათი, დიდი მადლობა ასეთი კარგი თემის გახსნისთვის. ვეცდები, რომ ეტაპობრივად მეც განვათავსო აქ ყველა ქართველი მეფის წარმომავლობა, ვინაობა და მოღვაწეობა. დაიანეს (დიაოხის) მეფეები სიენი სიენი - ძველი ქართული პროვინციის დაიანეს (ტაო) მეფე (ძვ. წ. XII ს. მიწურული), ევფრატის სათავეებთან არსებული ქვეყნების კოალიციის მეთაური. აცნობიერებდა რა აღნიშნული მხარეების პერსპექტიულ უპირატესობას, მათ ასურეთი უპირისპირდებოდა. ასურეთის მეფემ ტიგლათფილესერ I ძვ. წ. 1112 წ. დაამარცხა სიენი, შეიპყრო იგი და თან წაიყვანა თავის ქვეყანაში. შემდგომ ტიგლათფილესერმა შეიწყნარა სიენი და უკანვე დააბრუნა მორჩილების პირობით. სიენის შესახებ საუბარია თვით ტიგლათფილესერის წარწერაში. ასია ასია - ძველი ქართული პროვნიციის დიაოხის მეფე (ძვ. წ. IX ს. შუა წლები). ასიას შესახებ ცნობილია, რომ მან მორჩილება განუცხადა და ამის ნიშნად ძღვენი (ცხენები) მიართვა ქვეყანაში შემოჭრილ ასურეთის მეფეს სალმანასახ III. ასია იხსენიება სალმანასარის წარწერაში. უტუფურსი უტუფურსი/უტუფურში - ძველი ქართული პროვინციის დიაოხის მეფე ( ძვ. წ. IX ს. მიწურული და ძვ. წ. VIII ს. დასაწყისი). უტუფურსი ცდილობს თავი დაიცვას ურარტუელთა პრეტენზიებისგან; მაგრამ ამაოდ. ურარტუს მეფემ, მუნუამ, დიაოხს ტერიტორიები ჩამოაჭრა, ქვეყანა კი დახარკა. ურარტუს მომდევნო მეფეს, არგიშთი I, უტუფურსი აუჯანყდა, მაგრამ - კვლავაც დამარცხდა. უტუფურსი არ ცხრება, ის კიდევ ერთხელ აჯანყდება. უტუფურსის შესახებ საუბარია მენუასა და არგიშთის ლურსმულ წარწერებში. ლიტ.: გ. მელიქიშვილი, სამხერეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახელობის უძველესი გაერთიანებები. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. I. თბ. 1970. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი