IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება, პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი
Georg
პოსტი Nov 3 2006, 12:31 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



გრიგოლ ბაკურიანი - პეტრიწონში არც ერთი ბერძენი ბერად!

პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი - შედგენილია ბიზანტიის სამსახურში მყოფი ქართველი დიდებულის, დასავლეთის დიდი დომესტიკოსის გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ 1083 წელს.

პეტრიწონში დაარსებული ქართველთა მონასტრის ტიპიკონი შედგენილი იყო ქართულ და ბერძნულ ენებზე. ჩვენამდე მოაღწია ორივე ტექსტმა. ისინი გამოცემულია მაღალ მეცნიერულ დონეზე. ივანე ჯავახიშვილის დროს გამოცემული იყო ტიპიკონის მხოლოდ ბერძნული ტექსტი, განხორციელებული ბელგიელი ორიენტალისტის ლუი პეტის მიერ (1904 წელს).

ივანე ჯავახიშვილი როდესაც აღწერს "საქართველოს სოციალურ და კულტურულ მდგომარეობას გაერთიანების ხანაში", ერთგან აღნიშნავს, რომ "ქართველთა ამ გრძნობის (მოძალადე ბიზანტიელთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების) გამომხატველია გამოჩენილი ქართველი მოღვაწის გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება, რომელიც მან თავის მიერ დაარსებულს პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონში შეიტანა, რომ მონასტერში ბერძენი არასდროს არ შეეშვათ ბერად, შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ბერძენი ყოფილიყო, ისიც მხოლოდ ბერძნულის მწერლად".

ივანე ჯავახიშვილი
ენციკლოპედიური ლექსიკონი, თსუ-ს გამომცემლობა, 2002 წელი, გვ. 525;


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
Georg
პოსტი Nov 7 2006, 11:21 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



პეტრიწონის ტიბიკონის სიმკაცრის მიზეზნი - გზავნილი XI საუკუნიდან ანუ
("ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების!")


ტროპარი წმიდისა ილია მართლისა

„ღვაწლითა და სისხლითა შენითა უდაბნოჲ იგი სოფლისაჲ მოიმუშაკე. და გონებითა ღვთივბრწყინვალითა დაცემულნი კვალად აღგვადგინენ.

ჭეშმარტიებაჲ სთესე და გვირგვინი უკვდავებისაჲ მოიპოვე; სიმართლისათვის დაითმინე და ზესთასოფელი დიდებისაჲ დაიმკვიდრე.

ძეო ქართველთა ერისაო, ერისათვის წამებულო, წმიდაო ილია მართალო, ყოვლად დიდებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ძმათა შენთათვის, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“.
http://literatura.iatp.ge

+ + +


ქართველთა საზღვარგარეთულ ცენტრთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია პეტრიწონის მონასტერს, რომელიც 1083 წელსაა აშენებული გრიგოლ ბაკურიანისძის მიერ თავისი და საკუთარი ძმის ასპაზის ძვლების განსასვენებლად.

მონასტერი აშენებული იყო ქართველთათვის ან სხვა ტომის ბერებისათვის რომელთაც ქართული ენა და წერა-კითვა იცოდნენ, გამონაკლისს აქედან ბერძნები შეადგენდნენ. მათ შესახებ გრიგოლი პირდაპირ წერს მონასტრის ტიბიკონში, რომელიც დაწერილი იყო ქართულად და ბერძნულად:

"გირჩევთ ყველას, მონასტრის მკვიდრთ, და დაჟინებით მოვითხოვ, რომ ჩემს მონასტერში არ იქნეს მიღებული არასოდეს ბერძენი მღვდელი თუგინდ ბერი, გარდა ერთი ნოტარისა(საქმის მწარმოებელი-რედ.), რომელიც ადგილობრივ არქონტებს აცნობებს ხოლმე წინამძღვრის გადაწყვეტილებას ".

ეს იმიტომ, - ამბობს გრიგოლი, რომ მე გამოცდილებით ვიცი, რომ "ვერაგი ბერძნები, ძალადობას, მტაცებლობასა და ანგარებას მიჩვეულნი, სარგებლობენ ხოლმე სხვა ეროვნების, კერძოდ ქართველი ბერების, გულწრფელობითა და სიმარტივით და იტაცებენ მათ მონასტრებს. აყენებენ შიგ თავიანთ წინამძღვრებს და, ამა თუ იმ მიზნით, აცხადებენ მათ თავის საკუთრებად"-ო. გრიგოლს, ალბათ, მხედველობაში ჰქონდა ათონისა და შავი მთის ბერძენი ბერების ოინები და მათი ცდა ქართველთა მონასტრების მიტაცებისა(რაც შემდგომ საუკუნეებში მოახერხეს კიდეც-ჩანართი ჩემია).

პეტრიწონის მონასტერთან დაარსებული იყო სემინარია, რომელშიაც სწავლა ქათულ ენაზე წარმოებდა. უნდა ვიფიქროთ, რომ თავდაპირველად ამ სემინარიის სასწავლო-საპროგრამო საჭიროებას აკმაყოფილებდნენ მანგანის აკადემიიდან გამოსული ქართველი მოღვაწენი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს საბუთი ვიფიქრით, რომ აქ მოღვაწეობდა ფილოსოფოსი იოანე, მისი პირველი რექტორი, რომელმაც ამ მონასტრისაგან მიიღო სახელი პეტრიწი.

პეტრიწონის მონასტერი გახდა ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრი ქართველთა სულიერებისა XI-XII საუკუნეებში(ხომ ხვდებით რა ეპოქას ჩაეყარა ამ დროს ბალავარი-შენიშვნა ჩემია), აქ დამუშავდა განსაკუთრებული სალიტერატურო სკოლა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ პეტრიწონულ სკოლას. საგანგებო ყურადღება ამ სკოლაში მიქცეული ჰქონდა განყენებული დოგმატიკური და ფილოსოფიური ხასიათის თხზულებების დამუშავებას, რამაც ხელი შეუწყო ქართული ფილოსოფიური ენისა და ტერმინოლოგიის შექმნას.

ბიბლიოგრაფია აღნიშნული საკითხისათვის:
კ.კეკელიძე, ა.ბარამიძე; ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია (V-XVIII სს.)
თბილისი 1969 წელი

(გაგრძელება იქნება - "სათუთი ფსიქიკის" მქონეთ, არ ვურჩევ წაკითხვას! biggrin.gif )


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Georg   გრიგოლ ბაკურიანის მკაცრი დადგენილება   Nov 3 2006, 12:31 AM
AnDaIn   გასაგებია მაგრამ ა...   Nov 3 2006, 12:46 AM
Georg   გასაგებია მაგრამ ...   Nov 3 2006, 01:03 AM
Sotiris   აგრესია იმაში გამ...   Nov 5 2006, 08:13 PM
Georg   ვაჰ, დარწმუნებული ...   Nov 5 2006, 08:29 PM
Sotiris   ამაზე რა უნდა გიპა...   Nov 5 2006, 08:46 PM
Georg   ჩემო ძმაო, პასუხს ნ...   Nov 5 2006, 09:44 PM
Sotiris   1. ვერ გაგიგია, რომ მ...   Nov 5 2006, 11:22 PM
Georg   მამა შეიძლება იყო...   Nov 6 2006, 12:23 AM
Sotiris   გრიგოლ ბაკურიანის...   Nov 6 2006, 02:11 AM
shota   თუ არ ვცდები თან გრ...   Nov 3 2006, 01:33 AM
Georg   თუ არ ვცდები თან გრ...   Nov 4 2006, 03:07 AM
AnDaIn   Georg გასაგებია გიორგ...   Nov 5 2006, 09:37 PM
solomony   მგონი არ ღირს ეხლა ...   Nov 5 2006, 11:48 PM
liliana   თემა თქვენი ნებარ...   Nov 5 2006, 11:51 PM
Georg   თემა თქვენი ნებარ...   Nov 6 2006, 12:34 AM
Georg   პეტრიწონის ტიბიკო...   Nov 7 2006, 11:21 AM
ქავთარაძე   Georg ეს სულ შენი აკრე...   Nov 7 2006, 11:40 AM
Georg   Georg ეს სულ შენი აკრე...   Nov 7 2006, 11:44 AM
Georg   სხვას, რომ მიუთით...   Nov 24 2006, 01:17 AM
Sotiris   სხვას, რომ მიუთითო ...   Nov 24 2006, 06:45 PM
Georg   მგონი თვითონ გრიგ...   Nov 25 2006, 02:03 AM
ვეშაპო   Sotiris აქაც მოხვდი კაც...   Nov 24 2006, 09:54 PM
ვეშაპო   Georg ჰე ჰე ჰე :D შენ აზ...   Nov 25 2006, 02:31 AM
Georg   Georg ჰე ჰე ჰე :D შენ აზ...   Nov 25 2006, 02:56 AM
ვეშაპო   ახლა საბოლოოდ მინ...   Nov 25 2006, 03:14 AM
კანუდოსელი   აქ ვატყობ ცუდი რამ ...   Nov 25 2006, 03:17 AM
Sotiris   სამწუხაროდ ის თემ...   Nov 25 2006, 05:27 AM
გუჯა   გრიგოლ ბაკურიანი - ...   Nov 25 2006, 05:48 AM
ვეშაპო   Sotiris ზემოთ დავწერე უ...   Nov 25 2006, 09:41 AM
Georg   Sotiris ზემოთ დავწერე ...   Nov 25 2006, 11:43 AM
usgar   პეტრიწონის მონასტ...   Nov 25 2006, 09:59 AM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th June 2024 - 11:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი