ქართული გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი, მისაღები გამოცდები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი, მისაღები გამოცდები |
ვეშაპო |
Mar 15 2007, 01:56 AM
პოსტი
#81
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
ცხადდება მიღება ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის უმაღლეს სასწავლებელში.
გამოცდები იქნება ივნისის ბოლოს-ივლისის დასაწყისში. აი აქ შეგიძლიათ გადაიწეროთ ის საგალობლები და სიმღერები, რომლებიც მოითხოვება მისაღებ გამოცდაზე. მალე ჩამოყალიბდება პროგრამა სხვა საგნებში და იმათაც დავამატებ. მსურველებმა დატოვეთ კითხვები და შეძლებისდაგვარად გავცემ პასუხს. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
siomani |
Sep 12 2007, 01:07 AM
პოსტი
#82
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 405 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,395 |
N. R.
ციტატა გარდა კომერციული მიზნებისა სხვა შემთხვევაში თავისუფლდაა შესაძლებელი კონსერვატორიის არქივით სარგებლობა სამი კითხვა მაქვს: რას ნიშნავს კომერციული მიზანი? ითვლება თუ არა კომერციად, გამოტანილი ჩანაწერების გარჩევა, აღდგენა და ალბომად გამოცემა? და თუ ითვლება მაშ ხელშეკრულებით თუ შეიძლება ამის გაკეთება? -------------------- "ვიმღეროთ ძმებო ვიმღეროთ, სანამ ერთმანეთს ვხედავთო..."
|
N. R. |
Sep 12 2007, 10:46 AM
პოსტი
#83
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
N. R. სამი კითხვა მაქვს: რას ნიშნავს კომერციული მიზანი? ითვლება თუ არა კომერციად, გამოტანილი ჩანაწერების გარჩევა, აღდგენა და ალბომად გამოცემა? და თუ ითვლება მაშ ხელშეკრულებით თუ შეიძლება ამის გაკეთება? კომერციული მიზანი არის უშუალოდ ამ ჩანაწერით ფულის გაკეთება, და არ იგულისხმება აღდგენა და ანსამნბლის მიერ შესრულება. რაც შეეხება ალბომს, თუ ეს ჩანაწერის დედნის გამოშვებაა (რაც ნიშნავს ამ ჩანაწერის კომერციული მიზნისთვის გამოყენებას), ეს რა თქმა უნდა არ შეიძლება კონსერვატორიასთან არსებული რაიმე შეთანხმების გარეშე, მაგრამ თუ ამ ჩანაწერს რომელიმე თანამედროვე ანსამბლი შეასრულებს და აღდგენილი ჩანაწერი დისკში შევა, ეს ცხადია მისაღებია. გამოცდების პროგრამა მომავალ წელს ხომ არ შეიცვლება? თუ შეიცვალა, იმედია მაქსიმალურად სწრაფად გავიგებთ. გართულებას ნამდვილად აპირებენ, აი დროული რამდენად იქნება ეს ინფორმაცია ეგ არ ვიცი, პრინციპში გაზაფხულზე მაინც უნდა იყოს ცნობილი -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
ზარნაშო |
Sep 15 2007, 10:49 AM
პოსტი
#84
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
გართულებას ნამდვილად აპირებენ, აი დროული რამდენად იქნება ეს ინფორმაცია ეგ არ ვიცი, პრინციპში გაზაფხულზე მაინც უნდა იყოს ცნობილი კიდევ გართულება უნდა? ისედაც ამბობენ, ადგილები ვერც კი შეივსოო, რამდენად მართალია, არ ვიცი. თუ ყველაფერი ვისწავლე, მანდ რაღა მინდა? მომამზადებდეს ვინმე, თორემ სწავლა არ მეზარება. სურვილი მაქვს? უზარმაზარი! -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
N. R. |
Sep 15 2007, 11:02 AM
პოსტი
#85
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
კიდევ გართულება უნდა? ისედაც ამბობენ, ადგილები ვერც კი შეივსოო, რამდენად მართალია, არ ვიცი. თუ ყველაფერი ვისწავლე, მანდ რაღა მინდა? მომამზადებდეს ვინმე, თორემ სწავლა არ მეზარება. სურვილი მაქვს? უზარმაზარი! მაპატიე ჩემო კარგო, მაგრამ ვინც ვერ ჩააბარა არც იყო მისაღები, საერთოდ ვერაფერი გააკეთეს. თანაც არ მესმის ასეთი დამოკიდებულება, ეს სასწავლებელი მაღალი დონის კადრებს უნდა ამზადებდეს და თქვენ ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილებაც აღარ გინდათ? სად გინახავთ მაღალი დონის სასწავლებელი, სადაც ვისაც უნდა იმას მიიღებენ და არაფერს მოსთხოვენ. ნუ სიმღერასა და გალობაზე არაფერს ვამბობ, 17 სიმღერა-გალობა ის მინიმუმია რაც კი შეიძლება სასწავლებელმა მოითხოვოს, და რაც შეეხება სოლფეჯიოს, სამარცხვინო საკითხებია, უელემტარულესი, ფაქტიურად ანბანი. რისთვის აბარებთ ამ სკოლაში? თუ მარტო ის გინდათ რომ ბევრი სიმღერა და გალობა ისწავლოთ და მეტი არაფერი, მაგისთვის სკოლა არცაა სავალდებულო, ისედაც შეგიძლიათ, მაგრამ ამ სკოლის ფუნქციაა შეგასწავლოთ ამ ყველაფრის თეორიული და წმინდა მუსიკალური მხარე, რათა ცოტა სხვაგვარად გაიაზროთ რასაც სწავლობთ ასე რომ მისაღების ამ პროგრამას ვინც გადასარევად ისწავლის ნუ ეგონება რომ ყველაფერი იცის და მაგის მეტი აღარაფერი აქვს ცხოვრებაში სასწავლი. ასე რომ ასე ხელაღებით ნუ მიუდგები. ჩვენში უნდა დადგეს ბოლოს და ბოლოს დრო, როცა ყველა გამვლელ-გამომვლელი ლოტბარი არ იყოს და დიდი პრეტენზიები და ცარიელი თავები არ ქონდეთ და ცოტა ამ ქვეყნისკენაც მოიხედონ, სიმღერისა და გალობის სწორ სწავლებასთან ერთად ამყველაფრის თეორიული მხარე არის ის პრიორიტეტი, რომელიც ამ სკოლას გააჩნია რაც შეეხება მომზადებას, შე კაცო, მოვიდა უკვე გამოცდები, რაღა დროს ამაზე საუბარია. რა დონზე ხარ სოლფეჯიოს საკითხებში? -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
ზარნაშო |
Sep 15 2007, 11:09 AM
პოსტი
#86
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
მაპატიე ჩემო კარგო, მაგრამ ვინც ვერ ჩააბარა არც იყო მისაღები, საერთოდ ვერაფერი გააკეთეს. თანაც არ მესმის ასეთი დამოკიდებულება, ეს სასწავლებელი მაღალი დონის კადრებს უნდა ამზადებდეს და თქვენ ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილებაც აღარ გინდათ? სად გინახავთ მაღალი დონის სასწავლებელი, სადაც ვისაც უნდა იმას მიიღებენ და არაფერს მოსთხოვენ. ნუ სიმღერასა და გალობაზე არაფერს ვამბობ, 17 სიმღერა-გალობა ის მინიმუმია რაც კი შეიძლება სასწავლებელმა მოითხოვოს, და რაც შეეხება სოლფეჯიოს, სამარცხვინო საკითხებია, უელემტარულესი, ფაქტიურად ანბანი. რისთვის აბარებთ ამ სკოლაში? თუ მარტო ის გინდათ რომ ბევრი სიმღერა და გალობა ისწავლოთ და მეტი არაფერი, მაგისთვის სკოლა არცაა სავალდებულო, ისედაც შეგიძლიათ, მაგრამ ამ სკოლის ფუნქციაა შეგასწავლოთ ამ ყველაფრის თეორიული და წმინდა მუსიკალური მხარე, რათა ცოტა სხვაგვარად გაიაზროთ რასაც სწავლობთ ასე რომ მისაღების ამ პროგრამას ვინც გადასარევად ისწავლის ნუ ეგონება რომ ყველაფერი იცის და მაგის მეტი აღარაფერი აქვს ცხოვრებაში სასწავლი. ასე რომ ასე ხელაღებით ნუ მიუდგები. ჩვენში უნდა დადგეს ბოლოს და ბოლოს დრო, როცა ყველა გამვლელ-გამომვლელი ლოტბარი არ იყოს და დიდი პრეტენზიები და ცარიელი თავები არ ქონდეთ და ცოტა ამ ქვეყნისკენაც მოიხედონ, სიმღერისა და გალობის სწორ სწავლებასთან ერთად ამყველაფრის თეორიული მხარე არის ის პრიორიტეტი, რომელიც ამ სკოლას გააჩნია რაც შეეხება მომზადებას, შე კაცო, მოვიდა უკვე გამოცდები, რაღა დროს ამაზე საუბარია. რა დონზე ხარ სოლფეჯიოს საკითხებში? წელს ჩაბარებაზე არც კი ვოცნებობ, იქნებ გაისად მოვახერხო-მეთქი. გინდა სამი ამდენი მომთხოვონ, ყველაფერზე ვარ წამსვლელი! რაც შენ თქვი, მესმის, უბრალოდ ცხელ გულზესავით დავწერე ის პოსტი, პროვოკატორობა სისხლში მაქვს. სოლფეჯიოს ერთი-ორჯერ შევხვედრივარ სუფრაზე, ახლოს არ ვიცნობ. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი