სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| k@the |
May 21 2007, 05:28 PM
პოსტი
#1
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
დამეხმარეთ.
მაინტერესებს სეფისკვერი საქართველოში საფუარით მზადდება თუ არა? წინასწარ დიდი მადლობა! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
| sxalteli |
Sep 16 2007, 05:09 PM
პოსტი
#2
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 94 რეგისტრ.: 1-September 07 მდებარ.: saqartvelo, batumi წევრი № 2,667 |
ცოტა რამ სეფისკვერის შესახებ:
სეფისკვერი არის მრგვალი, აფუებული პური, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან. ეს ორი ნაწილი კი აღნიშნავს იესო ქრისტეს ორ ბუნებას: ღვთაებრივსა და კაცობრივს. სეფისკვერზე გამოსახულია ჯვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის განკუთვნილია მხოლოდ საეკლესიო მსახურებისათვის. ჯვრის კუთხეებში წერია: იესო ქრისტე ძლევა. წმიდა სვიმეონ თესალონიკელი ამბობს: სეფისკვერი უნდა იყოს აფუებული... პური არის თითქოს საფუარით გასულიერებული და ჭეშმარიტად სრულყოფილი. ის მიანიშნებს, რომ ღვთის სიტყვა სრულყოფილია: ჩვენთვის ჩვენი ხორცი შეისხა, მაგრამ, არ შეიცვალა თავისი არსება, სიტყვიერი და გონივრული სულით შეითვისა ადამიანობა. იყო როგორც სრულყოფილი ღმერთი და როგორც სრულყოფილი ადამიანი. სეფისკვერი როგორც ყოველი პური შედგება სამი ნივთიერებისაგან: ფქვილი, წყალი და მარილი. ეს ნივთიერებები ერთმანეთთან შეირევა და ცეცსლზე ცხვება. ადამიანის სულიც სამი ნაწილისაგან შედგება სამების საპატივცემულოდ. ფქვილი საფუართან ერთად (ძველად გამოიყენებოდა ამჟავებული ცომი ახლანდელი საფუარის ნაცვლად) აღნიშნავს სულს, წყალი - ნათლობას, მარილი კი განასახიერებს ღვთის სიტყვის გონებასა და სწავლებას, რომელმაც უთხრა მოწაფეებს: თქვენ ხართ მარილნი სოფლისანი. პური ცეცხლზე გამომცხვარი მიანიშნებს იმას, რომ ღმერთი მთლიანად შეუერთდა ადამიანებს და მოგვანიჭა თავისი წყალობა. ასეთი დიდი მნიშნველობა აქვს აფუებულ სეფისკვერს. საქართველოში არასდროს არ გამოიყენებოდა უფუარი სეფისკვერები და ვერც ვერასდროს იქნებოდა, რადგან საეკლესიო გარდამოცემის თანახმად იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე ზუსტად საფუარიანი პური გამოიყენა. -------------------- უწყოდეთ, საყვარელნო, რამეთუ დასაბამი ყოვლისა კეთილისა - ლოცვა არს...
რამეთუ ყოველი, რომელი ილოცვიდეს, ღვთისა თანა მზრახველობს. (წმიდა იოანე ოქროპირი) |
k@the სეფისკვერი May 21 2007, 05:28 PM
მარიამი კი, საფუარით მზადდ... May 21 2007, 11:27 PM
k@the მადლობა მარიამ!
ე... May 22 2007, 12:56 AM
მარიამი მაგდენი არ ვიცი :unsure... May 22 2007, 10:16 AM
k@the მარიამი
მადლობა, დ... May 22 2007, 04:22 PM
Sotiris
ეგ ინფორმაცია აქ ე... Jun 16 2007, 07:46 PM
mariami-k ნამდვილად ვიცირომ ... Jun 16 2007, 09:44 AM
ალექსანდრე mariami-k
ეს რატომ ?
მე რ... Jun 16 2007, 12:19 PM
დეკ. ანდრია სეფისკვერზე აქ საკ... Oct 23 2007, 11:55 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 09:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი