![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოკლედ ახლა წამოიჭრა ერთ ფორუმელთან გარკვეული კითხვა, არის თუ არა ღვთის მადლი არა მართლმადიდებელ თემებში, თი ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან ყოველგვარ მადლს.
მე როგორც წარმომიდგენია, ეს არ არის ასე მარტივად გადასაწყვეტი, რადგან როდესაც ვიღებთ სხვადასხვა თემის არამართლმადიდებლებს, გათვალისწინებით კონკრეტული თემისა, მიღების წესიც სხვადასხვაა, მაგალითად კათოლიკებს იგივე რუსეთის ეკლესია არ იღებს არც ნათლობით, არც მირონცხებით და თუ მღვდელლია ქიროტონიის გარეშე. ჩვენთანაც იგივე წესია, თავად ვარ ერთი ყოფილი კათოლიკეს ნათლია...მისი გადმოსვლლის რიტუალი იყო მხოლოდ ლოცვების კრებული, არანაირი ნათლობა და სხვა საიდუმლო. თუ მართალია ის, რომ იქ არანაირი ნათლობა არ არის, მაშინ როგორც კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა მათეული ნათლობა სიბინძურით განბანა არისო, მაშინ ბუნებრივია რომ გადმოსვლის დროს უნდა მოინათლნენ, რასაც თავად წმ. კვიპრიანე აკეთებდა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეკლესიამ ეს წესი არ მიიღო ზოგად საყოველთაო წესად...ზემოთ მოვიყვანე ერთი მცირე მაგალითი ამისა. ე.ი. გამოდის რომ, როდესაც არ ვნათლავტ და არანაირ წესს არ ვუტარებთ გადმოსვლისას ადამიანს-ვაღიარებთ იმ თემში შესაბამისი საიდუმლოს არსებობას. ჯერ ეს იყოს იმედია ანათემაზე გადაცემები და მსგავსი რამე არ დამემუქრება ![]() მნათე რას იჭყიტები...ანათემის ტექსტს თუ ადგენ ჩემზე, მე უკვე მაქვს, მოგაწვდი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება ასეთია:
”კათოლიკეები მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მოკვეთილნი არიან, როგორც ჭეშმარიტი სარწმუნოების დამამახინჯებელნი და ეკლესიაში მთელი რიგი ერეტიკული (მწვალებლური) სწავლებისა და საეკლესიო გარდამოცემის საწინააღმდეგო წეს-ჩვეულებათა შემომტანნი. ამდენად მართლმადიდებელ ქრისტიანთა დამოკიდებულება კათოლიკეთა მიმართ ისეთივეა, როგორც ერეტიკოსებთან და ეს დამოკიდებულება შემდეგნაირადაა განსაზღვრული ეკლესიის მიერ: „ვინც წარმართთა დღესასწაულზე წარმართებთან ერთად ისამხრებს ამისათვის მიჩენილ ადგილას, ოღონდ თავისი მოტანილის საჭმლით და მათთან ერთად ჭამს, დავადგენთ მათ შეწყნარებას ორი წლის შევრდომის შემდეგ...“ (ანკირიის კრების მე-7 კანონი). წმინდა მოციქულთა 65-ე კანონში ნათქვამია: „თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს“. [www.orthodoxy.ge] მართალია, აამავე საიტზე ჩვენ ვკითხულობთ იმასაც, რომ კათოლიკეთა დაბრუნება დედაეკლესიის წიაღში ”კურთხევანში” მოთავსებული საგანგებო ლოცვების შემდეგ ხდება, მაგრამ რეალურად დღეს ასეა აღარაა. საინტერესო მასალაა ამის შესახებ აქ სერგეი გოვორუნის წიგნში ИЗ ИСТОРИИ БОГОСЛОВСКИХ СПОРОВ XVIII ВЕКА ПО ПРОБЛЕМЕ ЛАТИНСКОГО КРЕЩЕНИЯ http://www.krotov.info/library/g/govorun/govor03.html |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.
საინტერესო ლინკია. იცით ერთი რამე, არ მგონია რომ თუნდაც საქართველოს ეკლესიაში ეგრე პირდაპირ იყოს, აი მე თბილისში "მოვნათლე" ყოფილი კათოლიკე და სიონის საკათედრო ტაძარში მისი გადმოსვლლის რიტუალის წესში არანაირი ნათლობა-მირონცხება არ ყოფილა. თუმცა ეგ არცაა მნიშვნელოვანი, მე მაინტერესებს არა ის მოომენტები სადაც ნათლავენ, არამედ სადაც არ ნათლავენ, ვინაიდან პირველ შემთხვევაში ადამიანი ასე თუ ისე მონათლულია მაინც, მეორეში კი იბადება სერიოზული კითხვა, თუ ერესი წარმართობის იდენტურია, მაშინ რა უფლება გვაქვს არ მოვნათლოთ. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 02:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი