საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Sep 17 2007, 02:12 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,449 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
კოლხთა მეფეები
აეტი აეტი/აიეტი - კოლხთა (კოლხას) მეფე. ბერძნული მითოლოგიისა - არგონავტიკა, და კლასიკური მწერლობის მიხედვით, ცხოვრობდა ძვ. წ. I ათასწლ. დასაწყისში. მისი რეზიდენცია ჭოხორის ხეობაში მდებარეობდა. აეტი ელინური ეკონომიკური ექსპანსიის გარიჟრაჟს მოესწრო. ზუსტად არ ვიცით რა მოხდა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - კოლხთა მეფეს გაუჭირდა ბერძნული სამხედრო ექსპედიციის (არგონავტები) შეტევის მოგერიება - მოსულებმა ხომ ოქროს საწმისი გაიტაცეს. კოლხთა სამეფო დინასტია აეტის სახელს ატარებდა. სავლაკი სავლაკი - რომაელი ავტორი პლინიუსი, მას იხსენიებს როგორც აეტის ჩამომავალს და საოცრად მდიდარ ხელმწიფეს; უცხოვრია ეგვიპტელი ფარაონის სესოსტრის დროს და დაუმარცხებია კიდეც იგი. აქ აშკარა აღრევაა: თუ სავლაკი აეტის ჩამომავალია, მაშინ ის ვერც ერთი სესოსტრისის (სენუსრეთის) დროს ვერ იმეფებდა (სესოსტრის I, II და III-XII დინასტია, ძვ. წ. 1991-1786 წწ.). ბერძენი ავტორის ჰეროდოტეს თქმით, სესოსტრის თურმე კოლხეთი დაულაშქრავს. რამდენად შეეფერება ყოველივე სიმართლეს, ძნელი სათქმელია. ასეა თუ ისე, სავლაკმა დიდძალი ნადავლი იგდო ხელთ. ყოველივე აღნიშნული შესაძლოა შეჯერდეს შემდეგნაირად: სავლაკი კოლხთა (კოლხა) მეფეა აეტამდე, ხოლო ეგვიპტელებმა აზიის ჩრდილოეთი პერიფერია დალაშქრეს. კოლხებმა რომელიღაც აზიურ (ხურიტულ) გაერთიანებასთან ერთად წინააღმდეგობა გაუწიეს მათ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th June 2024 - 05:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი