IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველო 1918-1921 წლებში
marine
პოსტი Sep 17 2007, 02:53 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,374
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918 - 1921 წწ.)

ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა

1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ (პარლამენტად) აღიარებულ იქნა საქართველოს ეროვნული საბჭო.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ ნოე ჟორდანიას ნაცვლად აირჩიეს ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე.
1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო - მთავრობა ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა პასუხისმგებელი იყო ეროვნული საბჭოს წინაშე.
1918 წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნულ საბჭოს ეწოდა საქართველოს პარლამენტი.
1918 წლის ივნისში ცვლილებები მოხდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში.
მთავრობის თავჯდომარე ნოე რამიშვილის ნაცვლად გახდა ნოე ჟორდანია, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე აკაკი ჩხენკელი შეცვალა ევგენი გეგეჭკორმა.

IPB-ს სურათი
ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი

1919 წელს საქართველოში დემოკრატიული საარჩევნო კანონის საფუძველზე ჩატარდა ქვეყნის ახალი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების - არჩევნები.
დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს.

IPB-ს სურათი
დამფუძნებელი კრების სხდომა

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე.
უმარღლესმა საკანონმდებლო ორგანომ შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით.
დამფუძნებელმა კრებამ თავის პირველსავე სხდომაზე დაამტკიცა 1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს წარმოადგენდნენ: სოფლებსა და მაზრებში - სოფლისა და მაზრის ერობები, ქალაქებში - ქალაქის თვითმმართველობები.
ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები არჩევითი იყო.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლო ორგანოს წარმოადგენდა სენატი.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Sep 17 2007, 03:34 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,374
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მიღებული ეროვნული საბჭოს მიერ (1918 წლის 26 მაისს)


მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.

მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროებული საქართველო თავისის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.

რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი, სრულიად დაიშალა და რუსეთის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია.

დარჩნენ რა თავიანთი ძალ-ღონის ამარა, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერის ორგანოებიც შეჰქმნეს, მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და ამით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.

ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული, საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ, დღეს საყოველთაოდ აცხადებს:

1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელწმიფოებთან და ერებთან.

5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.

6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ აპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს.

7. დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   საქართველო 1918-1921 წლებში   Sep 17 2007, 02:53 PM
marine   საქართველოს დამოუ...   Sep 17 2007, 03:34 PM
Lenus   აი ამ თემაშიც ბატო...   Sep 17 2007, 05:24 PM
კანონისტი   Lenus მონარქიაზე საუბ...   Sep 18 2007, 11:02 AM
Lenus   სად დაადასტურა? რა...   Sep 18 2007, 12:50 PM
კანონისტი   Lenus დიახ :( [center][b]ხ ე ლ შ...   Sep 18 2007, 01:11 PM
Lenus   რატიფიცირებულიცა...   Sep 18 2007, 02:49 PM
კანონისტი   Lenus დიახ :( ეგ პერიოდ...   Sep 18 2007, 03:10 PM
Lenus   ოო, აი აქაა ძაღლის ...   Sep 18 2007, 03:54 PM
კანონისტი   Lenus მაშინ ჩავუჯდები...   Sep 18 2007, 04:24 PM
Lenus   ))) ვავსებთ ერთმანეთ...   Sep 19 2007, 08:11 AM
lingvo   1918 წლის 26 მაისს, ქართ...   Sep 19 2007, 12:58 PM
ketino   აუ ეს უკვე ნამეტა...   Sep 19 2007, 01:11 PM
დავითი   აუ ეს უკვე ნამეტან...   Sep 24 2007, 02:00 AM
Lenus   ეს არავინ იცის, მა...   Sep 23 2007, 11:35 AM
gvantsi   ისტორიას რომ ვსწავ...   Sep 23 2007, 10:00 PM
Misha_kartveli   1918-21 წლების საქართვ...   Sep 24 2007, 11:13 AM
bekas   1918-21 წლების საქართვ...   Mar 17 2008, 02:28 AM
Lenus   მარინე! საიდან ეს...   Sep 24 2007, 12:20 PM
marine   მარინე! საიდან ე...   Sep 24 2007, 01:44 PM
ზვარე   სამწუხაროდ ისტორი...   May 26 2008, 03:44 AM
KAIROS   კი მაგრამ რატომ? ნო...   Jun 19 2009, 11:14 AM
ქევანა   Gio-mose რამხელა აგრესი...   Jun 19 2009, 02:45 PM
staywhite   შაკო :მპუა: არ ვიცი, ...   Jun 19 2009, 02:59 PM
შაკო   შაკო :მპუა: არ ვიცი,...   Jun 20 2009, 12:05 AM
bekas   ჟორდანიას ადგილას ...   Jun 19 2009, 04:47 PM
zegardeli   ჟორდანიას ადგილას...   Jun 19 2009, 04:54 PM
bekas   zegardeli ფაქტები სტუდი...   Jun 19 2009, 05:06 PM
zegardeli   განსხვავებული აზრ...   Jun 19 2009, 05:28 PM
bekas   zegardeli შენ ილიას პასუ...   Jun 19 2009, 07:12 PM
ქავთარაძე   ილიას ბურთივით მრ...   Jun 19 2009, 07:25 PM
bekas   ილიას ბურთივით მრ...   Jun 19 2009, 07:59 PM
ქევანა   მასე ნიკო ნიკოლაძე...   Jun 19 2009, 08:39 PM
KAIROS   უნდა მივეჩვიოთ წერ...   Jun 19 2009, 09:32 PM
ნაინა   არაფერი ჰქონდა ამ ...   Jun 20 2009, 12:51 AM
შაკო   არაფერი ჰქონდა ამ ...   Jun 20 2009, 01:12 AM
ნაინა   გენაცვალე რა გემრ...   Jun 21 2009, 07:59 PM
afxazi   შაკო მე მგონი ეს თე...   Jun 21 2009, 01:27 PM
zegardeli   ბატონებო რა თქმა უ...   Jun 22 2009, 09:52 AM
bekas   ბატონებო რა თქმა უ...   Jun 22 2009, 11:18 AM
zegardeli   bekas რა ფაქტები? ჟორდ...   Jun 22 2009, 12:09 PM
staywhite   zegardeli მე მგონი, არაფე...   Jun 22 2009, 12:26 PM
bimo1   ნოე ჟორდანია ილია ...   Sep 5 2009, 01:35 PM
marine   * * * "1921 წელს რუსეთი...   Mar 25 2014, 01:27 PM
marine   "ეკლესიის წინააღ...   Apr 1 2015, 09:51 PM
marine   "განსაკუთრებით პ...   Aug 4 2015, 04:55 PM
marine   "1918 წელი, მაისის 26. ...   Feb 24 2016, 01:23 PM
marine   "ისტორიულ გამოცდ...   Apr 5 2016, 02:51 PM
marine   "1918 წლის 26 მაისს მო...   Jun 12 2016, 09:32 PM
marine   "ცნობილია, რომ სო...   Apr 26 2017, 12:17 PM
marine   "1921 წლის 25 თებერვა...   Aug 10 2017, 10:35 AM
marine   "1921 წელს ხმაც კი არ...   Sep 20 2019, 11:39 AM
marine   "1921 წელს, სარფი საბ...   Aug 23 2020, 05:56 PM
marine   "1921 წელს, მაშინ, რო...   Aug 24 2021, 12:49 PM
marine   "1917 წლის საქართვე...   Feb 3 2022, 08:05 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 05:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი