საქართველო 1918-1921 წლებში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველო 1918-1921 წლებში |
marine |
Sep 17 2007, 02:53 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918 - 1921 წწ.)
ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ (პარლამენტად) აღიარებულ იქნა საქართველოს ეროვნული საბჭო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ ნოე ჟორდანიას ნაცვლად აირჩიეს ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე. 1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო - მთავრობა ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა პასუხისმგებელი იყო ეროვნული საბჭოს წინაშე. 1918 წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნულ საბჭოს ეწოდა საქართველოს პარლამენტი. 1918 წლის ივნისში ცვლილებები მოხდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში. მთავრობის თავჯდომარე ნოე რამიშვილის ნაცვლად გახდა ნოე ჟორდანია, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე აკაკი ჩხენკელი შეცვალა ევგენი გეგეჭკორმა. ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი 1919 წელს საქართველოში დემოკრატიული საარჩევნო კანონის საფუძველზე ჩატარდა ქვეყნის ახალი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების - არჩევნები. დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს. დამფუძნებელი კრების სხდომა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე. უმარღლესმა საკანონმდებლო ორგანომ შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. დამფუძნებელმა კრებამ თავის პირველსავე სხდომაზე დაამტკიცა 1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს წარმოადგენდნენ: სოფლებსა და მაზრებში - სოფლისა და მაზრის ერობები, ქალაქებში - ქალაქის თვითმმართველობები. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები არჩევითი იყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლო ორგანოს წარმოადგენდა სენატი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 17 2007, 03:34 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მიღებული ეროვნული საბჭოს მიერ (1918 წლის 26 მაისს)
მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროებული საქართველო თავისის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა. რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი, სრულიად დაიშალა და რუსეთის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია. დარჩნენ რა თავიანთი ძალ-ღონის ამარა, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერის ორგანოებიც შეჰქმნეს, მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და ამით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა. ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული, საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ, დღეს საყოველთაოდ აცხადებს: 1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა. 3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა. 4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელწმიფოებთან და ერებთან. 5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა. 6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ აპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს. 7. დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი