საქართველო 1918-1921 წლებში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველო 1918-1921 წლებში |
marine |
Sep 17 2007, 02:53 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918 - 1921 წწ.)
ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ (პარლამენტად) აღიარებულ იქნა საქართველოს ეროვნული საბჭო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ ნოე ჟორდანიას ნაცვლად აირჩიეს ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე. 1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო - მთავრობა ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა პასუხისმგებელი იყო ეროვნული საბჭოს წინაშე. 1918 წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნულ საბჭოს ეწოდა საქართველოს პარლამენტი. 1918 წლის ივნისში ცვლილებები მოხდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში. მთავრობის თავჯდომარე ნოე რამიშვილის ნაცვლად გახდა ნოე ჟორდანია, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე აკაკი ჩხენკელი შეცვალა ევგენი გეგეჭკორმა. ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი 1919 წელს საქართველოში დემოკრატიული საარჩევნო კანონის საფუძველზე ჩატარდა ქვეყნის ახალი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების - არჩევნები. დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს. დამფუძნებელი კრების სხდომა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე. უმარღლესმა საკანონმდებლო ორგანომ შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. დამფუძნებელმა კრებამ თავის პირველსავე სხდომაზე დაამტკიცა 1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს წარმოადგენდნენ: სოფლებსა და მაზრებში - სოფლისა და მაზრის ერობები, ქალაქებში - ქალაქის თვითმმართველობები. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები არჩევითი იყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლო ორგანოს წარმოადგენდა სენატი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
კანონისტი |
Sep 18 2007, 11:02 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Lenus
მონარქიაზე საუბრისას ხშირად მითქვამს ეგ, რომ საქართველოს როგორც ძალად გაუუქმეს მონარქია, ისე ძალად მოახვიეს რესპუბლიკა თავს. ახლა სათითაოდ მივყვეთ კითხვებს: ციტატა თუ იმ ძველ წყობას, ანუ მონარქიას არ უბრუნდებოდა "გათავისუფლებული" საქართველო, რა უფლებით აიეს თავზე მენშევიკებმა და გამოაცხადეს ს.დ.რ 1918 წელს? ხალხს ხომ თავისი ნება არ გამოეხატა? ამის შემდეგ, გამოცხადებული საზღვრები მრავალჯერ შეიცვალა, დაიშალა ამიერკავკასია, მიწები გადანაწილდა, 1920 წლს რუსეთს სოჭი დავუმტკიცეთ, მანამდე თურქეთს მესხეთი... მოკლედ, ეს ხალხი რა უფლებით განკარგავდნენ მთელს ამ საქმეებს ქართველი ერის სახელით?? მოხდა რა, ფაქტობრივად, რუსეთის მონარქია ჯერ გარდაიქმნა რესპუბლიკად და შესაბამისად, საქართველოს მმართველობაც (თუკი ადგილობრივ მმართველობას ასე შეგვიძლია ვუწოდოთ), შემდეგ რუსეთის რესპუბლიკას გამოეყო ამიერკავკასიის რესპუბლიკა და მას - საქართველოს რესპუბლიკა რაც შეეხება იმდროინდელი მთავრობის ლეგიტიმაციას, საინტერესოა 1917 წლის ეროვნული საბჭოს ყრილობა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქვეყნის მოსახლეობის ფართო წარმომადგენლობა და რომელმაც დაადგინა, რომ ეს საბჭო იქნებოდა ქართველი ხალხის ნების გამომხატველი არჩევნების ჩატარებამდე. ჩვენ ამას თუ ასე არ ვცნობთ, გამოვა, რომ 1918 წლის 26 მაისის აქტიც უკანონო ყოფილა, და შესაბამისად, 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთს დამოუკიდებელი საქართველოს ანექსია არ მოუხდენია, ან მანამდე, 1920 წლის 7 მაისის შეთანხმებაც უკანონო აქტს ეფუძნებოდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გარკვეული ლოგიკა ამ მსჯელობაშიც არის. მაგრამ აქ საგულისხმოა ერთი საინტერესო დეტალი: ხალხის მიერ არჩეული დამფუძნებელი კრება "თავის პირველსავე სხდომაზე" (1919 წლის 12 მარტს) ადასტურებს დამოუკიდებლობის აქტს, "მიღებულს ეროვნული საბჭოს მიერ, მაისის 26-ს", ანუ ამით, პრაქტიკულად, მოიხსნა 26 მაისის აქტის ლეგიტიმაციის პრობლემა. შესაბამისად, დამფუძნებელმა კრებამ დაადასტურა ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება (მათ შორის, თუნდაც სახელმწიფო სიმბოლოების თაობაზე. აქვე აღვნიშნავ, რომ სამფეროვანი დროშა პირველად 1917 წლის ყრილობაზე აფრიალდა), ამიტომ, მე პირადად ვფიქრობ, რომ ლეგიტიმაციის საკითხი ამით უნდა მოხსნილიყო ციტატა გამოდის რომ ჩვენ უარი ვთქვით საბჭოთა პერიოდზე არ ვაღიარეთ, და 1921-მდელი საზღვრებია ჩვენი აღიარებული. მოსკოვის ხელშეკრულებას არ ვაღიარებთ, ანუ თურქეთის მიწები ჩვენია, ზაქათალაც ჩვენია ავტონომიის სახით და ს.ო. ავტონომია უნდა გაუქმდეს. ლოგიკით ასეა. არ არის მასე საქმე ისაა, რომ 1921 წლის კონსტიტუციას არ აქვს მოქმედი ძალა - იგი მხოლოდ საფუძველია დღევანდელი რესპუბლიკის, მაგრამ ეს იდენტობას არ ნიშნავს. ჩვენი კონსტიტუციის პრეამბულა ამბობს, რომ "საქართველოს მოქალაქენი.... ეყრდნობიან რა ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს" აცხადებენ კონსტიტუციას. ეს ერთგვარი PR-ია, რომლითაც ჩვენ მსოფლიოს ვამცნობთ, რომ საქართველო ახალი სახელმწიფო კი არ არის, ის ლოგიკური გაგრძელებაა უძველესი კოლხეთისა, იბერიისა, ერთიანი საქართველოსი, დაშლილ-დაქუცმაცებული ქართული სამეფო-სამთავროებისა და 1921 წლის რესპუბლიკისა რაც შეეხება 1921 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას, აღნიშნულის თაობაზე 1992 წლის 21 თებერვალს საქართველოს სამხედრო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მისი არსებული რეალობით ამოქმედების თაობაზე (ამაზე ვისაუბრეთ მგონი). ჯერ ერთი, ამ "საბჭოს" ლეგიტიმაციის საკითხი ნულისკენ მიისწრაფის უსასრულოდ მეორეც, მანაც მკაფიოდ აღნიშნა, რომ არსებული რეალობა ნარჩუნდებოდა ციტატა მოსკოვის ხელშეკრულებას არ ვაღიარებთ, ანუ თურქეთის მიწები ჩვენია სამწუხარო ის არის, რომ 1992 წელს საქართველომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის უერთდება ქემალისტურ თურქეთსა და საბჭოთა საქართველოს შორის 1921 წელს ყარსში დადებულ ხელშეკრულებას საზღვრის გამიჯვნის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს თურქეთთან ტერიტორიული პრეტენზიები აღარ აქვს სამხრეთ ოსეთს რაც შეეხება, მას დღევანდელ დღეს ავტონომია არ აქვს, ხოლო მომავალში მინიჭების საკითხი არის ხალხისა და მთავრობის გადასაწყვეტი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 07:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი