IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> იოანე ოქროპირის ლიტურგია, ტექსტი
კანუდოსელი
პოსტი Jul 19 2007, 03:14 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მინდა შემოგთავაზოთ ასეთი იდეა - თემა:

აქ ავკრიფოთ (და არა დავასკანეროთ ან დავაკოპიროთ) იოანე ოქროპირის ლიტურგიის სრული ტექსტი მხედრულად. ახლა თან არ მაქვს და მოგვიანებით დავდებ, თუ ვინმეს ამ მომენტში ხელი მიუწვდება კარგი იქნება თუ დაიწყებს და მერე მომდევნო შემომსვლელი გააგრძელებს

აუცილებელია წესი იყოს საერთო: ანუ

1. მღვდლის საიდუმლო ლოცვები დაიწეროს შავად, დანარჩენი ჩვეულებრივი სიმუქის
2. ძირითადი სათაურები-კომენტრები დაიწეროს იტალიკით, ანუ დახრილად.
3. ასევე იტალიკით დაიწეროს (ესეც კომენტარის ნაწილია, მაგრამ ცალკე გამოვყოფ) თუ ვინ წარმოთქვამს ამა თუ იმ ლოცვას, მაგალითად ასე: გუნდი, ან მღვდელი
4. არანაირი კოპირება...ვკრეფთ ხელით
5. უნდა ვიცოდეთ, ვინ რომელი გამოცემიდან დებს ტექსტს (მე ვდებ ტექსტს მარტყოფის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მიერ 2004 წელს გამოცემული "ღამისთევის ლოცვა, ლიტურღია" - წიგნის მიხედვით)
6. დაცული უნდა იყოს ძველი ქართულის ორთოგრაფია, შეძლებისდაგვარად უნდა გასწორდეს თანამედროვე გამოცემებში არსებული შეცდომები.
7. ყურადღება უნდა მიექცეს პუნქტუაციას, რადგან მისი არეულობის გამო ხშირად ლოცვის ტექსტი ბუნდოვანი ხდება.

პ.ს.
არანაირი ოფტოპიკები და საერთოდ არანაირი საუბარი, ვინმე თუ შემოვა, აკრიფოს მხოლოდ ტექსტი ლიტურგიისა
პ.პ.ს.
იმედია მარტო მე არ მომიწევს აკრეფა
მადლობა ცქნაფოს იდეის არაპირდაპირი გზით მოწოდებისთვის...
სოტირისს მადლობა რჩევისათვის
პარტიული მადლობა biggrin.gif კანონისტს და ათოსს
წაშალეთ ოფტოპიკები


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
athos
პოსტი Sep 7 2007, 11:49 AM
პოსტი #2


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



მრჩობლი კვერექსი

დიაკონი: ვსთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა ვსთქვათ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: უფალო ყოვლისამპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის, იმეორებს ყოველ მუხლზე)
- მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის.
- მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასათვის, მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.
- მერმეცა გევედრებით ძმათა ჩვენთა მღვდელთა, მღვდელ-მონაზონთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის
- მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, კეთილმსახურთა მეფეთა და კეთილმორწმუნეთა დედოფალთა და აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა, აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლმადიდებელთათვის.
- მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღვთისათა, ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა (ან, წმიდისა ამის მონასტრისათა)
- მერმეცა გევედრებით ნაყოფისშემომწირველთათვის და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.

ლოცვა შევრდომით სავედრებელი

მღვდელი:უფალო, ღმერთო ჩვენო, აპყრობილი ესე ვედრებაი შეიწირე მონათა შენთაგან და შეგვიწყალენ ჩვენ, სიმრავლისაებრ წყალობათა შენთასა, და მოწყალებანი შენნი გარდამოავლინენ ჩვენ ზედა, და ყოველსა ერსა შენსა ზედა, მომლოდნელთა მდიდრად შენ მიერ წყალობისასა.
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე
.
გუნდი: ამინ

მრჩობლი კვერექსის შემდეგ (ათორმეტ და ტაძრის დღესასწაულთა გარდა) დიაკონი, საცეცხლურით ხელში, ამბობს მიცვალებულთა კვერექსს. აღსავლის კარი ამ დროს ღიაა.

დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის, ყოველ მუხლზე)
-მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულთა მიცვალებულთა მონათა ღვთისათა (სახელები) და რათა შეენდვნეს მათ ყოველნი შეცოდებანნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
- რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სულნი მათნი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
- წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მათთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან, ვითხოვოთ.
გუნდი: მოგვმადლენ, უფალო
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ

მღვდელი (კითხულობს დაბალი ხმით): ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე, და ცხოვრება სოფელსა მიანიჭე, შენ უფალო, განუსვენე სულთა მონათა შენთასა (სახელები) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულთქმა; და ყოველნი ცოდვანი, მათ მიერ ქმნილნი საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, შეუნდვენ. რამეთუ არა არს კაცი, რომელი სცხოვნდეს და არა სცოდოს; რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი, სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი - ჭეშმარიტ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა, და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულთა მონათა შენთა
(სახელები), ქრისტე ღმერთო ჩვენო , და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოთ მამით შენით და ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ

(აღსავლის კარი იხურება)


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 19 2007, 12:11 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



კათაკმეველთა კვერექსი

დიაკონი: ილოცეთ, კათაკმეველნო, უფლისა მიმართ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: მორწმუნენო, კათაკმეველთათვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: და ასწავლოს მათ სიტყვა ჭეშმარიტებისა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: და გამოუცხადოს მათ სახარება სიმართლისა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: შეაერთნეს იგინი წმიდასა თვისსა, კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიასა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: აცხოვნენ, შეეწიენ, შეიწყალენ და დაიცვენ იგინი, ღმერთო მადლითა შენითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: კათაკმეველნო, თავნი თქვენნი უფალსა მოუდრიკენით.
გუნდი: შენ, უფალო.

ლოცვა კათაკმეველთათვის
მღვდელი: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი მაღალთა შინა დამკვიდრებულ ხარ და მდაბალთა ხედავ, რომელმან ცხოვრებისათვის კაცთასა მოავლინე მხოლოდშობილი ძე შენი და ღმერთი, და უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მოიხილე მონათა შენთა კათაკმეველთა ზედა, მომდრეკელთა შენდა ქედთა მათთასა, და ღირს-ჰყუენ იგინი ჟამსა შინა კეთილსა, საბანელსა მეორედ შობისასა, მიტევებასა ცოდვათასა, და სამოსელსა უხრწნელებისასა, შეაერთენ იგინი წმიდასა შენსა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიასა და თანა-აღრაცხენ იგინი რჩეულსა შენსა სამწყსოსა.

ასამაღლებელი: რათა და ესენიცა ჩვენთანავე ადიდებდენ ყოვლადპატიოსანსა და დიდადშვენიერსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე
გუნდი: ამინ.

დიაკონი: რაოდენნი კათაკმეველნი ხართ, განვედით, კათაკმეველნო, განვედით, რაოდენნი კათაკმეველნი ხართ განვედით. ნუ ვინმე კათაკმეველთაგანნი, არამედ რაოდენნი მორწმუნენი ვართ, მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: სიბრძნით

ლოცვა მორწმუნეთათვის I
მღვდელი: გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ძალთაო, ღირსმყოფელსა ჩვენსა წარდგომად აწცა წმიდასა შენსა საკურთხეველსა და შევრდომად შენთა მოწყალებათა ჩვენთა ცოდვათათვის და ერისა უმეცრებისათვის. მიითვალე, ღმერთო, ვედრებაი ჩვენი, მყვენ ჩვენ ღირს ყოფად შეწირვად შენდა ვედრებათა და ოხათა, და მსხვერპლთა უსისხლოთა ყოვლისათვის ერისა შენისა; და კმა მყვენ ჩვენ, რომელნი დასხმენ მსახურებასა ამას შენსა, ძალითა სულისა შენისა წმიდისათა, უბრალოდ და დაუბრკოლებელად, წმიდითა მოწამებითა სვინდისისა ჩვენისათა, ხდად შენდა ყოველსა ჟამსა და ადგილსა; რათა მსმენელი ჩვენი, მწყალობელ ჩვენდა იყო სიმართლითა შენისა სახიერებისათა .

ასამაღლებელი: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე
გუნდი: ამინ.

დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: ზე გარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღვთისათა ეკლესიათ ადა ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: წმიდისა ამის სახლისათვის, სარწმუნოებითა, კრძალულებით და შიშითა ღვთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ
დიაკონი: სიბრძნით

ლოცვა მორწმუნეთათვის II
მღვდელი: კვალადცა და მრავლაგზის შენ შეგივრდებით და შენ გევედრებით, სახიერო და კაცთმოყვარეო, რათა მოხედვითა ვედრებასა ჩვენსა, განსწმიდნე სულნი ჩვენი და ხორცნი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და მომეც ჩვენ უბრალოდ და დაუსჯელად წარდგომად წმიდასა შენსა საკურთხეველსა. მომმადლენ, ღმერთო, ჩვენთანა მლოცველთაცა წარმართებაი ცხოვრებისა სარწმუნოებისა და გულისხმის ყოფისა სულიერისა. მოეც მათ, ყოვლადვე შიშით და სიყვარულით მსახურთა შენთა, უბრალოდ და დაუსჯელად მოღებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა, და ზეცისა სასუფეველსა ღირს ყოფად.

ასამაღლებელი: რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცულნი, შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე
(იღება აღსავლის კარი)

გუნდი: ამინ.
გუნდი: რომელნი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით და ცხოველსმყოფელსა სამებასა სამწმიდა არსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე მსოფლიო დაუტეოთ ზრუნვა.

მღვდელი (დაბალი ხმით): არავინ არს ღირს თანაშეკრული ხორციელთა გულისთქმათა და გემოთა წარდგომად, ანუ მიახლებად, გინა მსახურებად შენდა, მეუფეო დიდებისაო; რამეთუ მსახურება შენი დიდ არს და საშინელ თვით მათ ზეცისა ძალთადცა, არამედ რამეთუ გამოუთქმელისათვის და აურაცხელისა კაცთმოყვარებითა უქცეველად და უცვალებელად კაც - იქმენ და მღვდელმთავრად ჩვენდა გამოსჩნდი, და მსახურებრივისა ამის და უსისხლოისა მსხვერპლისა მღვდელმოქმედებაი მოგვანიჭე ჩვენ, ვითარცა მეუფემან ყოველთამან, რამეთუ შენ მხოლო, უფალო ღმერთო ჩვენო, მეუფებ ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, საყდარსა ზედა ქერუბიმთასა მჯდომარე, სერაბიმთა უფალი და მეუფე ისრაილისა, მხოლოო წმიდაო და წმიდათა შორის განსვენებულო.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანუდოსელი   იოანე ოქროპირის ლიტურგია   Jul 19 2007, 03:14 PM
კანონისტი   [size=4]საღმრთო ლიტურგ...   Jul 19 2007, 03:54 PM
athos   II ანტიფონი 1. აქებს ...   Jul 20 2007, 01:45 PM
კანუდოსელი   [b]მხოლოდშობილი ძე... ...   Jul 20 2007, 04:04 PM
athos   [b]III ანტიფონი, ნეტარ...   Jul 20 2007, 05:04 PM
მარიამი   აღდგომის წარდგომა...   Sep 3 2007, 11:28 PM
მარიამი   წარდგომანი და ალილ...   Sep 6 2007, 08:40 PM
athos   [b]მრჩობლი კვერექსი ...   Sep 7 2007, 11:49 AM
კანუდოსელი   კათაკმეველთა კვერ...   Sep 19 2007, 12:11 PM
კანუდოსელი   მღვდელი: მერმეცა შ...   Nov 23 2007, 03:00 PM
მარიამი   შენ უკუე გევედრები...   Nov 13 2007, 01:48 PM
მარიამი   [b]თხოვნითი კვერექს...   Nov 13 2007, 02:04 PM
მარიამი   [b]მრწამსი მრწამს ერ...   Nov 13 2007, 02:18 PM
აკაკი   მშვიდობით წარვიდე...   Aug 13 2010, 09:09 PM
KAIROS   იქნებ დაამთავროთ ა...   Sep 12 2010, 06:47 PM
yipiani gio   ბოდიშით აქ რომ ვსვ...   Sep 16 2010, 07:51 PM
dzvelmartlmadidebeli   [color=#000099]თქვენს ყურად...   Oct 5 2012, 10:37 AM
A.V.M   dzvelmartlmadidebeli ველოდები ...   Oct 5 2012, 09:48 PM
dzvelmartlmadidebeli   [color=#CC0000]საღმრთო ჟამი...   Oct 6 2012, 09:57 AM
dzvelmartlmadidebeli   7. მღდელმან ლოცვაი: ...   Oct 8 2012, 10:03 AM
dzvelmartlmadidebeli   მღდელმან ლოცვაი: კ...   Oct 9 2012, 10:57 AM
dzvelmartlmadidebeli   დიაკონმან: ვდგეთ კ...   Oct 12 2012, 10:46 AM
dzvelmartlmadidebeli   უკაცრავად, კითხვა ...   Oct 15 2012, 12:47 AM
dzvelmartlmadidebeli   19. მღდელმან ლოცუაი: ...   Oct 15 2012, 12:36 PM
dzvelmartlmadidebeli   22. მშვიდობაი ყოველთ...   Oct 17 2012, 10:19 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2024 - 10:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი