![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ცდუნებას ვერ გავუძელი
![]() მუდამ წინ მიმავალი ცივილიზაცია, საკუთარ წარსულს შლის და მარხავს, ამიტომ "დასაბამ ქმნა ღმერთმა ცა და მიწა" ერთთ მხოლოდ გარკვეული ეტაპი გონიათ ცივილიზაციისა. "ნუთუ შეიძლება დღევანდელი პროგრესის პირობებში ,რელიგიასთან თანაარსებობა?" იკითხავს ერთი, "მე კი თქვენი მეცნიერება ნაბოდვარი მგონია" მიუგებს მეორე. ნუთუ ასეა? ნუთუ მართლაც არსებობს ის უფსკრული, რომელიც ამ ორ ცნებას მიჯნავს? მღვდელმთვარი ლუკა (ვოინო-იასენცკი)ცნობილი ექიმი და "ჩიქოვანი ქირურგიის ნარკვევების" ავტორი ამ "უფსკრულს" ასე ახასიათებს: "საიდან იღებს სათავეს, საიდან მომდინარეობს ... განსწავლულ ადამიანებს შორის გავრცელებული, მოარული შეხედულება, რომ მეცნიერება რელიგიას ეწინააღმდეგება? ამის მიზეზს წარმოადგენს ზედაპირული ცოდნა როგორც მეცნიერების, ისე რელიგიის სფეროში და ამითვე დასტურდება ის აზრი, რომ „ცოდნას მივყავართ ღმერთთან, სანახევრო ცოდნა კი გვაშორებს ღმრთისაგან“. ნახევარცოდნა ჩვენი დროების ავადმყოფობაა. სწორედ ის ქმნის ღმრთისუარმყოფლობისათვის ნოყიერ ნიადაგს. პირველ რიგში, უაღრესად ზედაპირულად ვიცით ფილოსოფია, განსაკუთრებით ფილოსოფიის ის სფერო, რომელიც სპეციალურად ამ საკითხს, ე.ი. შემეცნების თეორიას, ანუ გნოსეოლოგიას უკავშირდება." მაშ თუ მის მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობას ვერწმუნებით, ეს უფსკრული სინამდვილეში ცნებათა სანახევრო ცოდნას ეფუძნება. რას ფიქრობთ? არის კი ასე? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მართა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
სამყაროს შექმნის შესახებ თანამედროვე მეცნიერება მხოლოდ იმას ამტკიცებს,რაც თავის დროზე წმინდანებს უფლისგან ემცნოთ-------ამ სათაურით წავიკითხე სტატია რომელმაც დამაინტერესა ალბად ბევრმა წაიკითხა,ვინც ვერ მოახერხეთ მიგითითებთ "კარიბჭე" მე-14 ნომერი,12-25 ივლისის გამოცემა.მოკლე შინაარს გაგაცნობთ:
200წლის წინ მეცნიერებმა დაადგინეს რომ სამყარო უფორმო,ამორფული მატერიისაგან არის შექმნილი.ბიბლიაში კი ეს ქრისტეს შობამდეა ნათქვამი.წიგნში "სიბრძნე სოლომონისა" ვკითხულობთ:უფლის სრულყოფილმა ხელმა, "უსახო ნივთიერებისაგან სამყარო შექმნა" საუკუნეების განმავლობაში წარმართები ვარაუდობდნენ რომ დედამიწა სპილოზე,ვეშაპზე , ან კიდევ კუზე დგას.დღეს ყველამ ვიცით ამ მოსაზრების სიცრუე. ამას ჯერ კიდევ იობის წიგნში ნათქვამი ციტატა ცხადყოფს: ღმერთმა "არაფერზე დაკიდა დედამიწა" პირველად სწორედ წმინდა მამებმა თქვეს რომ დედამიწას გარს უფსკრული აკრავს(კოსმიური უფსკრული) მაგ.წმ.ბასილი დიდი "უფსკრული აკრავს დედამიწას ყოველი მხრიდან"იგი ვარაუდობდა რომ დედამიწა მრგვალია,სფეროსებრი.იგივეს ამბობდა თურმე იოანე ოქროპირიც.წმ.კირილე იერუსალიმელი (მე-4ს) ერთ-ერთ ქადაგებაში ამბობს: "დედამიწა,რომელზეც ვცხოვრობთ,ცათა შორის წერტილივით კიდია" ეს მართლაც დავინახეთ მაგრამ 1000 წლის მერე ტელესკოპით. მეცნიერებს არ ჯეროდათ არც სოდომის და გომორის არსებობა მაგრამ არქეოლოგიურმა გათხრება საპირისპირო დაამტკიცა,თანაც გამოკვლევამ დაადგინა რომ სწორედ ისე განადგურდა როგორც ძველ აღთქმაშია აღწერილი. იგივე მოხდა ბაბილონის გოდოლის შემთხვევაში არქეოლოგებმა იპოვეს ამ კოლოსალური შენობის ნანგრევები. ეჭვქვეშ იყო მოსეს მიერ აღწერილი ბრინჯაოს განბანის ჭურჭელის არსებობა ვინაიდან მეცნიერები ვარაუდობდნენრომ ასეთი სახის ჭურჭელის დამზადება მხოლოდ 500წლის შემდეგ შეიძლებოდა.ეგვიპტეში გათხარეს სამარხი ,რომელიც ძვ.წ.აღ-ის 1500-1400 წლებით დაათარიღეს ეს კი მოსეს ეპოქაა! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th August 2025 - 09:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი