![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დავით ივერიელი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
ათთარი
(XII - XIIIს.ს.) *** ერთხელ იესო ქრისტემ ქუჩაში გამობრძანება როცა ინება, იუდეველნი გამოეკიდნენ და წმინდას ბილწად უყვეს გინება. უშვერი სიტყვით ლანძღავდნენ, ზოგიც ის კი იდგა და ლანძღვის სანაცვლოდ უტვლიდა იმ ხალხს ლოცვა-კურტხევას. ერთი გამვლელი გაოცდა, ქრისტეს ასეთი ქცევა იხილა როცა, უთხრა: "ეს მიკვირს, ვინც შენ გიკურთხებს, მათ რომ მატ რომ კურთხევას აძლევ და ლოცავ!" - "ნუ გაგაოცებს, რაც დღეს იხილე! - ამაზე იმ კაცს მიუგო ქრისტემ, - რისი ბუუნებაც აქვს დაყოლილი, ყოველი არსი იქცევა ისე" ერაყი ჰამადანელი (1213 - 1289) *** მზე გამიბრაზდა და გამეყარა, ოხრად დამიგდო კარი და სახლი. ვარ მაშ წყვდიადში გამომწყვდეული, ვასკდები კედლებს, კარებს თავს ვახლი. ასეთი ყოფნა გინახავთ სადმე? ასეთი გვემა გსმენით ამბად? დამაგდო ქრისტემ სხვა ვინ მიშველის! ისეთ სახმილში ვარ ჩავარდნილი, მტერი რომ ჩემი მტერი, ვიცი, უყურებს ამ ცემს ტანჯვას და კაცის საცოდაობით შორიდან იწვის. ხაჯო ქირმანელი (1290 - 1315) *** ისე საამო ამბები მესმის მისგან და ისე ვიხარებ ამით, თითქოს მომაკვდავს ქრისტემ მიუსწრო ან ყანას წვიმამ ასხურა ნამი! ეს რა საამო სურნელი მოაქვს ზეფირს ყოველი წუთი და წამი!- ნელსაცხებლებით მოვაჭრემ დახლზე ხომ არ გადმოდგა მუშკ-ამბრის ჯამი? თია შამირანელი (1853წ) *** დიდება, როგორ გგონია, გზაზე ვაგლახად ეგდება? დედის საშოდან მოგვსდევს ის, ხელთ მერე კი არ იდგება! ქრისტე რომ ასე აღზევდა? აბა ვის გაუკვირდება?! ღვთისმშობლის წმინდა კალთიდან აჰყვა მაცხოვარს დიდება. დანარჩენს მომავალში დავდებ... ![]() -------------------- მერე რა რომ . . .
|
![]() ![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
მართლა ძალიან საინტერესო თემაა
![]() მე ვსწავლობ სპარსულ ენას და მინდოდა აღმენიშნა, რომ თანამედროვე სპარსულ ლიტერატურაშიც არაა ცოტა ქრისტეს ხსენება ![]() თან ისე რომ გაგიკვირდება ![]() თითქმის ყველა პოეტი თუ მწერალი, ხშირად ჭეშმარიტებას ფესვებში და ქრისტეში ეძებს ![]() ძალიან ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ ამაშიც არის სიმართლის მარცვალი ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 06:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი