![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ცდუნებას ვერ გავუძელი
![]() მუდამ წინ მიმავალი ცივილიზაცია, საკუთარ წარსულს შლის და მარხავს, ამიტომ "დასაბამ ქმნა ღმერთმა ცა და მიწა" ერთთ მხოლოდ გარკვეული ეტაპი გონიათ ცივილიზაციისა. "ნუთუ შეიძლება დღევანდელი პროგრესის პირობებში ,რელიგიასთან თანაარსებობა?" იკითხავს ერთი, "მე კი თქვენი მეცნიერება ნაბოდვარი მგონია" მიუგებს მეორე. ნუთუ ასეა? ნუთუ მართლაც არსებობს ის უფსკრული, რომელიც ამ ორ ცნებას მიჯნავს? მღვდელმთვარი ლუკა (ვოინო-იასენცკი)ცნობილი ექიმი და "ჩიქოვანი ქირურგიის ნარკვევების" ავტორი ამ "უფსკრულს" ასე ახასიათებს: "საიდან იღებს სათავეს, საიდან მომდინარეობს ... განსწავლულ ადამიანებს შორის გავრცელებული, მოარული შეხედულება, რომ მეცნიერება რელიგიას ეწინააღმდეგება? ამის მიზეზს წარმოადგენს ზედაპირული ცოდნა როგორც მეცნიერების, ისე რელიგიის სფეროში და ამითვე დასტურდება ის აზრი, რომ „ცოდნას მივყავართ ღმერთთან, სანახევრო ცოდნა კი გვაშორებს ღმრთისაგან“. ნახევარცოდნა ჩვენი დროების ავადმყოფობაა. სწორედ ის ქმნის ღმრთისუარმყოფლობისათვის ნოყიერ ნიადაგს. პირველ რიგში, უაღრესად ზედაპირულად ვიცით ფილოსოფია, განსაკუთრებით ფილოსოფიის ის სფერო, რომელიც სპეციალურად ამ საკითხს, ე.ი. შემეცნების თეორიას, ანუ გნოსეოლოგიას უკავშირდება." მაშ თუ მის მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობას ვერწმუნებით, ეს უფსკრული სინამდვილეში ცნებათა სანახევრო ცოდნას ეფუძნება. რას ფიქრობთ? არის კი ასე? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ციტატა "ამის მიზეზს წარმოადგენს ზედაპირული ცოდნა როგორც მეცნიერების, ისე რელიგიის სფეროში " ![]() "უნდა გვახსოვდეს,რომ ურწმუნოება არ არის ნაყოფი სწავლისა და მეცნიერებისა,არამედ უმეტესად უსწავლელობისა,ანუ ზედაპირული უსაფუძვლო სწავლისა.ერთი დიდი ფილოსოფოსი ამბობს,რომ ღრმა მეცნიერება კაცს ღმრთის სარწმუნოებამდე მიიყვანს,ხოლო ზედაპირული და უსაფუძვლო ცოდნა-ურწმუნოებამდე." ბევრსა ჰგონია,რომ მეცნიერება და სარწმუნოება ერთმანეთში მოურიგებელნი არიან,მაგრამ ამ ორ სამფლობელოს შორის შემაერთებელი ხიდი არის სიბრძნე.გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება არის წყარო ერის მსახურებისა,ღვაწლისა,მადლისა და საქმისა,რადგანაც კაცთათვის მსახურება მსახურებაა ღვთისა. წმ.ილია მართალი შვილო,სიყრმიდანვე იზრუნე სწავლაზე და იპოვი სიბრძნეს,ვიდრე ჭაღარით შეიმოსებოდე.გამოიკვლიე და ეძებე სიბრძნე და შეიცნობ მას;და როცა მისი მფლობელი შეიქმნები,ნუღარ მიატოვებ,რადგან საბოლოოდ მასში ჰპოვებ შვებას და იგიც სიხარულად მოგიბრუნდება. სიბრძნე ზირაქისა ის ადამიანები როდი არიან გონიერნი,რომელთაც,რომელთაც გულისხმაუყვიათ მეცნიერებანი და შეუსწავლით ძველ ბრძენკაცთა წიგნები,არამედ ისინი,ვისაც გონიერი სული შეუძენია და ვისაც ძალუძს,განარჩიოს კეთილი ბოროტისაგან,ხოლო სულისათვის ცუდისა და საზიანოსაგან ივლტოდეს,სულისათვის კეთილსა და დიდად სარგოს კი გულმოდგინედ ესწრაფვოდეს,და ამას ყოველივეს ღმრთისადმი უდიდესი მადლიერებით იქმოდეს. წმ.ანტონ დიდი -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th August 2025 - 09:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი