ექსკურსია ათონის წმინდა მთაზე, რატომაც არა? :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ექსკურსია ათონის წმინდა მთაზე, რატომაც არა? :) |
კანონისტი |
Sep 20 2007, 01:18 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ძალიან გამიტკბა ხო???
მოკლედ, მინდა შემოგთავაზოთ, რომ ვიფიქროთ ათონის წმინდა მთის მოლოცვაზე (წინდაწინ ბოდიშს ვუხდი გოგოებს ). გაითვალისწინეთ, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის კანონებით, ათონის მთის სამონასტრო ავტონომიაში კვება და სასტუმრო არის აბსოლუტურად უფასო (!) ფაქტიურად საჭიროა მგზავრობის ფული + ვიზისა და ოფიციალური დოკუმენტების (რამდენადაც საბერძნეთი ევროკავშირის წევრია და მის ტერიტორიაზე შესვლა გართულებულია ჩვენი მოქალაქეებისათვის). ცხადია ამას დაემატება თანხაც თუკი რაიმე სუვენირის წამოღება გვინდა (და გვენდომება ალბათ ) თბილისი - სალონიკი ავტობუსი ჯდებოდა (5-6 თვის წინანდელი ინფორმაციაა) 85$. სალონიკიდან საჭიროა ქ. ურანოპოლისში ჩასვლა, ხოლო შემდეგ კატერით - კარიესში (წმინდა მთის დედაქალაქში). არსებობს რეისები ურანოპოლისი - ივერონიც კი! აბა, გისმენთ..... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Sep 21 2007, 11:19 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
1. კანონისტი
2. მნათე 3. ირაკლი 4. piligrimi 5. abo 6. ქავთარაძე ? 7. ნიკოლოზ_V 8. shota_shotadze 9. sxalteli 10. ალექსანდრე 11. თემო არასრულწლოვნების საყურადღებოდ: საბერძნეთის კანონებით, თქვენი წამოსვლისათვის პასპორტთან ერთად საჭირო იქნება: 1. დაბადების მოწმობის ორიგინალი, ასლი (ასლს დაიტოვებენ) 2. მშობლების ქორწინების მოწმობა 3. მშობლების თანხმობა თქვენ წამოსვლაზე + ვის ანდობენ თავის შვილს (იმედია მე ) გოგოების საყურადღებოდ: იმის გათვალისწინებით, რომ უძველესი ტრადიციისა და საბერძნეთის კონსტიტუციის 103-ე მუხლის თანახმად, ათონის წმინდა მთის ავტონომიურ სამონასტრო რესპუბლიკაში არ დაიშვებიან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები და უცხოდ-მადიდებლები, შეგიძლიათ გამოგვყვეთ და დარჩეთ თესალონიკში სადაც მოილოცავთ წმინდა დიმიტრის ნაწილებს, შემდეგ კი ეწვევით მეტეორას მონასტერს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი