![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მეგობრებო,
სულ ცოტა ხნის წინ გამიჩნდა ასეთი იდეა: დაიწეროს ან შეძენილ იქნეს ხატი, რომელიც ფორუმელთა სახელზე იკურთხება და იქნება ჩვენი მფარველი. მას გადავაბრძანებთ ოჯახიდან ოჯახში, ვილოცებთ ერთად და იგი დაგვიფარავს ჩვენ იდეა გავაცანი მამა დავითს, რომელმაც გვაკურთხა და გვირჩია, რომ ეს იყოს მთავარანგელოზის ხატი აბა, გისმენთ....... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
სავარაუდოდ, იმას, რომ ხატი დავაწერინოთ, ალბათ, ვერ შევწვდებით, შესაბამისად, სჯობს შევარჩიოთ კარგი რეპროდუქცია და ეს გავადიდოთ და ჩავსვათ ლამაზ ჩარჩოში აბა, რომელი ხატი მოგწონთ? ან რამე სხვა იდეა ხომ არ გაქვთ? მარიამი ისე არც ვიცი ზუსტად... მგონი რამდენიმე ასეული ლარი ჯდება.... თუმცა მაგაზეც ვიფიქროთ ალბათ ახლა, პატარა ზომისას ხომ არ გავაკეთებთ, 1 მ მაინც ხომ უნდა იყოს? კაცო, ორიათასზე მეტნი ვართ მგონი. 50-50 თეთრი რომ დავდოთ, თავს გადაგვივა. მე ვერ დაგეთანხმებით ვერანაირად. არ მინდა ისეთი რამ დავწერო, რომ ვინმემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს, მაგრამ ერთს გეტყვით. ხალხნო: მჯერა, რომ ხართ მართლმადიდებელი ქრისტიანები, გწამთ უფალი მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ აზრში, რაღაც ისე ვერაა როგორც უნდა იყოს. მესმის რომ ეს არის მართლმადიდებლური ფორუმი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ესაა ინტერნეტი, ხოდა სად ინტერნეტი და სად ამ ინტერნეტის მფარველი ხატი. ერთი რაც მეტ-ნაკლებად შეიძლება შესრულდეს ისაა რომ ფორუმის პირველ გვერდზე დაიდოს მთავარანგელოზთა ხატები, თუკი მაინც და მაინც ასეთი დიდი სურვილია ამის გაკეთებისა. მე არ ვამტკიცებ რომ 100 % მართალი ვარ. ჭეშმარიტება კამათში იბადებაო ხოდა მომწერეთ და დამაჯერეთ თქვენი აზრის სისწორე.ამას მართლა გულით გეუბნებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მნათეს ვეთანხმები. როგორც ვხედავ არც მას მოსწონს ეს იდეა. ისე კი მნათე 16 წლის ბაღანე ხარ თუ არა ეგ არ ვიცი, მაგრამ ნეტავ ბევრი იყოს შენნაირი აზროვნების. არ გამიბრაზდეთ ოღონდ, არავის არ ვკიცხავ. ყველას თავისი აზრი აქვს, ხოდა მეც ჩემი მოსაზრება დავაფიქსირე. რათა კაცო, ინტერნეტი რა შუაშია? მაშინ ამ ფორუმზე შემოსვლაც ცოდვა ყოფილა. ინტერნეტს, თუ სწორად გამოიყენებ, დიდი სარგებლობის მიტანა შეუძლია. საპატრიარქოს აქვს საიტი და... მეორეც, ეს ინტერნეტის კი არა, ამ ფორუმის მფარველი ხატია. church.ge არის მართლმადიდებელთა გაერთიანება, ან მართლმადიდებლური ორგანიზაცია (ასეც შეიძლება ვთქვათ, როგორც გინდა დაარქვი). თუ სხვა ორგანიზაციას (მაგ. ახალგაზრდულ ცენტრს სამებაში) შეიძლება ჰქონდეს მფარველი ხატი, ჩვენ რა? ალბათ მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების ხატი აჯობებს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 11:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი