![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
შოთაძე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 ![]() |
განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან 30-მდე საჯარო სკოლაში პროგრამა "უსაფრთხო სკოლის" განხორციელებას დაიწყებს.
ექსპერიმენტის მიხედვით, სახელმწიფო სკოლის მოსწავლეების მიმართ მკაცრდება. ლომაიას განცხადებით, პროგრამა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, რომელთა შორის ერთ-ერთი "სკოლებში პირადი საქმეების ინსტიტუტის"შემოღებაა. 6-12 კლასამდე მოსწავლეების პირადი საქმეები გაიხსნება, რომელიც მხოლოდ მშობლისთვის, სკოლის დირექციისთვის და უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, პოლიციისთვის იქნება ხელმისაწვდომი. პირადი საქმეების პარალელურად, სკოლაში ე.წ. პოლიციის ინსტიტუტსაც შემოიღებენ. კვირაში ერთხელ, მაღალკლასელებთან პოლიციელები არაფორმალურ შეხვედრებს გამართავენ, რომელზეც ძალოვნები მოსწავლეებს მათ უფლებებზე, კანონზე, კანონმორჩილებასა და სამოქალაქო ღირებულებებზე ესაუბრებიან. კონსერვატორების კანონპროექტი განათლების კომიტეტმა დაიწუნა განათლების საპარლამენტო კომიტეტმა საჯარო სკოლებში მოძღვრის ინსტიტუტის შემოღების შესახებ 'კონსერვატორების' მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაიწუნა. კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს, მოძღვარი გაკვეთილებისგან თავისუფალ დროს მოიწვიოს და ამ შემთხვევაში 'კონსერვატორები ღია კარის მტვრევას ცდილობენ'. გარდა ამისა, გრიგალაშვილის შეფასებით, კანონპროექტი საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ კონკორდატს ეწინააღმდეგება. კერძოდ, მისი თქმით, კონკორდატის თანახმად, მოძღვრის ინსტიტუტის დაწესება მხოლოდ ჯარსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებშია ნებადართული და თუ მას საჯარო სკოლებშიც შემოიღებენ, თავად კონკორდატშიც შესაბამისი ცვლელება უნდა შევიდეს. 'კონსერვატორები' ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია და ბეჟან გუნავა ამტკიცებენ, რომ სკოლებში არსებულ რთულ კრიმინოგენულ სიტუაციას უკეთესობისკენ მხოლოდ მოძღვრის ინსტიტუტის შემოღება შეცვლის. ისინი გამოდიან ინიციატივით, განათლების სამინისტრომ და საპატრიარქომ მოამზადონ ერთობლივი პროექტები, რომლითაც სკოლებში მოძღვრის ინსტიტუტის შემოღება დაიწყება. -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
![]() ![]() |
ნიანია |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 ![]() |
მე პირადად მომხრე ვარ სერიოზულად გამკაცრდეს რეჟიმი სკოლებში. ნებისმიერი ახალი რეფორმის ან პროექტის სამიზნე არამარტო მოსწავლე არამედ მასწავლებელიც უნდა იყოს-უნდა გაიზარდოს ხელფასები რათა მოტივაციამ აიწიოს, შესაბამისად მათი პასუხისმგებლობაც მეტი იქნება და ხელმძღვანელ სტრუქტურებსაც უკვე ექნებათ საფუძველი მასწავლებელს მოსწავლის ცუდი საქციელისათვის პასუხი მოთხოვონ. სხვა შემთხევაში არცერთი პედაგოგი არ აიტკივებს თავს ურჩი მოსწავლის აღზრდისათვის, ისინი თავიან საგანსაც არ ასწავლიან ნორმალურად იმდენად დაბალია მოტივაცია და დიდაქტიკაზე ხო ოცნებაც არ შეიძლება.
რაც შეეხება მოძღვრის ინსტიტუტს აქ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. სკოლებში სხვა აღმსარებლობის ბავშვებიც სწავლობენ, ჩვენდა სამწუხაროდ, და თუ მათ მართლმადიდებლობას თავზე მოვახვევთ ამას უფლებების დარღვევაში ჩაგვითვლიან და თითს ისევ საპატრიარქოსაკენ გაიშვერენ. ასე რომ გაფრთხილებაა საჭირო -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 02:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი