სახელმწიფო სკოლის მოსწავლეების მიმართ მკაცრდება, პოლიციის ინსტიტუტი სკოლებში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სახელმწიფო სკოლის მოსწავლეების მიმართ მკაცრდება, პოლიციის ინსტიტუტი სკოლებში |
შოთაძე |
Sep 21 2007, 01:18 AM
პოსტი
#1
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან 30-მდე საჯარო სკოლაში პროგრამა "უსაფრთხო სკოლის" განხორციელებას დაიწყებს.
ექსპერიმენტის მიხედვით, სახელმწიფო სკოლის მოსწავლეების მიმართ მკაცრდება. ლომაიას განცხადებით, პროგრამა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, რომელთა შორის ერთ-ერთი "სკოლებში პირადი საქმეების ინსტიტუტის"შემოღებაა. 6-12 კლასამდე მოსწავლეების პირადი საქმეები გაიხსნება, რომელიც მხოლოდ მშობლისთვის, სკოლის დირექციისთვის და უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, პოლიციისთვის იქნება ხელმისაწვდომი. პირადი საქმეების პარალელურად, სკოლაში ე.წ. პოლიციის ინსტიტუტსაც შემოიღებენ. კვირაში ერთხელ, მაღალკლასელებთან პოლიციელები არაფორმალურ შეხვედრებს გამართავენ, რომელზეც ძალოვნები მოსწავლეებს მათ უფლებებზე, კანონზე, კანონმორჩილებასა და სამოქალაქო ღირებულებებზე ესაუბრებიან. კონსერვატორების კანონპროექტი განათლების კომიტეტმა დაიწუნა განათლების საპარლამენტო კომიტეტმა საჯარო სკოლებში მოძღვრის ინსტიტუტის შემოღების შესახებ 'კონსერვატორების' მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაიწუნა. კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს, მოძღვარი გაკვეთილებისგან თავისუფალ დროს მოიწვიოს და ამ შემთხვევაში 'კონსერვატორები ღია კარის მტვრევას ცდილობენ'. გარდა ამისა, გრიგალაშვილის შეფასებით, კანონპროექტი საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ კონკორდატს ეწინააღმდეგება. კერძოდ, მისი თქმით, კონკორდატის თანახმად, მოძღვრის ინსტიტუტის დაწესება მხოლოდ ჯარსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებშია ნებადართული და თუ მას საჯარო სკოლებშიც შემოიღებენ, თავად კონკორდატშიც შესაბამისი ცვლელება უნდა შევიდეს. 'კონსერვატორები' ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია და ბეჟან გუნავა ამტკიცებენ, რომ სკოლებში არსებულ რთულ კრიმინოგენულ სიტუაციას უკეთესობისკენ მხოლოდ მოძღვრის ინსტიტუტის შემოღება შეცვლის. ისინი გამოდიან ინიციატივით, განათლების სამინისტრომ და საპატრიარქომ მოამზადონ ერთობლივი პროექტები, რომლითაც სკოლებში მოძღვრის ინსტიტუტის შემოღება დაიწყება. -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
ქევანა |
Sep 21 2007, 01:52 PM
პოსტი
#2
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
არ ვიცი, არ ვიცი.... რაღაც რომ უნდა გაკეთდეს ფაქტია, არა მგონია პოლიციელების დამოძღვრამ შედეგი გამოიღოს, აქ საჭიროა სულიერი მოძღვარი და ოჯახი,...
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
კანუდოსელი |
Sep 21 2007, 01:59 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
არ ვიცი, არ ვიცი.... რაღაც რომ უნდა გაკეთდეს ფაქტია, არა მგონია პოლიციელების დამოძღვრამ შედეგი გამოიღოს, აქ საჭიროა სულიერი მოძღვარი და ოჯახი,... სულ სულიერი მოძღვრები ყავთ ევროპაში და მიტომაა დალაგებული იქაურობა? ეს არის განათლების სწორად წარმართვის, დაგეგმარების საკითხი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი