სახელმწიფო სკოლის მოსწავლეების მიმართ მკაცრდება, პოლიციის ინსტიტუტი სკოლებში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სახელმწიფო სკოლის მოსწავლეების მიმართ მკაცრდება, პოლიციის ინსტიტუტი სკოლებში |
შოთაძე |
Sep 21 2007, 01:18 AM
პოსტი
#1
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან 30-მდე საჯარო სკოლაში პროგრამა "უსაფრთხო სკოლის" განხორციელებას დაიწყებს.
ექსპერიმენტის მიხედვით, სახელმწიფო სკოლის მოსწავლეების მიმართ მკაცრდება. ლომაიას განცხადებით, პროგრამა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, რომელთა შორის ერთ-ერთი "სკოლებში პირადი საქმეების ინსტიტუტის"შემოღებაა. 6-12 კლასამდე მოსწავლეების პირადი საქმეები გაიხსნება, რომელიც მხოლოდ მშობლისთვის, სკოლის დირექციისთვის და უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, პოლიციისთვის იქნება ხელმისაწვდომი. პირადი საქმეების პარალელურად, სკოლაში ე.წ. პოლიციის ინსტიტუტსაც შემოიღებენ. კვირაში ერთხელ, მაღალკლასელებთან პოლიციელები არაფორმალურ შეხვედრებს გამართავენ, რომელზეც ძალოვნები მოსწავლეებს მათ უფლებებზე, კანონზე, კანონმორჩილებასა და სამოქალაქო ღირებულებებზე ესაუბრებიან. კონსერვატორების კანონპროექტი განათლების კომიტეტმა დაიწუნა განათლების საპარლამენტო კომიტეტმა საჯარო სკოლებში მოძღვრის ინსტიტუტის შემოღების შესახებ 'კონსერვატორების' მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაიწუნა. კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს, მოძღვარი გაკვეთილებისგან თავისუფალ დროს მოიწვიოს და ამ შემთხვევაში 'კონსერვატორები ღია კარის მტვრევას ცდილობენ'. გარდა ამისა, გრიგალაშვილის შეფასებით, კანონპროექტი საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ კონკორდატს ეწინააღმდეგება. კერძოდ, მისი თქმით, კონკორდატის თანახმად, მოძღვრის ინსტიტუტის დაწესება მხოლოდ ჯარსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებშია ნებადართული და თუ მას საჯარო სკოლებშიც შემოიღებენ, თავად კონკორდატშიც შესაბამისი ცვლელება უნდა შევიდეს. 'კონსერვატორები' ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია და ბეჟან გუნავა ამტკიცებენ, რომ სკოლებში არსებულ რთულ კრიმინოგენულ სიტუაციას უკეთესობისკენ მხოლოდ მოძღვრის ინსტიტუტის შემოღება შეცვლის. ისინი გამოდიან ინიციატივით, განათლების სამინისტრომ და საპატრიარქომ მოამზადონ ერთობლივი პროექტები, რომლითაც სკოლებში მოძღვრის ინსტიტუტის შემოღება დაიწყება. -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
გიორგი |
Sep 21 2007, 02:39 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
კანუდოსელი
ციტატა ერთმანეთთან საერთოდ კავშირში არ არიან, ვინაიდან სჯული არის რელიგიის სფერო, ხოლო ჩვენი სახელმწიფო დემოკრატიულია და არა რელიგიური სახელმწიფო სკოლებში სხვა რჯული არ უნდა ისწავლებოდეს. რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ერთ კონტექსტში განხილვა შეიძლება. დემოკრატიული სახელმწიფო არ ნიშნავს, რომ ყველა ენა და რელიგია ერთ პირობებშია, ეს ძალიან ბევრს ეშლება. უმცირესობების უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ არა გატარებული. როგორც საქართველოს ეროვნულ არმიას ჰყავს კაპელანი (მოძღვარი) და არა მოლა ისეა ეს საკითხიც. საერთოდ დემოკრატიული ნორმების და მისი განხორციელების შესახებ დიდხანს შეიძლება კამათი . . . ციტატა სჯული კი მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის, სხვა საკითხია, თუ ეს არის რელიგიური სახელმწიფო მაგრამ ვინაიდან ის დემოკრატიულია, ამიტომ გამოვა იმ მოსწავლეთა დისკრიმინაცია, ვინც არ არის მართლმადიდებელი ვინც მართლმადიდებელი არ არის ის თავისუფალი უნდა იყოს ამ გაკვეთილისგან, მაგრამ ამ დროს ისლამს ან ბუდიზმს არ უნდა სწავლობდეს სახელმწიფოს ხარჯზე, სახელმწიფოს სკოლაში, წავიდეს სახლში და დაისვენოს. შერჩევითი უნდა იყოს, მაგრამ ალტერნატივად სხვა რჯული - არა, ან მართლმადიდებლობა ან დასვენება. ამგვარი დამოკიდებულება ბევრ ევროპულ ქვეყანაშია მიღებული. საერთოდ ქართველებს საშინელი უკიდურესობა გვახასითებს ჯერ არაფერი და მერე ისეთი დემოკრატიის, ინტერნაციონალიზმის და კოსმოპოლიტიზმის მწვერვალზე აღმოვჩნდებით, რომ აშშ დარჩება გაკვირვებული. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
Sep 21 2007, 02:46 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ერთ კონტექსტში განხილვა შეიძლება. ძირშივე არა , რადგან ეთნოსი არის ენის მატარებელი, რაც სახელმწიფო ენის (ხაზს ვუსვამ: ენას, რომელიც აღიარებულია სახელმწიფო ენად) "ალტერნატივაა", მაგრამ ვინაიდან სახელმწიფო რელიგია არ არსებობს საქართველოში, ამიტომ არც უმრავლესობის და არც უმცირესობის რელიგიის ცნება იურიდიულად არ არსებობს მინდა გითხრა საპანიკოდ იმას უფრო აქვს საქმე ვისაც მართლმადიდებელი მოძღვრის ქადაგება არ სიამოვნებს. . ნამეტანი ზოგადი ნათქვამია, ხოლო იმ მოძღვრის მოსმენა, რომელიც მაგალითად ბერძნულ სტილზე გირჩევთ გალობას ქართულის ამოძირკვის ხარჯზე, ალბათ გესიამოვნებათ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი