IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სახელმწიფო სკოლის მოსწავლეების მიმართ მკაცრდება, პოლიციის ინსტიტუტი სკოლებში
შოთაძე
პოსტი Sep 21 2007, 01:18 AM
პოსტი #1


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან 30-მდე საჯარო სკოლაში პროგრამა "უსაფრთხო სკოლის" განხორციელებას დაიწყებს.

ექსპერიმენტის მიხედვით, სახელმწიფო სკოლის მოსწავლეების მიმართ მკაცრდება. ლომაიას განცხადებით, პროგრამა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, რომელთა შორის ერთ-ერთი "სკოლებში პირადი საქმეების ინსტიტუტის"შემოღებაა.

6-12 კლასამდე მოსწავლეების პირადი საქმეები გაიხსნება, რომელიც მხოლოდ მშობლისთვის, სკოლის დირექციისთვის და უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, პოლიციისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

პირადი საქმეების პარალელურად, სკოლაში ე.წ. პოლიციის ინსტიტუტსაც შემოიღებენ. კვირაში ერთხელ, მაღალკლასელებთან პოლიციელები არაფორმალურ შეხვედრებს გამართავენ, რომელზეც ძალოვნები მოსწავლეებს მათ უფლებებზე, კანონზე, კანონმორჩილებასა და სამოქალაქო ღირებულებებზე ესაუბრებიან.


კონსერვატორების კანონპროექტი განათლების კომიტეტმა დაიწუნა


განათლების საპარლამენტო კომიტეტმა საჯარო სკოლებში მოძღვრის ინსტიტუტის შემოღების შესახებ 'კონსერვატორების' მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაიწუნა. კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს, მოძღვარი გაკვეთილებისგან თავისუფალ დროს მოიწვიოს და ამ შემთხვევაში 'კონსერვატორები ღია კარის მტვრევას ცდილობენ'.

გარდა ამისა, გრიგალაშვილის შეფასებით, კანონპროექტი საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ კონკორდატს ეწინააღმდეგება. კერძოდ, მისი თქმით, კონკორდატის თანახმად, მოძღვრის ინსტიტუტის დაწესება მხოლოდ ჯარსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებშია ნებადართული და თუ მას საჯარო სკოლებშიც შემოიღებენ, თავად კონკორდატშიც შესაბამისი ცვლელება უნდა შევიდეს.

'კონსერვატორები' ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია და ბეჟან გუნავა ამტკიცებენ, რომ სკოლებში არსებულ რთულ კრიმინოგენულ სიტუაციას უკეთესობისკენ მხოლოდ მოძღვრის ინსტიტუტის შემოღება შეცვლის. ისინი გამოდიან ინიციატივით, განათლების სამინისტრომ და საპატრიარქომ მოამზადონ ერთობლივი პროექტები, რომლითაც სკოლებში მოძღვრის ინსტიტუტის შემოღება დაიწყება.



--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
გიორგი
პოსტი Sep 21 2007, 02:56 PM
პოსტი #2


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ასეა თუ ისე ყველა თავის ინტერესებს იცავს. ევროკავშირიც და აშშ-ც მისთვის სასარგებლოდ ატრიალებენ დემოკრატიას სიტუაციის და საჭიროების მიხედვით. დემოკრატიის ჩარჩოებში რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა ეს ძალიან დიდი დისკუსიის საგანია. საქართველოში მართლმადიდებლები დიდ უმრავლესობაში ვართ (აღიარებით მაინც), ამიტომ არავითარი საჭიროება არაა ყველა თანაბარ პირობებში იყოს, ყველა სახელმწიფოს გააჩნია ეროვნული ინტერესები, რაც ძალიან ხშირად ტრადიციულ რელიგიასთან კავშირშია. მაგ ლოგიკით რა ქნას აზერბაიჯანელმა თუ ქართული ვერ ისწავლა ადამიანი არ არის? და ამიტომ სახელმწიფო სტატუსი სხვა ენებსაც მივანიჭოთ? ანდა იგივე რელიგიის ამბავში კონსტიტუციური შეთანხმების ექვივალენტური აქტი სხვა რელიგიებსაც უნდა დავუდოთ განსაკუთრებული უფლებების თუ პრივილეგიების მინიჭებით? საქართველოში ქართველი და მართლმადიდებელი ყოველთვის უპირატესი უნდა იყოს. ცუდია სხვისი დაჩაგვრა, მაგრამ სხვაზე თავზე გადაყოლა კიდევ ცალკე პრობლემაა. დემოკრატიაც ძალიან ზოგადი ტერმინია, არ არსებობს დემოკრატიული კანონმდებლობის კონკრეტული ჩარჩოები, დემოკრატია საერთოდ ხალხის მმართველობას ნიშნავს და ამგვარი სახელმწიფოების კანონმდებლობები ვარირებს მასში შემავალი ხალხის უმრავლესობის ნების მიხედვით.

ციტატა(კანუდოსელი @ Sep 21 2007, 02:46 PM) *

სახელმწიფო რელიგია არ არსებობს საქართველოში

სახელმწიფო რელიგიის სტატუსი კანონმდებლობის დონეზე როგორ გესმის?

არაა საჭირო მაინცდამაინც კონსტიტუციის ერთ-ერთ მუხლში ეწეროს, რომ საქართველოს სახელმწიფო რელიგიაა მართლმადიდებლობა, თუმცა ასეც რომ იყოს არც ესაა დემოკრატისს დარღვევა. ბევრი საინფორმაციო წყაროები საქართველოს მოიხსენიებენ იმ სახელმწიფოთა რიცხვში, სადაც სახელმწიფო რელიგია არსებობს, ოღონდ რადგან ეს ასე არაა პირდაპირ ფორმულირებული კონსტიტუციით "დე ფაქტოს" უწერენ ფრჩხილებში. პრაქტიკულად სახელმწიფო რელიგიის სტატუსი მართლმადიდებლობამ მრავალი კონკრეტული კანონის მიღების საშუალებით შეიძლება მიიღოს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 21 2007, 02:56 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Sep 21 2007, 02:50 PM) *

ასეა თუ ისე ყველა თავის ინტერესებს იცავს.

ეს უკვე სერიოზული მსჯელობა აღარაა


ციტატა( გიორგი @ Sep 21 2007, 02:50 PM) *

ყველა სახელმწიფოს გააჩნია ეროვნული ინტერესები, რაც ძალიან ხშირად ტრადიციულ რელიგიასთან კავშირშია.

ამის გამო როგორც სტატისტიკა აჩვენებს თავად რელიგიის ავტორიტეტი ეცემა ძლიერ - გადახედე ისევ ევროპულ ქვეყნებს


ციტატა( გიორგი @ Sep 21 2007, 02:50 PM) *

მაგ ლოგიკით რა ქნას აზერბაიჯანელმა თუ ქართული ვერ ისწავლა ადამიანი არ არის? და ამიტომ სახელმწიფო სტატუსი სხვა ენებსაც მივანიჭოთ?

აზერი პოტენციური ქართველია და თუ დღეს მან არ იცის კარგად ქართული, ეს გაუკუღმართებული წარსულის ბრალია

სახელმწიფო სტატუსი აქვს ენას და არა რელიგიას - გერევა ერთმანეთში


ციტატა( გიორგი @ Sep 21 2007, 02:50 PM) *

ანდა იგივე რელიგიის ამბავში კონსტიტუციური შეთანხმების ექვივალენტური აქტი სხვა რელიგიებსაც უნდა დავუდოთ განსაკუთრებული უფლებების თუ პრივილეგიების მინიჭებით?

შენ კარგად თუ გაეცნობი იმ დადგენილებას ნახავ რომ ვერ მიანიჭებ, რადგან იქ არა პრივილეგიებზე არამედ საუბარია იმაზე, რომ მართლმადიდებლობამ დიდი როლი ითამაშა კულტურაში და ისტორიაში - ეს ასე ვთქვათ მოკლე აბრივიატურაა...და ეგ არ ნიშნავს რომ მართლმადიდებლობა არის სახელმწიფო რელიგია, ამიტომ მისი პარალელი ენობრივ დეტალებთან - არალოგიკურია


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
shota_shotadze   სახელმწიფო სკოლის მოსწავლეების მიმართ მკაცრდება   Sep 21 2007, 01:18 AM
თათი87   shota_shotadze ამაში მე ცუდ...   Sep 21 2007, 11:32 AM
catherina_10   სკოლებში კრიმინალ...   Sep 21 2007, 01:00 PM
anano-anano   სკოლებში კრიმინალ...   Feb 21 2008, 01:31 AM
ნიანია   მე პირადად მომხრე ...   Sep 21 2007, 01:14 PM
კანუდოსელი   მე პირადად მომხრე ...   Sep 21 2007, 01:32 PM
გიორგი   სკოლაში მოსწავლეთ...   Sep 21 2007, 02:21 PM
კანუდოსელი   საერთოდ ეთნიკურ თ...   Sep 21 2007, 02:28 PM
ketino   არ ვიცი, არ ვიცი.... რ...   Sep 21 2007, 01:52 PM
კანუდოსელი   არ ვიცი, არ ვიცი.... რ...   Sep 21 2007, 01:59 PM
ketino   აბა კანუდოსელო, მე ...   Sep 21 2007, 02:06 PM
კანუდოსელი   აბა კანუდოსელო, მე ...   Sep 21 2007, 02:08 PM
ნიანია   ნამეტანი ნუ გააჯა...   Sep 21 2007, 02:14 PM
კანუდოსელი   ნამეტანი ნუ გააჯა...   Sep 21 2007, 02:16 PM
ketino   ისე მართალია კანუდ...   Sep 21 2007, 02:20 PM
მნათე   სანამ არ გავითავის...   Sep 21 2007, 02:26 PM
ნიანია   არსებობს და დანარ...   Sep 21 2007, 02:27 PM
ketino   აბა რა... ბავშვები ე...   Sep 21 2007, 02:27 PM
კანონისტი   კანუდოსელი მიდგომ...   Sep 21 2007, 02:31 PM
კანუდოსელი   დემოკრატიული მიდგ...   Sep 21 2007, 02:34 PM
ნიანია   აი მეც ზუსტად ამას...   Sep 21 2007, 02:37 PM
კანუდოსელი   ხელ-ფეხ-შეკრულები ...   Sep 21 2007, 02:38 PM
გიორგი   კანუდოსელი სახელმ...   Sep 21 2007, 02:39 PM
კანუდოსელი   ამგვარი დამოკიდებ...   Sep 21 2007, 02:41 PM
კანუდოსელი   რელიგიური და ეთნი...   Sep 21 2007, 02:46 PM
ნიანია   რა შუაშია პანიკა. ...   Sep 21 2007, 02:44 PM
კანონისტი   კანუდოსელი შედეგი:...   Sep 21 2007, 02:50 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი შედეგი...   Sep 21 2007, 03:00 PM
გიორგი   ასეა თუ ისე ყველა თ...   Sep 21 2007, 02:56 PM
კანუდოსელი   ასეა თუ ისე ყველა თ...   Sep 21 2007, 02:56 PM
კანონისტი   კანუდოსელი და რატ...   Sep 21 2007, 02:58 PM
გიორგი   ბევრჯერ დაზარალდა...   Sep 21 2007, 03:05 PM
კანუდოსელი   ბევრჯერ დაზარალდა...   Sep 21 2007, 03:07 PM
გიორგი   კი, ერთ ერთი იყო ძი...   Sep 21 2007, 03:11 PM
კანონისტი   კანუდოსელი კონსტი...   Sep 21 2007, 03:09 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი კონსტ...   Sep 21 2007, 03:11 PM
shota_shotadze   1.იცი რა მიკვის ამ ხ...   Sep 21 2007, 05:00 PM
solomony   სკოლაში რა და როგო...   Sep 21 2007, 07:50 PM
კანუდოსელი   სკოლაში რა და როგო...   Sep 25 2007, 04:08 PM
კანუდოსელი   მოკლედ ჩემი აზრი მ...   Sep 25 2007, 04:53 PM
კანონისტი   კანუდოსელი ანუ, მ...   Sep 25 2007, 05:09 PM
კანუდოსელი   ანუ, მართლმადიდებ...   Sep 26 2007, 11:26 AM
კანონისტი   კანუდოსელი გასაგ...   Sep 26 2007, 11:53 AM
კანუდოსელი   მაგრამ არ გეთანხმ...   Sep 26 2007, 12:02 PM
კანონისტი   კანუდოსელი არც მე ...   Sep 26 2007, 12:05 PM
solomony   მე კვლავ ვიტყვი რო...   Sep 26 2007, 04:30 PM
ubralod ninka   mda ragacit momxre var aseti gamkacrebit mara raga...   Sep 27 2007, 12:38 PM
m16   ჩვენს სკოლაში პოლი...   Jan 22 2008, 09:11 PM
afxazi   m16 ძალიან არ აგივარ...   Jan 22 2008, 09:42 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th September 2024 - 04:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience