![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
შოთაძე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 ![]() |
განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან 30-მდე საჯარო სკოლაში პროგრამა "უსაფრთხო სკოლის" განხორციელებას დაიწყებს.
ექსპერიმენტის მიხედვით, სახელმწიფო სკოლის მოსწავლეების მიმართ მკაცრდება. ლომაიას განცხადებით, პროგრამა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, რომელთა შორის ერთ-ერთი "სკოლებში პირადი საქმეების ინსტიტუტის"შემოღებაა. 6-12 კლასამდე მოსწავლეების პირადი საქმეები გაიხსნება, რომელიც მხოლოდ მშობლისთვის, სკოლის დირექციისთვის და უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, პოლიციისთვის იქნება ხელმისაწვდომი. პირადი საქმეების პარალელურად, სკოლაში ე.წ. პოლიციის ინსტიტუტსაც შემოიღებენ. კვირაში ერთხელ, მაღალკლასელებთან პოლიციელები არაფორმალურ შეხვედრებს გამართავენ, რომელზეც ძალოვნები მოსწავლეებს მათ უფლებებზე, კანონზე, კანონმორჩილებასა და სამოქალაქო ღირებულებებზე ესაუბრებიან. კონსერვატორების კანონპროექტი განათლების კომიტეტმა დაიწუნა განათლების საპარლამენტო კომიტეტმა საჯარო სკოლებში მოძღვრის ინსტიტუტის შემოღების შესახებ 'კონსერვატორების' მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაიწუნა. კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს, მოძღვარი გაკვეთილებისგან თავისუფალ დროს მოიწვიოს და ამ შემთხვევაში 'კონსერვატორები ღია კარის მტვრევას ცდილობენ'. გარდა ამისა, გრიგალაშვილის შეფასებით, კანონპროექტი საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ კონკორდატს ეწინააღმდეგება. კერძოდ, მისი თქმით, კონკორდატის თანახმად, მოძღვრის ინსტიტუტის დაწესება მხოლოდ ჯარსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებშია ნებადართული და თუ მას საჯარო სკოლებშიც შემოიღებენ, თავად კონკორდატშიც შესაბამისი ცვლელება უნდა შევიდეს. 'კონსერვატორები' ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია და ბეჟან გუნავა ამტკიცებენ, რომ სკოლებში არსებულ რთულ კრიმინოგენულ სიტუაციას უკეთესობისკენ მხოლოდ მოძღვრის ინსტიტუტის შემოღება შეცვლის. ისინი გამოდიან ინიციატივით, განათლების სამინისტრომ და საპატრიარქომ მოამზადონ ერთობლივი პროექტები, რომლითაც სკოლებში მოძღვრის ინსტიტუტის შემოღება დაიწყება. -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ციტატა ეს უკვე სერიოზული მსჯელობა აღარაა ბევრჯერ დაზარალდა საქართველო დემოკრატიის მისთვის საწინააღმრდეგოდ შემობრუნების გამო. ციტატა ამის გამო როგორც სტატისტიკა აჩვენებს თავად რელიგიის ავტორიტეტი ეცემა ძლიერ - გადახედე ისევ ევროპულ ქვეყნებს მე არ ვთვლი, რომ მაინცდამაიც ამის გამო, უბრალოდ ათეიზმი და არა რელიგიურობა მატულობს, ამას უფრო სხვა მიზეზები აქვს. ციტატა სახელმწიფო სტატუსი აქვს ენას და არა რელიგიას - გერევა ერთმანეთში რელიგიასაც მივანიჭოთ, გგონია ეს არა დემოკრატიულია?! ციტატა შენ კარგად თუ გაეცნობი იმ დადგენილებას ნახავ რომ ვერ მიანიჭებ, რადგან იქ არა პრივილეგიებზე არამედ საუბარია იმაზე, რომ მართლმადიდებლობამ დიდი როლი ითამაშა კულტურაში და ისტორიაში - ეს ასე ვთქვათ მოკლე აბრივიატურაა...და ეგ არ ნიშნავს რომ მართლმადიდებლობა არის სახელმწიფო რელიგია, ამიტომ მისი პარალელი ენობრივ დეტალებთან - არალოგიკურია ოოოო, ძალიან კარგად რომ ვარ გაცნობილი კონსტიტუციურ შეთანხმებაშიც და იურისპრუდენციაშიც ამიტომ დანამდვილებით გეტყვი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბოლომდე ვერ იყენებს ამ დოკუმენტის ძალას თუ არა სახელმწიფო რელიგია კი არა პრაქტიკულად მართლმადიდებლობის დიქტატის გარკვეული ფორმების ჩასმაც კი შეიძლება თეორიულად მაგ აქტის ჩარჩოებში, თუმცა ცხადია ამას არ ვემხრობი. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ბევრჯერ დაზარალდა საქართველო დემოკრატიის მისთვის საწინააღმრდეგოდ შემობრუნების გამო. კი, ერთ ერთი იყო ძირს ბუში (მამა) შეძახილები...ეგ დემოკრატიის შემობრუნება კი არა, იმ მთავრობის სრული იმპოტენციის შედეგი იყო ბოლო ბოლო ამ ნაწილით რას ამბობ? რომ დემოკრატია არ გვინდა? ჩამოყალიბდი ან კი ან არა ![]() და სახელმწიფო რელიგია არ მინდა და უკვე ვთქვი რატომაც, სახელმწიფო რელიგიის შედეგია რომ დღეს რელიგია უფრო ნომინალურია ვიდრე ევქარისტიული და ეს კრიზისი ევქარისტიისა დაიწყო სწორედ რელიგიის ჩახუტებით სახელმწიფოსთან -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 03:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი