![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
tamar_7 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 11-September 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,717 ![]() |
გამარჯობათ! მე თამარი ვარ. ახლახანს დავრეგისტრირდი ამ ფორუმში და პირველად ვაფიქსირებ ჩემს აზრს. პირველ რიგში კი ვიტყვი, რომ არაჩვეულებრივი ფორუმია, მართლა ძალიან მომწონს.. თუმცა, თუ ნებას მომცემთ, ერთ პატარა შენიშვნას შევიტან (დღეს იუბილარი ვარ და ამიტომ ვაძლევ ამის უფლებას ჩემს თავს
![]() ამ საიტზე შემოსვლისთანავე თვალში მომხვდა სიტყვები :"სტუმარს სალამი". თუ არ ვცდები "სალამ ალეიქუმ" ანუ იგივე "სალამ" არაბული სიტყვაა, ჩვენ კი, ალბათ დამეთანხმებით, არაფერი გვაქვს საერთო არაბებთან, მით უმეტეს რელიგია, ამიტომ მართმადიდებლურ ფორუმში ამ სიტყვის გამოყენება ცოტა არ იყოს მიზანშეუწონლად მიმაჩნია. მით უმეტეს, რომ ქართველებს ისეთი მშვენიერი მისასალმებელი სიტყვები გვაქვს, როგორიცაა "გამარჯობა", "მშვიდობა" და ა.შ. მაპატიეთ, თუ ვინმეს ჩემი აზრით შეურაწყოფა მივაყენე! შემინდეთ! |
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
მეც პირადად სალმით არავის მოვიკითხავ, მაგრამ ცუდი რატომ უნდა იყოს არ ვიცი, გინდა ქრისტიანობის მერე იყოს შემოსული ეს სიტყვა,მასე როგორც ზემო პოსტებში აღნიშნეს, უამრავი სიტყვაა ,რაც სუფთა ქართული არ არის, მაგალითად : მუშტი, ფანჯარა,ფული, ჯიბე, ლამბაქი და ა.შ.
ანუ მინდა ვთქვა, რომ არც ცოდვაა და არც სირცხვილი აქ რომ სალამი წერია, უბრალოდ ვის როგორ მოეწონება ეგ გემოვნების საკითხია და ვისაც რა მოგვწონს ის გამოვიყენოთ საუბრებში ![]() ![]() პ.ს. ისე რომ ეწეროს "სტუმარს გაუმარჯოს", ივარგებს ალბათ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 04:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი