IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სიკვდილი არრა არის რა...
misheli
პოსტი Feb 7 2007, 05:32 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 44
რეგისტრ.: 9-January 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 835



სიკვდილი -ოჰ რა საშინელებაა ეს სიტყვა,მისი წარმოდგენაც კი მზარავს რამდენ ტკივილს მოიცავს ეს პატარა ,მაგრამ დიდი მნიშვნელობის მქონე ფრაზა.
სიკვდილი, თავისი შინაარსით იგივეა რაც გარდაცვალება.აქ თითქოს უფრო რბილდება მისი მნიშვნელობა,რაც ადამიანისათვის ძალზე აუცილებელია და ჰაერივივით ჭირდება. ეს მორწმუნესათვის უფრო ადვილი გასაგებია,რადგან ეკლესიური ცხოვრება გვეხმარება ამ ყოველივეს კარგად გაანალიზებაში და დაძლევაშიც.
ერთი ლექსი გამახსენდა გარდაცვალებასთან დაკავშირებით:
***

ო ნუ ტირიხარ,
გთხოვ გაიღიმე
და დამიხუჭე თვალნი თითებით
და თუ გიყვარვარ ერთი იწამე,
მე არ მოვკვდები,გარდავიცვლები...
შენ ჩემს საფლავთან მწარედ იტირებ,
მაგრამ ამას გთხოვ, სულ ერთი წამით
მოსწყვითტო ცრემლი, როგორც სულს ცოდვა
იდუმალ ბაღნარს მიაპყარ თვალი
და აჰა ვარდი დამადე გულზე ,
და საოცრება ჩემი იწამე
მე ახლა უფრო ძლიერ მიყვარხარ,
მე არ მომკვდარვარ გარდავიცვალე!

,, სიკვდილი არრა არის რა...''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
zgarbi
პოსტი Sep 22 2007, 12:10 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 57
რეგისტრ.: 10-March 07
წევრი № 1,330



ყოველი ოჯახი, მძიმედ განიცდის უახლოესი წევრის გარდაცვალებას და გლოვით გამოხატავს თავის წუხილს, მაგრამ ბოლო დროს ეს დამახინჯებული ფორმით ვლინდება.

ხშირია შემთხვევა, როცა ახლობლები მრავალი წლის ან მთელი სიცოცხლის მანძილზე არ იხდიან შავ სამოსს და ჩამოშორებულნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებას.

უსაზღვრო გლოვა, გოდება, ტირილი მეტყველებს ადამიანის ურწმუნოებაზე; იმაზე, რომ მას არ სწამს ღმერთი, არ სწამს სულის უკვდავება და თვლის, რომ გარდაცვლილი სამუდამოდ დაკარგულია მისთვის; ამით კი ჭირისუფალის უდიდეს ცოდვას იღებს თავის თავზე, რადგან იგი არასწორი ქცევით მეტად ამძიმებს გარდაცვლილის უკვდავ სულს, ამძიმებს თავისი ოჯახის ცხოვრებას.

ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის გარდაცვალება არ ნიშნავს მის მოსპობას. ადამიანის სული ცოცხალია, უკვდავია და იგი მარადიულ ცხოვრებაში იმკვიდრებს იმ ადგილს, რასაც თავისი სარწმუნოებითა და ქცევით იმსახურებს.

მიწიერი ჩვენი ცხოვრება არის მომზადება მარადიულობისათვის. იგია თითოეული ჩვენთაგანისათვის უდიდესი გამოცდა.

ბედნიერია, ვინც მართლმადიდებელი სარწმუნოებით, სიყვარულითა და კეთილი საქმით წარდგება ამ გარდაუვალი დღის წინაშე და მართალთა სავანის მკვიდრი გახდება.

ხშირია შემთხვევა, როცა კეთილი ადამიანი ადრე ტოვებს ამ წუთისოფელს, ანდა მცირე ასაკისა შეერთვის მარადიულობას. ამაშიც ჩვენ უნდა დავინახოთ განგება უფლისა: ღმერთს ისინი ნაკლებად ცოდვილნი მიჰყავს თავისთან.

ყოველივე ამის გამო განვაჩინებთ:

1. ავადმყოფს აუცილებლად უნდა მოვუყვანოთ მოძღვარი აღსარებისა და ზიარებისთვის, რადგან წმიდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა და ხშირია შემთხვევა, როცა წმიდა ზიარებით სასწაულებრივად განკურნებულა ადამიანი; ასევე მეტად კარგია ავადმყოფისთვის ზეთის კურთხევა.

2. გარდაცვალების შემთხვევაში პირველივე დღიდან დასაფლავებამდე მიცვალებულის თავთან ჩაუქრობლად უნდა ენთოს სანთელი და კანდელი, უნდა იდგეს ხატი, ხორბალი, წყალი, ღვინო, მარილი, და დღედაღამ ახლობლების მიერ უნდა იკითხებოდეს დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნები.

3. ფსალმუნის კითხვა (თუნდაც დღეს მხოლოდ ერთი კანონის) სასურველია, დასაფლავების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მაინც გაგრძელდეს.

4. გარდაცვლილს გულზე უნდა ეკიდოს ნაკურთხი ჯვარი.

5. თუ მიცვალებულის ახლობლები მოუნათლავია, კარგია თუ ისინი გარდაცვლილის დასაფლავებამდე მოინათლებიან; თუ მიცვალებულია მოუნათლავი, მისი მონათვლა არ შეიძლება.

6. საერო პანაშვიდების დროს სასურველია საერო სიმღერებისა და მუსიკის ნაცვლად შესრულდეს საეკლესიო საგალობლები.

7. მიცვალებული უნდა დაიკრძალოს გარდაცვალებიდან 3-5 დღის განმავლობაში.

8. მიცვალებულს არ უნდა ჩაატანონ ზედმეტი ტანსაცმელი ან სხვა რაიმე ნივთები.

9. დასაფლავების დღეს, დილით, ან წინა ღამეს მოძღვარმა უნდა აუგოს წესი მიცვალებულს და უკურთხოს საფლავის მიწა, ღვინო, პური, მარილი, წყალი.

10. დასაფლავების დღიდანვე საფლავზე უნდა დაიდგას მღვდლის მიერ ნაკურთხი დროებითი ჯვარი (ხის, ლითონის ან სხვა მასალის), რადგან უჯვრო საფლავს, წმიდა მამების სწავლებით, ეშმაკი ეპატრონება.

11. გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ მისი სულის მოსახსენებლად მზადდება მოკრძალებული ქელეხი მხოლოდ უახლოესი ნათესავებისა და ახლობლებისთვის. ქელეხი არ უნდა გაგრძელდეს დიდხანს.

თუ ადამიანი მარხვის დროს გარდაიცვალა, საჭმელი მზადდება მხოლოდ სამარხვო.

12. თუ ადამიანი გარდაიცვალა ხსნილში, კარგია, თუ მისი ახლობდლები გარდაცვლილის დასაფლავებამდე შეინახავენ მარხვას.

13. გარდაცვალებიდან 39-ე დღეს მოძღვარმა უნდა შეასრულოს პანაშვიდი, ხოლო მეორმოცე დღეს და წლისთავზე მიცვალებულისთვის უნდა დამზადდეს საკურთხი და ეკლესიაში შესრულდეს შეკვეთილი წირვა და პანაშვიდი.

14. მიცვალებულის ორმოცი უნდა გადაიხადონ გარდაცვალებიდან ზუსტად მეორმოცე დღეს, ან წინა დღეს, რადგან მეორმოცე დღეს ხდება გარდაცვლილის სულის დამკვიდრება მისთვის განკუთვნის სავანეში.

წლისთავიც უნდა გადაიხადონ გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ. ორივე შემთხვევაში მიცვალებულის სული საოხად გამზადებული საჭმელი მარხვაში უნდა იყოს სამარხვო, ხსნილში - სახსნილო.

15. ყოველ წელიწადს მიცვალებულთა ხსენების დღეს (მისი ახლობლები) უნდა ამზადებდნენ საკურთხს, რომელსაც დილით, წირვის დაწყების წინ, მიიტანენ ტაძარში პანაშვიდისთვის.

16. მეტად კარგია თუ მიცვალებულის ახლობლები გააკეთებენ საკურთხს და ეკლესიაში მოძღვარს შეასრულებინებენ პანაშვიდს გარდაცვლილის დაბადების დღეს, გარდაცვალებისა და ანგელოზის დღეებში.

საკურთხი: ზეთი, ღვინო, პური, წანდილი, ან კოლიო (სხვა საჭმელიც შეიძლება).

17. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიცვალებულისათვის, თუ მისი ახლობლები ყოველ შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში ესწრებიან წირვა-ლოცვას, ეზიარებიან და სეფისკვერს აგზავნიან საკურთხეველში გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად.

18. ქრისტიანის საფლავი არ უნდა იყოს მდიდრული. მიცვალებულის სულისთვის უკეთესია, თუ თანხა გაჭირვებულთ დაურიგდებათ.

19. მოძღვრის მიერ საფლავის კურთხევა კარგია მიცვალებულთა მოხსენების დღეებში.

20. ორმოცი დღის შემდეგ გარდაცვლილის ტანსაცმელი და ნივთები უნდა დაურიგდეთ გაჭირვებულთ.

21. თვითმკვლელობით აღსრულებულის და მოუნათლავისათვის საეკლესიო წესების შესრულება საეკლესიო კანონების თანახმად აკრძალულია. მათ სახელზე მხოლოდ მოწყალება შეიძლება გაიცეს. საერთოდ მიცვალებულის სახელზე მოწყალების გაცემა მეტად კარგია.

22. თუ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი მოიკლავს თავს, მისთვის საეკლესიო კანონის თანახმად, საკლესიო წესების შესრულება ნებადართულია.

23. გარდაცვლილის ახლობლებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ატარონ შავი ტანსაცმელი 40 დღე ან არაუმეტეს 1 წელი. ერთი წლის შემდეგ შავი სამოსი აუცილებლად უნდა გაიხადოს ყველამ. შვილის, მეუღლის, ან მეტად ახლობელი ადამიანის სიყვარული უნდა გამოიხატოს არა შავი სამოსის ტარებით, არამედ ლოცვით და მიცვალებულის სულისთვის ღვთის სათნო კეთილ საქმეთა აღსრულებით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
misheli   სიკვდილი არრა არის რა...   Feb 7 2007, 05:32 PM
marine   misheli გაგახაროს უფალ...   Feb 7 2007, 05:40 PM
t.l.   სიკვდილი არა არის ...   Feb 7 2007, 05:58 PM
nat_nat   სიკვდილი არა არის ...   Apr 6 2007, 09:09 PM
t.l.   მაგარი ლექსია :( :D ...   Apr 6 2007, 09:24 PM
nat_nat   :D ლექსი არაა.... :D უბ...   Apr 6 2007, 09:27 PM
KAIROS   ძალიან საოცარი სიტ...   Feb 7 2007, 08:23 PM
misheli   დიდი მადლობა ყველა...   Feb 8 2007, 12:58 AM
kato_Bato   წაიკითხეთ თუ არ და...   Feb 8 2007, 01:03 AM
van111   სიკვდილი: ვისთვის ...   Feb 8 2007, 01:16 AM
misheli   vaa111 გეთანხმები, მაგ...   Feb 8 2007, 01:48 AM
marine   ხალხური * * * წუთისო...   Feb 8 2007, 11:24 AM
t.l.   ბინდისფერია სოფელ...   Feb 8 2007, 01:54 PM
marine   t.l. ხალხური * * * ბინდ...   Feb 8 2007, 02:55 PM
tinka   misheli t.l. ძალიან კარგი ...   Feb 8 2007, 04:10 PM
t.l.   marine tinka გაიხარეთ....   Feb 8 2007, 04:13 PM
marine   t.l. აჰა, კიდევ ერთი.. :)...   Feb 8 2007, 04:16 PM
kato_Bato   ერთერთ რუსულ მარლმ...   Feb 8 2007, 04:22 PM
თათი87   სამწუხაროდ , სიყვა...   Feb 8 2007, 04:42 PM
misheli   "მე არ მეშინია სი...   Feb 8 2007, 05:07 PM
დავით ივერიელი   და რათ არის საშინ...   Feb 8 2007, 05:07 PM
კანონისტი   საინტერესო ფრაზაა ...   Feb 9 2007, 03:07 AM
marine   შვეიცარიელმა ხაას...   Feb 12 2007, 03:20 PM
marine   ხალხური * * * გულსა მ...   Feb 12 2007, 03:33 PM
მნათე   ათეისტები ამბობენ ...   Feb 13 2007, 04:02 PM
marine   "არც ერთი ჩვენგან...   Feb 15 2007, 04:45 PM
musikosi   "სიკვდილის გზა არ...   Feb 16 2007, 02:17 AM
_MATASI_   გზა კი არის ვარდის...   Feb 16 2007, 03:08 AM
marine   ერთხელც იქნება, მო...   Feb 22 2007, 02:09 PM
Irine   "სიკვდილის ნუ გეშ...   Feb 23 2007, 06:41 PM
Qeti   თუ მდიდარი ხარ, იფი...   Feb 26 2007, 07:18 PM
marine   ხალხური * * * ნეტავ რ...   Mar 1 2007, 02:46 PM
BERO   ის ნუ დაგვავიწყდებ...   Mar 3 2007, 09:48 PM
ნიკოლოზ_V   სიკვდილი რატომაა ს...   Mar 5 2007, 08:31 PM
თათი87   ნიკოლოზ_V სიკვდილი ...   Mar 5 2007, 08:50 PM
keti   t.l. ეს მართლაც დიდი ...   Mar 6 2007, 05:08 PM
marine   "სულის სხეულთან შ...   Mar 27 2007, 03:07 PM
mampali   რა არის სიკვდილი? ა...   Mar 27 2007, 03:29 PM
ლილიანა   მამები უფალს შესთ...   Mar 27 2007, 04:20 PM
musikosi   სიკვდილი საშინელი ...   Mar 30 2007, 11:07 PM
ხათუნა   სიკვდილი შეიძლება ...   Apr 1 2007, 04:23 AM
მარინე   წმიდათა შორის მამი...   Apr 1 2007, 10:18 PM
mampali   მე მგონი სიკვდილზე...   Apr 2 2007, 07:45 PM
marine   "გადის თვეები, წლ...   Apr 5 2007, 11:14 AM
მხევალი ნინო   გარდაცვალება (სიკვ...   Apr 5 2007, 03:50 PM
marine   ეს სიტყვები არის ღ...   Apr 5 2007, 04:02 PM
adamis_nekni   ადამიანმა დიდი ცოდ...   Apr 6 2007, 09:03 PM
nat_nat   ადამიანმა დიდი ცო...   Apr 6 2007, 10:22 PM
tinka   ხშირად არ ვფიქრობ, ...   Apr 6 2007, 09:06 PM
adamis_nekni   [color=#FF0000][i]ხშირად არ ვ...   Apr 6 2007, 09:09 PM
ნოდარიკო   adamis_nekni ჰმმმმ,ძალიან ...   Apr 6 2007, 09:10 PM
adamis_nekni   adamis_nekni ჰმმმმ,ძალიან ...   Apr 6 2007, 09:11 PM
leluka   ეეჰ...სიკვდილია ყვე...   Apr 6 2007, 09:18 PM
adamis_nekni   გეთანხმები .... ძალი...   Apr 6 2007, 09:20 PM
leluka   არადა ადამიანმა ყ...   Apr 6 2007, 09:22 PM
adamis_nekni   იცი კი უნდა იფიქრო...   Apr 6 2007, 09:24 PM
leluka   :lol: :lol: ვაიმე ზოგჯერ ...   Apr 6 2007, 09:27 PM
adamis_nekni   მასე კაი გზას დავა...   Apr 6 2007, 09:34 PM
ნოდარიკო   მე არ მეშინია სიკვ...   Apr 6 2007, 09:27 PM
t.l.   მწარე და მძიმე თემ...   Apr 6 2007, 09:28 PM
ნოდარიკო   პირიქით როცა უდანა...   Apr 6 2007, 09:31 PM
t.l.   ჩემს სიუფთავეზე ა...   Apr 6 2007, 09:32 PM
ადამიანი   ნოდარიკო ეგ ჩვენ ა...   Apr 6 2007, 09:33 PM
leluka   ნოდარიკო ეგრე ადვ...   Apr 6 2007, 09:37 PM
ადამიანი   t.l. ადრინდელი ქრისტ...   Apr 6 2007, 09:38 PM
adamis_nekni   t.l. ადრინდელი ქრისტ...   Apr 6 2007, 09:42 PM
ადამიანი   adamis_nekni კი, ყოველთვის ...   Apr 6 2007, 09:44 PM
musikosi   სიკვდილი სანატრელ...   Apr 7 2007, 09:33 PM
nini egriseli   მორის ფოცხიშვილს უ...   May 2 2007, 07:55 PM
m16   როგორც ვიცი სიკვდი...   Sep 12 2007, 08:15 PM
di_onise   m16 მე როგორც ვიცი გა...   Sep 12 2007, 08:35 PM
m16   ესეიგი ჯოჯოხეტს ვე...   Sep 12 2007, 08:38 PM
saria-giorgi   ესეიგი ჯოჯოხეტს ვ...   Sep 20 2007, 10:49 AM
ლილიანა   ფორუმელების გადაგ...   Sep 13 2007, 09:43 AM
გლახა   როგორც მე ვიცი ბიბ...   Sep 13 2007, 11:26 AM
izo   უპირველეს ყოვლისა ...   Sep 13 2007, 10:29 PM
m16   izo ვა რა საინტერესო ...   Sep 14 2007, 12:33 AM
m16   ლილიანა ეხლა ოფტოპ...   Sep 14 2007, 07:52 PM
neo   მე როგორც გამიგია ...   Sep 15 2007, 12:10 PM
m16   neo მარტოობას აიტანს...   Sep 15 2007, 12:35 PM
stch   :lol: ხო სულს რამდენიც...   Sep 20 2007, 02:27 AM
თათი87   m16 რავიცი არამგონი...   Sep 20 2007, 09:53 AM
zgarbi   ყოველი ოჯახი, მძიმ...   Sep 22 2007, 12:10 PM
ბოლქვაძე   და როგორ ფიქრობ ეს ...   Sep 22 2007, 12:22 PM
southruislip   რა არის სიკვდილი? В...   Sep 28 2007, 02:28 PM
t.d   სიკვდილი ყველას ვი...   Oct 1 2007, 06:33 PM
XAFRAN   :lol: :lol: :lol: მგონი ეხვლ...   Oct 1 2007, 08:39 PM
xornabujeli   თუ შეიძლება ასე ით...   Oct 1 2007, 08:44 PM
neo   სიკვდილის ქრისტეს...   Oct 1 2007, 08:51 PM
makuna7474   სიკვდილის ქრისტეს...   Oct 1 2007, 08:55 PM
liziko-liziko   ,, სიკვდილი არრა არი...   Jul 31 2010, 02:20 AM
ქევანა   ადამიანურ ბუნებას...   Jul 31 2010, 06:47 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2024 - 09:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience