![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ცდუნებას ვერ გავუძელი
![]() მუდამ წინ მიმავალი ცივილიზაცია, საკუთარ წარსულს შლის და მარხავს, ამიტომ "დასაბამ ქმნა ღმერთმა ცა და მიწა" ერთთ მხოლოდ გარკვეული ეტაპი გონიათ ცივილიზაციისა. "ნუთუ შეიძლება დღევანდელი პროგრესის პირობებში ,რელიგიასთან თანაარსებობა?" იკითხავს ერთი, "მე კი თქვენი მეცნიერება ნაბოდვარი მგონია" მიუგებს მეორე. ნუთუ ასეა? ნუთუ მართლაც არსებობს ის უფსკრული, რომელიც ამ ორ ცნებას მიჯნავს? მღვდელმთვარი ლუკა (ვოინო-იასენცკი)ცნობილი ექიმი და "ჩიქოვანი ქირურგიის ნარკვევების" ავტორი ამ "უფსკრულს" ასე ახასიათებს: "საიდან იღებს სათავეს, საიდან მომდინარეობს ... განსწავლულ ადამიანებს შორის გავრცელებული, მოარული შეხედულება, რომ მეცნიერება რელიგიას ეწინააღმდეგება? ამის მიზეზს წარმოადგენს ზედაპირული ცოდნა როგორც მეცნიერების, ისე რელიგიის სფეროში და ამითვე დასტურდება ის აზრი, რომ „ცოდნას მივყავართ ღმერთთან, სანახევრო ცოდნა კი გვაშორებს ღმრთისაგან“. ნახევარცოდნა ჩვენი დროების ავადმყოფობაა. სწორედ ის ქმნის ღმრთისუარმყოფლობისათვის ნოყიერ ნიადაგს. პირველ რიგში, უაღრესად ზედაპირულად ვიცით ფილოსოფია, განსაკუთრებით ფილოსოფიის ის სფერო, რომელიც სპეციალურად ამ საკითხს, ე.ი. შემეცნების თეორიას, ანუ გნოსეოლოგიას უკავშირდება." მაშ თუ მის მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობას ვერწმუნებით, ეს უფსკრული სინამდვილეში ცნებათა სანახევრო ცოდნას ეფუძნება. რას ფიქრობთ? არის კი ასე? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა უნდა დავპატიჟო ნამდვილად, ოღონდ ჩვენ არ გვახსენო, თორემ ქუდი რომ შემოუგდო, მაინც არ შემოვა ![]() კონკრეტული საკითხები უნდა დავსვათ... ღვთისმეტყველებაში სოტირისის წასვლის შემდეგ ყველაფერი გაჩერდა, საჭირო ყოფილა ერთი მოკამათე ![]() ![]() ვეძებთ პროვოკატორებს, მფრინავებს, ათეისტებს, ულტრებს ( კონსერვატორები იქნება თუ მოდერნისტები) და ა.შ. ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მეხელი |
![]()
პოსტი
#3
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 25-April 07 წევრი № 1,751 ![]() |
ვეძებთ პროვოკატორებს, მფრინავებს, ათეისტებს, ულტრებს ( კონსერვატორები იქნება თუ მოდერნისტები) და ა.შ. ![]() ვეცდები პატარა პროვოკაცია შემოვაგდო, თუმცა ამაში დიდი ნიჭი არ მომდევს ![]() თვალს თუ გადავავლებთ ძირითად მეცნიერულ პარადიგმების განვიტარებას რელიგიური თვალსაზრისით არც ისე სახარბიელო სურათია: ფიზიკაში ნიუტონს ჯერ კიდევ ჰქონდა აბსოლუტური დრო და სივრცე, და მთელი სამყარო საათივით იყო აწყობილი. სამყაროს ეს გონივრული წესრიგი ადვილად მიგიყვანდა მისი მომწესრიგებელი გონების, ღმერთის აღიარებამდე. მაგრამ აინშტაინმა დაანგრია სამყააროს ასეთი ხედვა, მან უარყო აბსოლუტური ათვლის სისტემის არსებობა და დროისა და სივრცის ფარდობითობის თეორია ჩამოაყალიბა, ე.ი. ჩვენ ისიც აღარ შეგვიძლია ვთქვათ, რაიმე საგანი მოძრაობს, თუ უძრავია, არც მისი მისი წონაა მუდმივი, დრო კი სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სიჩქარით მიედინება და ა.შ. მაგრამ აინშტაინი ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ მთელ სამყაროს მაინც ზუსტად განსაზღვრული კანონზომიერება მართავს და შემთხვევით არაფერი ხდება, ის ამბობდა: "ღმერთი კამათელს არ თამაშობს". მაგრამ "კვანტური მექანიკის" ფუძემდებელმა, ნილ ბორმა აღმოაჩინა, რომ "თამაშობს", მიკრონაწილაკთა სამყაროს შემთხვევითობა მართავს. რაც შეეხება ადამიანის შესახებ მეცნიერებებს, ადამიანის მაიმუნიდან წარმოშობის თეორიას ჯერ არაფერი "ემუქრება". ფსიქოლოგიაში ფროიდმა სიამოვნებისადმი ლტოლვის ცხოველური ინსტიქტი (ლიბიდო) მიიჩნია ადამიანის ცხოვრებისეულ მამოძრავებლად, თუმცა ის ჯერ კიდევ დიდად აფასებდა გონებას (ეგოს), რომლის მეშვეობით, მისი აზრით, შესაძლებელი იყო ადამიანის სიამოვნების და განადგურების ინსტიქტების მართვა. მაგრამ შემდეგ ცნობილმა ნეოფროიდისტმა, ჟაკ ლაკანმა გონება და ცნობიერება, ე.ი. "მე" არაცნობიერის ილუზიად გამოაცხადა. რა შეიძლება ყოველივე ამას მეცნიერულად დაუპირისპიროს მართლმადიდებელმა ქრისტინმა? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th August 2025 - 09:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი