![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოკლედ ახლა წამოიჭრა ერთ ფორუმელთან გარკვეული კითხვა, არის თუ არა ღვთის მადლი არა მართლმადიდებელ თემებში, თი ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან ყოველგვარ მადლს.
მე როგორც წარმომიდგენია, ეს არ არის ასე მარტივად გადასაწყვეტი, რადგან როდესაც ვიღებთ სხვადასხვა თემის არამართლმადიდებლებს, გათვალისწინებით კონკრეტული თემისა, მიღების წესიც სხვადასხვაა, მაგალითად კათოლიკებს იგივე რუსეთის ეკლესია არ იღებს არც ნათლობით, არც მირონცხებით და თუ მღვდელლია ქიროტონიის გარეშე. ჩვენთანაც იგივე წესია, თავად ვარ ერთი ყოფილი კათოლიკეს ნათლია...მისი გადმოსვლლის რიტუალი იყო მხოლოდ ლოცვების კრებული, არანაირი ნათლობა და სხვა საიდუმლო. თუ მართალია ის, რომ იქ არანაირი ნათლობა არ არის, მაშინ როგორც კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა მათეული ნათლობა სიბინძურით განბანა არისო, მაშინ ბუნებრივია რომ გადმოსვლის დროს უნდა მოინათლნენ, რასაც თავად წმ. კვიპრიანე აკეთებდა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეკლესიამ ეს წესი არ მიიღო ზოგად საყოველთაო წესად...ზემოთ მოვიყვანე ერთი მცირე მაგალითი ამისა. ე.ი. გამოდის რომ, როდესაც არ ვნათლავტ და არანაირ წესს არ ვუტარებთ გადმოსვლისას ადამიანს-ვაღიარებთ იმ თემში შესაბამისი საიდუმლოს არსებობას. ჯერ ეს იყოს იმედია ანათემაზე გადაცემები და მსგავსი რამე არ დამემუქრება ![]() მნათე რას იჭყიტები...ანათემის ტექსტს თუ ადგენ ჩემზე, მე უკვე მაქვს, მოგაწვდი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა საზოგადოდ არის მწვალებელთა მიღების სამი წესი: 1. ნათლობით, მირონცხებით და სინანულის საიდუმლოთი 2. უნათლავად მაგრამ მირონცხებით და სინანულის საიდუმლოთი 3. მხოლოდ სინანულით სხვათაშორის, აღნიშნულთან მიმართებაში ერთი საინტერესო მომენტია გასათვალისწინებელი. საქმე ისაა, რომ უნდა განვსაზღვროთ ვისზე ვსაუბრობთ ჩვენ: შობითგან მწვალებელზე თუ მართლმადიდებლის მწვალებელთა რიგებში გადასვლაზე. როდესაც მსოფლიო კრებები შესაბამის კანონებს იღებდნენ, მაშინ ძირითადად საუბარი იყო იმ ხალხზე, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში იყვნენ მონათლულნი და შემდეგ დაუტევეს ჭეშმარიტი რჯული, ან ერთი ან რამდენიმე თაობის წინ ჰქონდათ დატევებული მართლმადიდებლობა. შესაბამისად, კრება განსაზღვრავდა მწვალებლობის ხარისხს და იმის მიხედვით აწესებდა ე.წ. "შეწყნარების წესს" (იხ. II მსოფლ. კრების მე-7 კანონი http://orthodoxy.wanex.net/samartali/2kreba.htm ) ზოგისთვის მხოლოდ მირონცხებას, ზოგისთვის კი სრულ ნათლობას. თუმცა დღეს, როდესაც მწვალებელთა და უცხოდ-მადიდებელთა 99% თავისსავე ეკლესიაშია ნათელღებული, მე პირადად მიმაჩნია, რომ ისინი სრული ნათლობით უნდა იქნენ შეწყნარებული. აღნიშნულსვე ადასტურებს რუის-ურბნისის კრების განჩინება, რომ სომხური ეკლესიის მრევლი მართლმადიდებელთა რიგებში მიიღება სრული ნათლობით (თუმცაღა ისინიც წმინდა სამების სახელით აღასრულებენ ნათლობას) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 02:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი