საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Sep 24 2007, 02:19 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,197 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
კოლხეთის (ეგრისის) მეფეები
აკა აკა/აკესი - კოლხეთის (ეგრისის) ჰიპოთეტური მეფე ძვ. წ. IIს. 90-იან წლებში. წერილობით წყაროებში მასზე არაფერია ნათქვამი. სამაგიეროდ ჩვენამდე მოაღწია მისი სახელით მოჭრილმა ოქროს ორმა სტატერმა, ლისამაქეს ტიპის სტატერების იმიტაციამ. ეს მონეტები ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზეა მიკვლეული. აკას შესახებ ერთი რამ უეჭველია - თუ ფულის ტიპოლოგია ელინურია, ქვეყანაც სწორედ ელინურ სამყაროსთანაა ინტეგრირებული. ლიტ.: Г. Ф. Дундуа. Нумизматика Античной Грузии, Тб. 1987 აკუსილოხი აკუსილოხი - კოლხეთის ჰიპთეტური მეფე ძვ. წ. 179 წლითვის. ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიოსი ჯერ ასახელებს არტაქსიას (არტაშესს). დიდი არმენიის მეფეს, შემდგომ იხსენიებს აკუსილოხს, ბოლოს კი - გატალოსს, დონისპირა სარმატების მეთაურს. ე. ი. აკუსილოხის ქვეყანა თითქოს კოლხეთია. ძვ. წ. 179 წ. მცირე აზიის ელინისტურ სახელმწიფოებს შორის დაიდო ზავი. უფრო ადრე კი პონტოს მეფე ფარნაკე I თითქმის ყველას ეომებოდა რეგიონში ჰეგემონიისთვის. ზავის გარანტთაგანია აკუსილოხიც. პონტო (სინოპე, ამისო) ხომ კოლხეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ლიტ. თ. დუნდუა, კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თ. 1993. მითრიდატე მითრიდატე, ფილადელფოს ფილოპატორი - პონტოს მეფის მითრიდატე VI ევპატორ დიონისეს შვილი, კოლხეთის მეფე ძვ. წ. 84 წ. იგი თვით მითრიდატე VI წინააღმდეგ აჯანყებულმა კოლხებმა მოითხოვეს თავის მბრძანებლად. შესაძლოა, მათ შორის რაღაც კავშირი არსებობდა - უფრო ადრე მითრიდატე უმცროსი კოლხეთის სატრაპი იყო. მითრიდატე უმცროსი სურიონში (ვანში) იჯდა, ჭრიდა ლოტოსის ყვავილისა და რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებიან ვერცხლისა და სპილენძის ანონიმურ მონეტებს. აპიანე ალექსანდრიელი გვაუწყებს - მამამ იეჭვა, რომ ყველაფერი ეს მოაწყო მისმა შვილმა, რომელსაც მეფობა სურდა, მოაყვანინა იგი თავისთან, ოქროს ბორკილები დაადო მას და ცოტა ხანში სიცოცხლეს გამოასალმა. მითრიდატე უმცროსის წინააღმდეგ კოლხეთში პონტოს მეფეს სამხედრო ექსპედიცია გაუგზავნია. ეშერა და ვანი პონტოელებს ბრძოლით აუღიათ - ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური მასალა. ლიტ. თ. დუნდუა, კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თ. 1993. არისტარქე არისტარქე - კოლხეთის მმართველი ძვ. წ. 63-49 წწ., რომაელთა კლიენტი. ძვ. წ. 52/51 წწ. იგი ახორციელებს სამონეტო ემისიას. არისტაქეს დრაქმის შუბლზე პომპეუსია ჰელიოსის ატრიბუტით. ეს ნიშანდობლივია, ვინაიდან არისტარქე სწორედ პომპეუსის კრეარტურაა. კოლხეთის დინასტი შესაძლოა დაიღუპა ძვ. წ. 49 წ., როცა ფარნაკე II, ბოსფორის მეფემ, მოახდინა კოლხეთის ოკუპაცია. ლიტ. გ. მელიქიშვილი. საქართველო ახ. წ. I - III სს., სინ. ტ. I. თბ. 1970 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2024 - 09:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი