![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ცდუნებას ვერ გავუძელი
![]() მუდამ წინ მიმავალი ცივილიზაცია, საკუთარ წარსულს შლის და მარხავს, ამიტომ "დასაბამ ქმნა ღმერთმა ცა და მიწა" ერთთ მხოლოდ გარკვეული ეტაპი გონიათ ცივილიზაციისა. "ნუთუ შეიძლება დღევანდელი პროგრესის პირობებში ,რელიგიასთან თანაარსებობა?" იკითხავს ერთი, "მე კი თქვენი მეცნიერება ნაბოდვარი მგონია" მიუგებს მეორე. ნუთუ ასეა? ნუთუ მართლაც არსებობს ის უფსკრული, რომელიც ამ ორ ცნებას მიჯნავს? მღვდელმთვარი ლუკა (ვოინო-იასენცკი)ცნობილი ექიმი და "ჩიქოვანი ქირურგიის ნარკვევების" ავტორი ამ "უფსკრულს" ასე ახასიათებს: "საიდან იღებს სათავეს, საიდან მომდინარეობს ... განსწავლულ ადამიანებს შორის გავრცელებული, მოარული შეხედულება, რომ მეცნიერება რელიგიას ეწინააღმდეგება? ამის მიზეზს წარმოადგენს ზედაპირული ცოდნა როგორც მეცნიერების, ისე რელიგიის სფეროში და ამითვე დასტურდება ის აზრი, რომ „ცოდნას მივყავართ ღმერთთან, სანახევრო ცოდნა კი გვაშორებს ღმრთისაგან“. ნახევარცოდნა ჩვენი დროების ავადმყოფობაა. სწორედ ის ქმნის ღმრთისუარმყოფლობისათვის ნოყიერ ნიადაგს. პირველ რიგში, უაღრესად ზედაპირულად ვიცით ფილოსოფია, განსაკუთრებით ფილოსოფიის ის სფერო, რომელიც სპეციალურად ამ საკითხს, ე.ი. შემეცნების თეორიას, ანუ გნოსეოლოგიას უკავშირდება." მაშ თუ მის მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობას ვერწმუნებით, ეს უფსკრული სინამდვილეში ცნებათა სანახევრო ცოდნას ეფუძნება. რას ფიქრობთ? არის კი ასე? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მეხელი
ციტატა თვალს თუ გადავავლებთ ძირითად მეცნიერულ პარადიგმების განვითარებას რელიგიური თვალსაზრისით არც ისე სახარბიელო სურათია. რას გულისხმობ? რას ნიშნავს, რომ "არც ისე სახარბიელო სურათია"? ციტატა ფიზიკაში ნიუტონს ჯერ კიდევ ჰქონდა აბსოლუტური დრო და სივრცე კი, ბატონო. ნამდვილად ასე იყო.ციტატა მთელი სამყარო საათივით იყო აწყობილი. სამყაროს ეს გონივრული წესრიგი ადვილად მიგიყვანდა მისი მომწესრიგებელი გონების, ღმერთის აღიარებამდე. საათივით აწყობილი? გააჩნია რას გულისხმობ . . . აბსოლუტური დროის და სივრცის გაგება სულაც არ ნიშნავს, რომ სამყარო საათივით არის აწყობილი აი ამ ცნებების გამო. ეს ასე არაა. აბსოლუტური სივრცისა და დროის გაგება არაფერს განსაკუთრებულს არ გვთავაზობს ღმერთის არსებობის დამტკიცებისათვის, ეს იყო სამყაროს აღწერის არასრულყოფილი გაგება, რომელიც აბსოლუტურ ათვლის სისტემას და შესაბამისად აბსოლუტურ მოძრაობას გულისხმობდა. აქ არც გონიერება ჩანს და არც უგუნურება.ციტატა აინშტაინმა დაანგრია სამყააროს ასეთი ხედვა, მან უარყო აბსოლუტური ათვლის სისტემის არსებობა და დროისა და სივრცის ფარდობითობის თეორია ჩამოაყალიბა, ე.ი. ჩვენ ისიც აღარ შეგვიძლია ვთქვათ, რაიმე საგანი მოძრაობს, თუ უძრავია, არც მისი მისი წონაა მუდმივი, დრო კი სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სიჩქარით მიედინება და ა.შ. ნამდვილად ასეა, პირიქით დავუმატებდი, რომ არც მასაა მუდივი (არამც თუ წონა) და აბსოლუტური აჩქარებაც არ არსებობს. სივრცედროით კონტინიუმში, სივრცე, დრო და გრავიტაცია გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th August 2025 - 09:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი