![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ცდუნებას ვერ გავუძელი
![]() მუდამ წინ მიმავალი ცივილიზაცია, საკუთარ წარსულს შლის და მარხავს, ამიტომ "დასაბამ ქმნა ღმერთმა ცა და მიწა" ერთთ მხოლოდ გარკვეული ეტაპი გონიათ ცივილიზაციისა. "ნუთუ შეიძლება დღევანდელი პროგრესის პირობებში ,რელიგიასთან თანაარსებობა?" იკითხავს ერთი, "მე კი თქვენი მეცნიერება ნაბოდვარი მგონია" მიუგებს მეორე. ნუთუ ასეა? ნუთუ მართლაც არსებობს ის უფსკრული, რომელიც ამ ორ ცნებას მიჯნავს? მღვდელმთვარი ლუკა (ვოინო-იასენცკი)ცნობილი ექიმი და "ჩიქოვანი ქირურგიის ნარკვევების" ავტორი ამ "უფსკრულს" ასე ახასიათებს: "საიდან იღებს სათავეს, საიდან მომდინარეობს ... განსწავლულ ადამიანებს შორის გავრცელებული, მოარული შეხედულება, რომ მეცნიერება რელიგიას ეწინააღმდეგება? ამის მიზეზს წარმოადგენს ზედაპირული ცოდნა როგორც მეცნიერების, ისე რელიგიის სფეროში და ამითვე დასტურდება ის აზრი, რომ „ცოდნას მივყავართ ღმერთთან, სანახევრო ცოდნა კი გვაშორებს ღმრთისაგან“. ნახევარცოდნა ჩვენი დროების ავადმყოფობაა. სწორედ ის ქმნის ღმრთისუარმყოფლობისათვის ნოყიერ ნიადაგს. პირველ რიგში, უაღრესად ზედაპირულად ვიცით ფილოსოფია, განსაკუთრებით ფილოსოფიის ის სფერო, რომელიც სპეციალურად ამ საკითხს, ე.ი. შემეცნების თეორიას, ანუ გნოსეოლოგიას უკავშირდება." მაშ თუ მის მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობას ვერწმუნებით, ეს უფსკრული სინამდვილეში ცნებათა სანახევრო ცოდნას ეფუძნება. რას ფიქრობთ? არის კი ასე? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ციტატა აინშტაინი ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ მთელ სამყაროს მაინც ზუსტად განსაზღვრული კანონზომიერება მართავს და შემთხვევით არაფერი ხდება, ის ამბობდა: "ღმერთი კამათელს არ თამაშობს". კი, ბატონო. თუმცა საკითხავია რას გულისხმობდა კანონზომიერებაში, ეს ძალიან ზოგადად ნათქვამი სიტყვებია. ციტატა "კვანტური მექანიკის" ფუძემდებელმა, ნილ ბორმა აღმოაჩინა, რომ "თამაშობს", მიკრონაწილაკთა სამყაროს შემთხვევითობა მართავს. ესიც ძალიან ზოგადადაა ნათქვამი, მითუმეტეს იმისათვის რომ ეს ღმერთს და უზენაეს კანონზომიერებას დაუკავშირო. მიკრონაწილაკები ქაოსურად მოძრაობენ, მაგრამ თუ დავიძრებით დროში უკან და მივალთ "დიდი აფეთქების" თეორიამდე ჩვენ ვერანაირად ვერ უარვყოფთ, რომ ყოველი ქაოსური მოძრაობა, გინდა მიკროსამყაროსი და გინდაც მაკროსამყაროსი სპონტანურად არ იყო გათვლილი მის შექმნის მომენტიდანვე და იდეალურ კოდირებული არ არის ყოველი მიკრონაწილაკის მოძრაობა, რომელიც დღეს ქოსურად "ჩანს". ციტატა რაც შეეხება ადამიანის შესახებ მეცნიერებებს, ადამიანის მაიმუნიდან წარმოშობის თეორიას ჯერ არაფერი "ემუქრება". რა უნდა დაემუქროს? ან რატომ უნდა ემუქრებოდეს? და თვლი, რომ ეს ღვთის არსებობის უარმყოფელი არგუმენტია? ციტატა ფსიქოლოგიაში ფროიდმა სიამოვნებისადმი ლტოლვის ცხოველური ინსტიქტი (ლიბიდო) მიიჩნია ადამიანის ცხოვრებისეულ მამოძრავებლად, თუმცა ის ჯერ კიდევ დიდად აფასებდა გონებას (ეგოს), რომლის მეშვეობით, მისი აზრით, შესაძლებელი იყო ადამიანის სიამოვნების და განადგურების ინსტიქტების მართვა. ფსიქოლოგია ზუსტი მეცნიერება არ არის. არც ფროიდიზმია აბსოლუტურად მართებული, მიუხედავად იმისა რომ გარკვეული სიმართლის ელემენტები გააჩნია მის იდეოლოგიასაც. ფსიქოლოგია ისეთი რაიმეა, რომ იქ ასე ვერაფერს დაამტკიცებ, მაგალითად ასკეტური ცხოვრებით მცხოვრები ბერები საერთოდ არ ემორჩილებიან ზიგმუნდ ფროიდისეულ წარმოდგენებს. გაცილებით მეტი ვიცით 1600 სინათლის წლით დაშორებული ცისფერი გიგანტი ვარსკვლავის დენების შესახებ, ვიდრე ხვალ რა მოუნდება ადამიანს, ან რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამა თუ იმ გარემოში. ციტატა ცნობილმა ნეოფროიდისტმა, ჟაკ ლაკანმა გონება და ცნობიერება, ე.ი. "მე" არაცნობიერის ილუზიად გამოაცხადა. მე შემიძლია მთელი მისი ნამოღვაწარი გამოვაცხადო ფანტომურ ილუზიად და ვერავინ ვერ შემეკამათება. ფსიქოლოგია ძალიან არა ზუსტი და ნახევრად ფილოსოფიური მეცნიერებაა. არ არსებობს მისი მტკიცებულებები, არ შეიძლება მისი გაზომვა ან რაიმეთი უნივერსალურად დადასტურება. არამც თუ დედუქციურად, არამედ ინდუქციურადაც ვერ დამიმტკიცებს ვერავინ მის უტყუარობას, სრულდება ერთი ინდივიდისთვის, მაგრამ არა მეორესთვის. ციტატა რა შეიძლება ყოველივე ამას მეცნიერულად დაუპირისპიროს მართლმადიდებელმა ქრისტინმა? რას? ფსიქოლოგია ძალიან ინდივიდუალური და აბსტრაქტულია, მას მართლმადიდებელმა მართლმადიდებლური მოძღვრება უნდა დაუპირისპიროს, რომელიც თავისთავად არის ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური რაობის განმსაზღვრელი. ქრისტეანული იდეოლოგია გვთავაზობს ადამიანის ცხოვრების, მორალის, ზნეობის, საკუთარ თავთან ბრძოლის, ცოდვის გაცნობიერების, მასთან ბრძოლის და საერთოდ სულიერი მდგომარეობის დახვეწის უამრავ საშუალებას და შემეცნებას. ამ ასპექტში ფსიქოლოგია შეიძლება არც კი ჩაითვალოს მეცნიერებად, ის რელიგიურ მოძღვრებაზე არაფრით არ დგას ზემოთ, პირიქით უფრო მოუწესრიგებელია. რაც შეეხება ზუსტ მეცნიერებებს და მათ შედეგებს, ვგულისხმობ: ასტროფიზიკულ თუ ბიო-ფიზიკურ შეგეგებს ამას მართლმადიდებელმა ქრისტეანმა არც არაფერი არ უნდა დაუპირისპიროს, ეს დოგმატური სწავლების ნაწილი არ არის. თუ ასეთი საკითხები გაინტერესებს იხილე ჩემი პოსტი თბილისის ფორუმზე: http://forum.ge/?showtopic=33767938&f=&st=30entry6707794 -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th August 2025 - 09:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი