აწყური, ზარზმა, საფარა, ჭულე, ვანის ქვაბები, ვარძია და სხვ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აწყური, ზარზმა, საფარა, ჭულე, ვანის ქვაბები, ვარძია და სხვ. |
იოანა |
Sep 24 2007, 04:48 PM
პოსტი
#321
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
დიდი მადლობა თამარს ასეთი კარგი ორგანიზებისთვის და მასპინძლობისთვის
ძალიან ნასიამოვნები და აღფრთოვანებული ვარ. ყველა ტაძარი საოცარი იყო, მაგრამ განსაკუთრებით მომხიბლა ვანის ქვაბებში ღვთისმშობლის მიძინების სახელზე გამოკვეთილმა პატარა ტაძარმა მთვარის ღრმულებიც მომეწონა გაიხარეთ ყველამ აქ გადმოიტანეთ და გააგრძელეთ სურათების დადება -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
იოანა |
Sep 24 2007, 06:07 PM
პოსტი
#322
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
იოანა ვარძიამდეა თუ ? ჯერ ვანის ქვაბებში ვიყავით და მერე წავედით ვარძიაში. ეს სად ჭულეში ხო ? ჭულეში წარწერები არ გვინახავს, ძალიან ბნელოდა ტაძარში. ბევრი წარწერა ვნახეთ ვანის ქვაბებში გამოკვეთილ იმ პატარა ტაძარში ვანის ქვაბებში იყო ასევე ორი ტაძარი, ერთი თუ არ ვცდები წმინდა გიორგის სახელზე ნაშენები შედარებით ახალი ტაძარი და მეორე იოანაე ნათლისმცემლის სახელზე (სურათი თუ გადაუღეთ დადეთ ), რომლის მხოლოდ საკურთხეველია დარჩენილი, იქვე საკურთხევლის მარცხენა მხარეს უზარმაზარი ლოდია, რომელიც მიწისძვრის დროს ჩამოიქცა. ტაძარიც მიწისძვრის დროს დაინგრა. მარიამმა მომითხრო ამ ტაძრის დანგერვის ისტორია: იქ სადაც სამონასტრო ცხოვრება იყო, იკრძალებოდა ჯვრისწერა. ერთ დიდგვაროვანს მაინც განუზრახავს ჯვრისწერა ამ ტაძარში და მიწისძვრაც, რომელმაც ტაძარი დაანგრია და უზარმაზარი ლოდი ჩამოაგდო, სწორედ ამ ჯვრისწერის დროს მომხდარა. -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 02:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი