აწყური, ზარზმა, საფარა, ჭულე, ვანის ქვაბები, ვარძია და სხვ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აწყური, ზარზმა, საფარა, ჭულე, ვანის ქვაბები, ვარძია და სხვ. |
იოანა |
Sep 24 2007, 04:48 PM
პოსტი
#1
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
დიდი მადლობა თამარს ასეთი კარგი ორგანიზებისთვის და მასპინძლობისთვის
ძალიან ნასიამოვნები და აღფრთოვანებული ვარ. ყველა ტაძარი საოცარი იყო, მაგრამ განსაკუთრებით მომხიბლა ვანის ქვაბებში ღვთისმშობლის მიძინების სახელზე გამოკვეთილმა პატარა ტაძარმა მთვარის ღრმულებიც მომეწონა გაიხარეთ ყველამ აქ გადმოიტანეთ და გააგრძელეთ სურათების დადება -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
tamara |
Sep 24 2007, 06:24 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აუ ხალხო ვერ ვტვირთავ სურათებს - რა ჭირს ამ ინტერნეტს!!!
სახლიდან ავქაჩავ.. ყველაზე სასაცილო იყო მეორე დღის დილას, მივდივართ საფარაში - ძალიან გევჩქარება, 7 საათის ნაცვლად გავედით 9 საათზე, და უცებ გვაჩერებს პოლიცია დიდი ავტომატით ხელში!!!! წინ მე ვიჯექი ბავშვებთან ერთად, ხოდა მიყურებს პოლიცია პირდაპრი თვალებში! ქალბატონო!!! გადმობრძანდითო, დევიბენი პაწა... გადავედი ცოტა დაბნეული... იმ დილით სახლიდან რომ გამოვდიოდით ადრე, ვჩქარობდით და სიჩქარეში დანით თითი დავიჭერი, ბავშვებმა ლეიკოპლასტირი მომცეს და შეხვეული მქონდა ერთ თითი .. ხოდა რომ გადმოვედი სამი ავტომატიანი პოლიციელი მიაშტერდა ამ თითს - ეს რა არისო? თითი გავიჭერი მეთქი.. ვუპასუხე გაოგნებულმა, საიდან მოდიხართო - და აბათუმანი ვუხსენეთ.. ახლა ხელები მაღლაო მითხრეს უნდა გაგჩხრიკოთო და მკლავები აიწიეთო.. ახლა კი ვიფეთქე! თქვენ რამე ხომ არ გეშლებათ მეთქი! იმისთანა დავუბრიალე თვალები, მარა მკლავები მაინც ავიწიე.. .. მერე ერთი ნორმლური მოვიდა და გვითხრა - პოლიციელი მოკლესო, ყაჩაღებში ერთი ქალი იყოო და დაიჭრა მკლავშიო.. ხოდა მოგვეშვა გულზე.. ისიც ვიფიქრე მძარცველები ხომ არ იყვნენ მეთქი გადაცმულნი.. მერე სასაცილო იყო - ეს ჩვენი ქალები რომ გამოცვინდნენ მანქანიდან და ყველამ მკლავები რომ გაიშიშვლა ერთდორულად - ყველა ერთად ყვიროდა - აი აიო.... ისე კი ანეგდოტი იმაშია, რომ ვიღაც ქალი ტყვიით დაიჭრა მკლავში და ეს მართლა პოლიციელები ჩემს გაჭრილ თითს იკვლევდნენ... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 02:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი