რაც არ ვიცოდი და ახლა გავიგე.. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რაც არ ვიცოდი და ახლა გავიგე.. |
marine |
Apr 24 2007, 01:43 PM
პოსტი
#201
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო საყვარელო ფორუმელებო, მოდით, აქ განვათავსოთ და ამით ერთმანეთს გავუზიაროთ ყველა ის ინფორმაცია, რაც აქამდე არ ვიცოდით და ახლა გავიგეთ, წიგნში ან ჟურნალში ამოვიკითხეთ და დაგვაინტერესა..
პილატემ დანაპირები შეასრულა "თუ ის ძე ღვთისაა, იგი აღდგება მკდვრეთით.." ბერძენმა ჰერმედიუსმა, იუდეის მმართველთა ოფიციალურმა ბიოგრაფმა, აღწერა პილატეს ცხოვრება. საინტერესოა, რომ ჰერმედიუსი თავიდან ქრისტეს მოწინააღმდეგე იყო და იგი მატყუარად მიაჩნდა. აი, რას წერს იგი პილატეს შესახებ: ქრისტეს ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე იუდეაში უნდა მოეჭრათ მონეტა ერთ მხარეს კეისრის (ტიბერიუსის) დიდი, მეორე მხარეს პილატეს მცირე გამოსახულებებით. ქრისტეს განსჯის დღეს, როდესაც პილატეს ცოლმა ქმარს ხალხი გაუგზავნა და სთხოვა სიცოცხლე შეენარჩუნებინა ქრისტესთვის, ცოლმა ჰკითხა პილატეს: "რით გამოისყიდი შენს დანაშაულს, თუკი შენგან გაწირული ადამიანი მართლაც ძე ღვთისა აღმოჩნდება და არა დამნაშავე?" პილატემ უპასუხა: "თუ ის ძე ღვთისაა, იგი აღდგება მკვდრეთით და მაშინ პირველი, რასაც მე გავაკეთებ, ის იქნება, რომ ავკრძალავ ჩემი გამოსახულების ამოტვიფრას მონეტაზე." უნდა აღინიშნოს , რომ რომაელებისთვის უდიდეს პატივი იყო მონეტაზე საკუთარი გამოსახულების აღბეჭდვა. როგორც ბიოგრაფი ჰერმედიუსი ამბობს, ყველაზე გასაოცარია, რომ პილატემ დანაპირები შეასურლა. როდესაც იგი დარწმუნდა რომ ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, მან, მართლაც, აღარ აღაბეჭდვინა თავი მონეტაზე. ჰერმედიუსის მონათხრობს სრულებით ადასტურებს თანამედროვე ნუმიზმატიკის მონაცემები. იმ დროიდან მოყოლებული მონეტებს იერუსალიმში ჭრიდნენ მხოლოდ კეისრის გამოსახულებით, პონტოელი პილატეს გამოსახულების გარეშე." "საპატრიარქოს უწყებანი" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
neo |
Sep 25 2007, 07:00 PM
პოსტი
#202
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა «И, проходя, увидел человека, слепого от рождения. Ученики Его спросили у Него: Равви! кто согрешил, он или родители его, что родился слепым?». Такой вопрос могут задать только те, кто имеет представление о карме, в том числе и родовой карме, и понимает, что человек рождается не с нулевой кармой, а откуда-то (из предыдущих жизней) ее берет. აბსოლიტურად არალოგიკური დასკვანაა... ღმერთი მოიღებს მშობელთა სულებისაგან ნაწილებს და ქმნის ახალ სულს... მშობლის ცოდვა რომ შვილებზე რომ გადადის ეს ქრისტიანობის ფუნდამენტური მოძღვრებაა და სწორედ მაგით განსხვავდება სხვა რელიგიებისაგან, მაგაში ჩანს რომ ადამიანი ცოდვილია დაბადებიდან და ის დამოუკიდებლად ღმერთი ვერ გახდება... რაც შეეხება კარმას ეს ქართულად ბედია, და ლოგიკურ წინააღმდეგობაში მოდის ,,თავისუფალი არჩევანისა" და ,,სიყვარულის ღმერთობის" იდეასთან... რაც არ შეიძლება რომ ოდესმე ქრისტიანულ ხედვაში ყოფილიყო, ამას ნებისმიერი ადამიანი მიხვდება ვისაც ქრისტიანობის არსი ესმის... კარმის არსებობის აღიარებამ აღმოსავლური რელიგიები ,,სიკვდილის" რელიგიებად აქცია... -------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 07:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი