![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დეკ. ანდრია |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
მინდა კიდევ ერთი გამოკითხვა შემოგთავაზოთ.
საეკლესიო საკითხავთა უდიდესი ნაწილი მედავითნეთა ბაგეებით მოგვეწოდება. შესაბამისად მათ გულმოდგინებაზე და სულიერებაზე დიდად არის დამოკიდებული, რამდენად აღვიქვამთ საკითხავთა სილამაზეს, სიბრძნეს და მათით გადმოცემულ ეკლესიის დოგმატურ სწავლებას. 1. რამდენად გვესმის ის, რასაც კითხულობს მედავითნე? 2. რა გვიშლის? 3. რას შეცვლიდით მედავითნეს მსახურებაში? (იგულისხმება ტემპი, ხმა, სიტყვათა გარჩევადობა და სხვა) -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
თამარი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 ![]() |
მინდა კიდევ ერთი გამოკითხვა შემოგთავაზოთ. საეკლესიო საკითხავთა უდიდესი ნაწილი მედავითნეთა ბაგეებით მოგვეწოდება. შესაბამისად მათ გულმოდგინებაზე და სულიერებაზე დიდად არის დამოკიდებული, რამდენად აღვიქვამთ საკითხავთა სილამაზეს, სიბრძნეს და მათით გადმოცემულ ეკლესიის დოგმატურ სწავლებას. 1. რამდენად გვესმის ის, რასაც კითხულობს მედავითნე? 2. რა გვიშლის? 3. რას შეცვლიდით მედავითნეს მსახურებაში? (იგულისხმება ტემპი, ხმა, სიტყვათა გარჩევადობა და სხვა) დამლოცეთ მამაო. ნამდვილად ბევრია დამოკიდებული მედავითნეს სულიერებასა და გულმოდგინებაზე. ესაა უმთავრესი, რაც მედავითნეს მოეთხოვება. მაგრამ ბევრი რამ მსმენელებზე, ჩვენს ყურადღებასა და სულიერებაზეც არის დამოკიდებული 1. ახალი მრევლი რომ ვიყავი, თითქმის არაფერი მესმოდა. მეც მქონდა სურვილი, რომ ახალი ქართული სტილით წაკითხულიყო საკითხავები. მაგრამ შემდეგ, როცა სახლშიც შევეჩვიე გიორგი ათონელისეული რედაქციით სახარების, ფსალმუნების კითხვას, ეს პრობლემა მთლიანად მოიხსნა. ვთვლი, რომ ძველი სტილი აუცილებლად უნდა დარჩეს, რადგან მასში გაცილებით მეტი სიღრმე და სულიერება იგრძნობა. 2. თუ რამე მიშლის, მხოლოდ საკუთარი დაუდგომელი გონება. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ტაძარში, შეიძლება ითქვას, იდეალური წესრიგი და სიჩუმეა წირვის დროს. 3. ჯერ არ შემხვედრია ისეთი მედავითნე (ყოველ შემთხვევაში, არ მახსენდება), რომლის მსახურებაში რაიმეს შეცვლას მოვინდომებდი. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა მედავითნეები გვყავს ტაძარში. სხვა ტაძრებში ყველა ასაკისანი მინახავს, მაგრამ არც იქ გამჩენია ასეთი სურვილი. მხოლოდ ჩემი მონდომება, გონების კონცენტრაციაა საჭირო, რომ გაუგებარი არაფერი დამრჩეს. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი