სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
Sep 25 2007, 10:39 PM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ამ თემას ვხსნი ჩვენი ფორუმელი staywhite-ის თხოვნით...
ნანა საინტერესო ინფორმაციებს და სურათებს მოგვაწვდის უცხოეთში არსებული არაქართული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების შესახებ ველით საინტერესო ინფორმაციას... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
| guest |
Sep 25 2007, 11:00 PM
პოსტი
#2
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
(სანამ სურათებს დავდებ, ჯერ ისტორიას განვათავსებ, ინტერნეტის სისუსტის გამო აქ სერბეთის სოფელში, ცოტა ძნელდება სწრაფი ატვირთვა)
ნიმნიკის მონასტერი, სერბია (გადაღებულია 25.09.2007, ზოგ სურათზე დატანებული თარიღი შეცდომითაა, ბატარეის გამოცვლის შემდეგ დამავიწყდა თარიღის გასწორება) მონასტრის აბრის თარგმანი: "Овај Храм потиче из доба Маричке битке, по предању зидао га је Војвода Кнеза Лазара звани Богосав. Задњи пут освећен је 1371.г. Новије реновирање спољно обављено је 1967.г. за време Настојатељице Игуманије Јустине и часних сестара." "ეს ტაძარი ჯერ კიდევ მარიცის ბრძოლის დროინდელი პერიოდისაა (* სერბების ბრძოლა თურქ დამპყრობელთა წინააღმდეგ მდინარე მარიცის სანაპიროზე, რომელიც კოსოვოს ბრძოლამდე იყო). გადმოცემის მიხედვით, აშენებულია თავადი ლაზარეს მხედართმთავარ ბოგოსავის მიერ. უკანასკნელად კურთხეულ იქნა 1371 წელს. გარე ფასადის უკანასკნელი განახლება მოხდა 1967 წ. მონასტრის პატიოსან დედათა მიერ წინამძღვარ იღუმენია იუსტინიას დროს." თურქებმა მეთოთხმეტე საუკუნეში,ასევე როგორც სერბეთში მთელი მათი თარეშის პერიოდში უამრავი ეკლესია-მონასტერი ააოხრეს, დაწვეს და გაძარცვეს. სავარაუდოთ მე-14-ე საუკუნის დასაწყისში აგებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერი მდებარეობს აღმოსავლეთ სერბიაში,რუმინეთის საზღვრის მახლობლად (საზღვარზე დასახლებული იყვნენ ვლახთა ტომები, რუმინელთა ერთერთი ძველი გენეტიკური შტო) . გადმოცემის მიხედვით, ვლახის ქალი ნიკოლინა მონასტრის მიმდებარე ტყეში ცხვრებს მწყემსავდა, როდესაც თურქმა ჯარისკაცებმა ჩამოიარეს, ეძებდნენ რა ზემოთხსენებულ მონასტერს. თურქებმა დაკითხეს პატარა ნიკოლინა: "где је манастир?” ანუ სად არის მონასტერიო, რამეთუ მონასტერი მიუვალ ადგილას ტყეში იყო დაფარული და ვერ აგნებდნენ. გოგონამ კი დამალა მონასტრის ადგილსამყოფელი და ვლახების ენაზე მიგო : “nišću nimnik” ანუ არაფერი ვიციო. განრისხებულმა თურქებმა ნიკოლინას ყელი გამოჭრეს. ხალხმა მკვდარი ნიკოლინა გადაასვენეს და იმ მონასტერთან დამარხეს, რომლის გადარჩენასაც გოგონა შეეწირა. მას შემდეგ ამ მონასტერს ნიმნიკის მონასტერი ეწოდა , პატარა ნიკოლინა კი წმინდანად იქნა შერაცხული (* წმ. ნიკოლინას მავზოლეუმში ანუ სიწმინდის კაპელაში არის ამ ისტორიის ამსახავი ფრესკები, იხ. სურათი). 1813 წელს თურქებმა ნიმნიკის მონასტერი უკანასკნელად გადაწვეს, გაძარცვეს და დაანგრიეს. 1825 წ. თავადმა მილოშმა განაახლა მონასტერი. დაახლოებით 1851-52 წწ. მონატერთან დაარსდა მორჩილთა სკოლა. 1936 წელს კი ნიმნიკის მონასტერში გაიხსნა დედათა მონასტერი,სადაც დღესაც იღწვიან პატიოსანი დედები. მონასტერს აქვს ორი კაპელა : ერთს ეწოდება "Светинја" ანუ სიწმინდე, სადაც წმინდა ნიკოლინას საფლავი იმყოფება, მეორე კაპელა კი მიძღვნილია "Покров Пресвете Богородице" (* ტერმინოლოგიის უზუსტობისათვის ვიხდი ბოდიშს, ისე კი სინქრონულად ნიშნავს - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მანდილს). მონასტერში ძველი რელიქვიებისგან შემორჩენილია 13 ხატი, რომლებზეც რუმინული იკონოგრაფიის გავლენა შეიმჩნევა. ფრესკები სიჩქარეში გადავიღე, სიბნელის გამო არც ისე სახარბიელო ხარისხია. მონაზონთა კელიები ვერ გადავიღე, იღუმენია არ იყო ადგილზე და მისი კურთხევის გარეშე არ მომცეს უფლება. კიდევ ვაპირებ მახლობელი ეკლესია-მონასტრების მოლოცვა-მონახულებას, თუ თქვენი სურვილი იქნება იქ გადაღებულ სურათებსაც დავდებ. გაიხარეთ. |
ნათია მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრები უცხოეთში Sep 25 2007, 10:39 PM
იოანა მსგავსი თემა არსებ... Sep 25 2007, 10:43 PM
ნათია
მსგავსი თემა არსე... Sep 25 2007, 10:47 PM
იოანა
ანი ამ თემაში ქართ... Sep 25 2007, 10:48 PM
ნათია
უი, მე მეგონა მარტო... Sep 25 2007, 10:54 PM
იოანა
:კი1: სურათებით კიდ... Sep 25 2007, 11:05 PM
staywhite ჯერ დავდებ იმ სურა... Sep 25 2007, 11:19 PM
ნათია
http://img204.imageshack.us/img204/1548/nimnik03y... Sep 25 2007, 11:21 PM
ალექსანდრე სერბი წმიდანების ც... Sep 25 2007, 11:29 PM
SaD-GhosT კი, მართლაც ძალიან ... Sep 25 2007, 11:29 PM
staywhite მადლობთ, ძვირფასებ... Sep 25 2007, 11:33 PM
ალექსანდრე staywhite
ჭეშმარიტად დი... Sep 25 2007, 11:46 PM
staywhite ალექსანდრე ,
ღმერთ... Sep 26 2007, 12:04 AM
staywhite პატიოსან დედათა სა... Sep 26 2007, 12:53 AM
staywhite დღეს, ჯვართამაღლებ... Sep 28 2007, 12:58 AM
ნათია
დღეს, ჯვართამაღლე... Sep 28 2007, 12:59 AM
staywhite ლურჯად დაწერილ თარ... Sep 28 2007, 01:01 AM
staywhite რუკუმიის მონასტერ... Oct 8 2007, 12:29 AM
staywhite ეკლესიის გარეთა ხე... Oct 8 2007, 12:42 AM
staywhite წმინდა საბას სახელ... Feb 9 2008, 04:33 PM
skeptikosi ბარსელონაში რომაა ... Apr 25 2008, 07:14 PM
nino-nino ეს წმიდა მარიამ ეგ... Apr 25 2008, 07:30 PM
kavkasioni ტხობა ერდის ეკლესი... Apr 25 2008, 07:32 PM
nino-nino თქვენის ნებართვით ... Apr 25 2008, 07:56 PM
zedela საინტერესოა ძააან.... Apr 25 2008, 07:53 PM
nana_007
საინტერესოა ძააან... Apr 25 2008, 09:17 PM
nana_007 http://i039.radikal.ru/0805/f2/69513759aaf8.jpg
... May 12 2008, 03:53 AM
kisish მარკესი May 14 2008, 12:29 PM
MRS გამარჯობა კეთილო ხ... Oct 3 2008, 04:39 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd December 2025 - 04:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი