ერქომაიშვილები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ერქომაიშვილები |
Nanio |
May 7 2007, 09:45 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
ერქომაიშვილები ხალხურ მომღერალ-მგალობელთა ტრადიციული ოჯახია, თომა, ივანე, გიორგი, გიგო და მისი 10 ქალ-ვაჟი, მათი შვილები და შვილიშვილები, გურული სიმღერის კარგი შემსრულებლები იყვნენ. განსაკუთრებით გამოსაყოფია გიგო და მისი 3 ვაჟი არტემი, ანანია და ვლადიმერი.
არტემი დაიბადა 1887 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მაკვანეთში. ის თვითნასწავლი კომპოზიტორი, ლოტბარი და მომღერალი იყო. ურთულესი გურული სიმღერების შესრულებას დაეუფლა ბავშვობაშივე. 1911 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. 1924 წლიდან ხელმძღვანელობდა ხალხურ გუნდებს სოფელ მაკვანეთში, ბათუმსა და მახარაძეში (ახლანდელი ოზურგეთი). 1929 წელს მისმა გუნდმა კონცერტები გამართა მოსკოვსა და პეტერბურგში და სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა. გუნდის რეპერტუარის თვალსაჩინო ნიმუშები ჩაიწერეს ფონოგრაფზე. 1950 წლიდან მახარაძის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობდა. იგი ქართული სასულიერო გალობის უკანასკნელი შემსრულებელია იყო. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორისტიკის კათედრაზე ინახება მის მიერ შესრულებული საგალობლის ჩანაწერი. არტემი გარდაიცვალა 1967 წლის 2 თებერვალს. ანანია დაიბადა 1894 წლის 3 იანვარს სოფელ მაკვანეთში. ის თავისივე ძმის, არტემის მოწაფე იყო. ჰქონდა მოქნილი, ფართო დიაპაზონის ხმა, ოსტატურად ასრულებდა ყველა ხმას. გარდაიცვალა 1977წლის 31 იანვარს. ვლადიმერი დაიბადა 1897 წლის 23 თებერვალს სოფელ მაკვანეთში. მან მოღვაწეობა დაიწყო არტემის გუნდში. შემდეგ იყო ოზურგეთის კულტურის სახლის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის ხელმძღვანელი, შემდეგ მახარაძის რაიონის სიმღერა-გალობის სკოლის პედაგოგი. მისივე ჩამოყალიბებულია ანსამბლი ელესა. ანზორი დაიბადა 1940 წელს ქალაქ ბათუმში, მისი მამა დავით ერქომაიშვილი, იყო ბრწყინვალე ბანი, სამწუხაროდ ის ნაადრევად გარდაიცვალა ავტოავარიის შედეგად. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1968 წლიდან ხელმძღვანელობს ვოკალურ ანსამბ რუსთავს. მას რუსთავთან ერთად აქვს 600ზე მეტი ხალხური სიმღერა მოძიებული. ის არის ავტორი მრავალი წიგნისა. ანზორ ერქომაიშვილი დღესაც განაგრძობს აქტიურ მოღვაწეობას ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისათვის. მას დიდი წვლილი მიუძღვის გალობის სკოლის გახსნაში. აქვე დავძენ რომ გურულ შემსრულებლებში ყველაზე მეტად ერქომაიშვილების სიმღერები და საშემსრულებლო მანერა მიყვარს. ჩვენ მშვიდობა - ძმები ერქომაიშვილების შესრულებით. -------------------- მეკენდარია? |
ართი ვარდი |
Sep 26 2007, 04:12 PM
პოსტი
#2
|
MARIAMI ჯგუფი: Members პოსტები: 2,359 რეგისტრ.: 15-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,658 |
Revaz
იქ იმდენი ''მაგარი ''სიტყვებია.... ............................................... ვასილ მახარაძემ რეპეტიციაზე პირველად რომ მიმიყვანა,შესვენების დროს ერთ მოხუცთან წარმადგინა და უთხრა:ეს ახალგაზრდა არტემ ერქომაიშვილის ბადიში(შვილიშვილი)გახლავთო.თეოფილემ''არტემის ხარ ,ბიჭო, შენ ?'' პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი რომ თეოფილემ გიდლის დასაკიდი თოკის მარყუჟივით გამონასკვა კრიმანჭული. ვასო მახარაძემ 1 ხმა დააწია, მე მივხვდი რომ თეოფილემ ''ალიფაშა''წამოიწყო და ბანი შევაშველე. კრიმანჭულის ისეთი კორიანტელი დააყენა, გულში ვიფიქრე, ღმერთო, ტონალობიდან არ გადამაგდოს-მეთქი. გავუძელი,როცა სიმღერა დავამთავრეთ, თეოფილემ გადამკოცნა და მითხრა: კი ყოფილხარ არტემის ბადიშიო .............................................................. ...უკვდავია ქართული სიმღერა ბაბუ, ხომ გახსოვს რომენ როლანის სიტყვები :''ბედნიერია ის კუთხე, სადაც ასეთი ხალხი ცხოვრობს, ბედნიერია ის ხალხი, ვისაც ასეთი სიმღერები აქვს'' -------------------- სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)
სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა... ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 08:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი