აბო-ქართველი წმინდანი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბო-ქართველი წმინდანი? |
ზებედე |
Jul 12 2007, 06:25 AM
პოსტი
#41
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
სამწუხაროდ, თემა დახურეს, სადაც მინდოდა გამერკვია რას ნიშნავს გამოთქმა "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო თემა დახურეს...თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი აზრი იმაზე, რომ ეროვნებით არაქართველი მოწამეეები, რომლებიც საქართველოში ეწამნენ ქრისტესთვის, ქართველი წმინდანები არიან. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ....
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
Ismail |
Sep 26 2007, 05:32 PM
პოსტი
#42
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
სამწუხაროდ, თემა დახურეს, სადაც მინდოდა გამერკვია რას ნიშნავს გამოთქმა "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო თემა დახურეს...თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი აზრი იმაზე, რომ ეროვნებით არაქართველი მოწამეეები, რომლებიც საქართველოში ეწამნენ ქრისტესთვის, ქართველი წმინდანები არიან. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ.... და არ შეიძლება რომ აბოს ქართველი წმინდანიო ვუწოდოთ? მერე რა რომ არაბი იყო, ეროვნებით იყო არაბი მარტო, ჩამოვიდა კაცი, გახდა მართლმადიდებელი, აქაურობაც შეუყვარდა და ასე ვთქვათ, გაქართველდა. არაფერი არაა იმაში შეცდომა და არასწორი, რომ აბო ჩვენი წმინდანიც იყოს და თუნდაც არაბების წმინდანიც (ქრისტიან არაბებს ვგულისხმობ, რომელთა რაოდენობა ასობით ათასია მგონი...). მსგავსად ამისა: იყოს თუნდაც იგივე ანთიმოზ ივერიელი როგორც ჩვენი წმინდანი (რადგან ის ქართველი იყო), აგრეთვე რუმინელებისა (რადგან ის იქ მოღვაწეობდა) და დაუძახონ რუმინელებმაც მას "თავიანთი" წმინდანი. ამით რა დაშავდება? და ზოგადად, წმინდანებს სარწმუნოება უფრო აქვთ, ვიდრე - ეროვნება. აბოსა და ანთიმოზ ივერიელის ამა თუ იმ ერისადმი კუთვნილების საკითხი არცთუ ისე მნიშვნელოვნად მიმაჩნია. P.S. გრეიგოლ ფერაძე პოლონელების წმინდანი როგორ უნდა იყოს ვერ გავიგე, რადგან პოლონელები კათოლიკეები არიან. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 03:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი