![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აფაჟარი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 18-July 07 მდებარ.: pelevdikea.. წევრი № 2,481 ![]() |
მოკლედ, გამარჯვება!
ხელოვნება, მით უმეტეს კეთილი ნებითა და სიყვარულით შექმნილი ყოველთვის იყო ხალხის სულის საკვები რელიგიასთან ერთად.. ისევე როგორც სჭირდებათ ადამიანებს ფიზიკური საკვები, რომ სხეულმა იცოცხლოს, ასევე საჭიროა საკვები საულისათვის და ესაა რწმენა და ხელოვნება.. კონკრეტულად პოეზია ყოველთვის იყო ხელოვნების ის დარგი, რომელიც ხალხს გარკვეულ იდეოლოგიას უნერგავდა.. იყო ყველაზე გაბედული, ხან მიუღებელიც მაგრამ მართალი, ბოლომდე ნაღდი და არა ყალბი, თავისი იდეის გამტარებელი და მებრძოლი.. ამისთვის ხოცავდნენ პოეტებს, მარტო ჩვენი პაოლოს, ტიციანის, ვალერიანის და სხვებისაც, შანდორ პეტეფი, პაბლო ნერუდა და ა.შ. პოეზია ესაა სულიერი ბრძოლის უფრო ხალხოსნური გზა, ხელოვნების ყველაზე უფრო სულიერი დარგი და ყოველთვის პროგრესიებადი და ახლის მთქმელი.. ხშირად ეს იყო მიუღებელიც, კრიტიკა გაისმოდა ყოველი კუთხიდან.. მე პირადად მაქვს წაკითხული გალაკტიონზე, ნიკო სამადაშვილზე, მირზა გელოვანზე დაწერილი კრიტიკული წერილები სადაც იმდროინდელი ფსევდოკრიტიკოსები მათ სამსობლოს მოღალატეებად მოიხსენიებენ და ერის დაღუპვის მცდელობაში დებენ ბრალს, მაგრამ გავიდა ხანი და დღეს ყველა აღიარებს რომ პოეტებმა შექმნეს ის მუხტი და იდეოლოგია, რამაც ალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთოდ სულიერ განვითარებაში.. ამის შემდეგ წამოვიდა მორიგი თაობა, მურამნ ლებანიძის, მუხრან მაჭავარიანის, შოთა ნიშნიანიძის სახით, აქ იმდენად ახალი არაფერი თქმულა, თითქოს ეს ყველაფერი საბჭოთა დინებას გარკვეულწილად მიჰყვებოდა.. და მერე უკვე 90-იანების თაობა, რომლებიც რაღაცას ცდილობდნენ მე თუ მკითხავთ, მაგრამ ეს მაიც გაუთვითცნობიერებელი დილეტანტიზმი იყო, სადაც ეპოტინებოდნენ ევროპისა და მეტად განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას.. მიუხედავად იმისა რომ ეს მართლმადიდებლური ფორუმია და ასევე პოეზიაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განხრაა სასულიერო პოეზია (სხვა რომარაფერი, პირველი პოეტური შენაქმენები დავითის ფსალმუნები იყო უდავოდ), მიუხედავდა მიასა მე მსურს რომ ამ თემაში ქართველმა მართლმადიდებლებმა საკუთარი აზრი გამოხატონ, კორექტულად სიყვარულით, თუნდაც რომ საწინააღმდეგო, თანამედროვე პოეზიის შესახებ.. მე შეძლებისდაგვარად შევეცდები აქ დავყარო ის ლექსები რომლებიც დღეს იწერება, ახალგაზრდა, მოზარდი თუ სულაც ცოტა დაღვინებული პოეტების მიერ.. ლექსები, რომელნიც ქმნიან თანამედროვე ქართული პოეზიის სახეს.. სხვათაშორის აღსანიშნავია, რომ პოეზია თავდაპირველი სახით იყო ურითმო, ისევ დავითის ფსალმუნების მაგალითს მოვიყვან და კიდევ უამრავი, გალობანი სინანულისანი და ა.შ. თუმცაღA განიცადა ფორმაცია და მოიპოვა რითმა, მეოცე საუკუნეში სამყარომ აღიარა რითმის უმნიშვნელობა და თავისუფალი წერის საშუალება მისცა პოეტებს, დღეს საქართველოშიცაა ტენდენცია.. მე პირადად ვაღიარებ რომ რითმაც ისევე საჭიროა როგორც მისი ალტერნატივა -0 ვერლიბრი, რადაგნ ადამიანს მარჯვენა ფეხიც იმ სიგრძე სჭირდება, რამხელაც მარცხენა აქვს, ხომ? მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მოდით ვისაუბროთ ქართველი მომავლის და თანამედროვე პოეტების შესახებ ![]() მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა, თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული. წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად! არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური! ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე (სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი). წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით... სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი. რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით, გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას. დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს... გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები. ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს... მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან, მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი... და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია - ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები, ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ, საფლავს მინაწერი წლების დეფისივით. ________________________ სიყვარულის კამიკაძე ბედთან ამბოხების მქვია ექსტრემისტი - რა ვქნა, თავის დახრას არ ვარ მიჩვეული. არრა მაბადია გარდა ლექსების და გარდა სიამაყის - რაღაც უჩვეულო. ხელში გადავითვლი ხურდებს კარამბოლით - ერთ ღერ კესანესაც ამით ვერ მივწვდები... შენი ფანჯრებიდან ისმის "ამაპოლა", გვერდი ავუარო - გულიც გამისკდება! მინდა შემოგძახო, მაგრამ რანაირი განცდა მეუფლება: მტრული გაციებით, ისე გამიცივდი... ადრე სხვანაირად იყო - გიხაროდი მეტად, გაცილებით. და მეც გილოცავდი, შენთვის მოგონილებს, დღეებს - სასწაულებს, ისე უცნაურად... ახლა შენს სარკმელთან ვდგავარ უქონელი, როგორც შემოდგომის ბოლო აზნაური. აღარც სიგელი მაქვს, აღარც ჰერალდიკა - წყალსაც წაუღია! ახლა მთავარია, კეთილ მეყვავილეს ერთობ ეგზოტიკურ, ლექსში გავუცვალო ივან და მარია. ღია ფანჯარაში გესვრი ყოჩივარდებს, მინდვრის ყვავილებით დაგხვრეტ... გამექეცი! ბედთან უიმედო ჯანყის ყოჩი ვარ და შენი სიყვარულის მქვია კამიკაძე. _______________________________ განწირული თაობა გუშინ - ვერ დაბრუნდა ბავშვობა ომიდან... დღეს - რომ ვერ "გვიხმარეს", შემოგვდგნენ წიხლებით... ხვალ - ალბათ გამოვალთ როდესმე კომიდან... ზეგ - ჯერ არ მოსული სიბერით ვიღლებით... რა გვახსოვს? - ტვინების ღვრა თავის ქალიდან... და ნატყვიარები ხერხემლის მალებში... ვერა, ვერ ამოხვალ, შენ, ჩვენი ვალიდან, ღმერთო... და ვერასდროს ჩაგვხედავ თვალებში! გიორგი საჯაია -------------------- მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
|
![]() ![]() |
თათი87 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
სოსო ლიპარტია
ცივი კუბოს კედლებს გვამი შევაკედლე ცივი კუბოს კედლებს გვამი შევაკედლე, მიწამ დამიძონძა ფრთები ფერიების... მტვერში ჩაიწურა ცოდვით შენაფერი ჩემი მკრთალი სულის პერიფერიები... ღამეში ჩამოჭკნა უდაბნოს ყვავილი, მცხუნვარე ქვიშებით დალექა წარსული, შორიდან მოისმის ჩუმი მოძახილი _ _ მწუხარე ფიქრებით სახლიდან წასულის. ცხედარს აცილებდნენ სამრეკლოს ზარები (ტაძართან ესვენა ყვითელი ფოთოლი). ალბათ, ფოთოლივით მეც მივებარები ობიან სამყაროს, მარტო და ობოლი. სიბნელე დააწვა სანთელს მოციმციმეს, შუქი ფერმკრთალდება ლოცვებით დაცული. მთვარის იალქანთან ვარსკვლავი იძინებს, როგორც სულამითა _ სპეტაკი ასული. დასავალისაკენ აღმოსავალიდან სული იკარგება ლოცვას მოწყვეტილი... დედამიწის გარეთ ვრცელი ტრამალია, უმყოფობისფერი ფიფქით მოფენილი... მიწა _ ტყვიისფერი სისხლით დაჩხვლეტილი, მაწანწალა ცხედარს გულზე დამაფრქვიეს... სადღაც მეძახოდნენ ხმებით ჩაწყვეტილით, მაგრამ სიბნელეში ვერრა გავარკვიე... ცივი კუბოს კედლებს გვამი შევაკედლე, მიწამ დამიძონძა ფრთები ფერიების... მტვერში ჩაიწურა ცოდვით შენაფერი ჩემი მკრთალი სულის პერიფერიები... სიჩუმის ღრიალი მურით დასვრილი მზე ეფარება ხის მაღალ ტოტებს, სიტყვად ქცეული დღე იცრიცება სიჩუმეს ჰპოვებს, ფიქრში დამწვარი სიგარეტები ძარღვს ავიწროვებს, სხეულის თრევით სული ეცემა სილაღეს ტოვებს, სისხლში გასვრილი დამპალი ხორცის სუნი სდის ქუჩებს, ცრემლში დამდნარი დედის კივილი აყვითლებს ფურცლებს, სანთლით გამთბარი ლურჯი ტუჩები სიმართლეს ახმობს, ყავის სურნელით აყროლებული ცხოვრებას არ სცნობს, სიცარიელეს თასით შეუსვავს მდუღარე სისხლი, დროს დაუდია სიმარტოვესთან უვადო ფიცი, ფიქრს შეუსანსლავს ქვეყნად ნათელი, მოჰფინა ბინდი, კითხვა ნაოჭით გადაიფარა, თვალები ცივი სადღაც სივრცეში ჩრდილებს დაჰყვება შეპარულ სხივით, ნატრობს იმ დღეზე, როცა განგება შემოსავს ყვითლით, მწვანედ ქცეული სავსე დღეები სიმართლის ძებნით, თავჩაქინდრული დედა ირწევა ძარღვების ფეთქვით, მთვარე ღრუბლებში გადაკარგული შეამჩნევს წამით, კაბის ქვეშ ძაძებს, ღიმილის უკან უსაზღვრო დარდით, დაბერებული თვალი აჰყვება ჩამომხმარ ხეებს, ღრიალი სიჩუმეს მოეფარება, სიკვდილი დღეებს. რობერტ ჯინჭარაძე აბა რა გექნა? წლებმა იარა ნაწყვეტი) წუხელ სიზმარში გამომეცხადე, მომღიმარ სახეს ცრემლი სდიოდა, წუხელ ახლოსაც არ გამეკარე და პატიებას მთხოვდი, გციოდა. ნუთუ შენ მართლა ასე მოიქეც?! ნუთუ ჩემ ბედზე ყვავმა დაჩხავლა, ღმერთო, შენ ასე შორეთ გამექეც, რაღად მომტაცე წყარო ანკარა? მაგრამ უეცრად თავდაღონებულს, გონებამ მკვირცხლად გამიზიარა: \" – მე შენი გზები ყველა ჩავკეტე, აბა რა გექნა? წლებმა იარა.\" აგერ, კარები რკინის გაიღო, ზედამხედველი ჩვეული ხოხმით შემოდის, მზერა ჩემსკენ აიღო და მომაწოდა კონვერტი ოხვრით. ვკითხულობ წერილს ცრემლით შევსებულს, შენი ნაზი ხმა შორიდან მესმის, ვკითხულობ წერილს და არამჯერა, მაგრამ ხმა შენი მაინც მომესმის: \" – ჩემო ძვირფასო წლებმა იარა და ვპოვე ჩემში დარდი-იარა, მე მოლოდინი შენი გავიქრე ალბათ ქარ-ცეცხლმა გადამიარა...\" -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 12:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი