![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მატასი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
-------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
![]() ![]() |
rock |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა იბადება პიროვნება, რომელიც დეტალებშიც კი ისეთია, როგორიც ნაწინასწარმეტყველები ანუ შენ ამბობ, რომ იესო ძველი აღქმის ნაწინასწარმეტყველები მესიაა. ჯერ ერთი მე შეკითხვები მარტო სახარების ავტორებზე არ მქონია, მარა გავიარეთ. გავარჩიოთ იესოს და ძვალი აღქმის მესიის თანხვედრა? ბიბლიის ტექტებით გავარჩიოთ? გინდა? ციტატა აქ საინტერესოა არა მარტო ის გარემოება, თუ რას წერენ ქრისტიანები, არამედ ქრისტიანობასთან დაპირისპირებული რელიგიები და უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ამ თვალსაზრისით არის იუდეური მიმდინარეობის აპოლოგეტური ნაშრომები, სადაც არც უდეველი ავტორები მალავენ იესოს პიროვნულობას და მის დაბადებას იმ დროს და ადგილას, არ მალავენ ასევე სასწაულებს აი ეს პირველად მესმის და ძალიან მაინტერესებს. შეგიძლია მომაწოდო? ციტატა რატომ ეწამნენ მოციქულები? ეგ საიდანღა ვიცით? ციტატა ამაზე პასუხი მავანს აქვს ასეთი, რომ ისინი იყვნენ ფანატიკოსები, მაგრამ აი აქ არის აქილევსის ქუსლი, მოდი ვნახოთ რა არის ფანატიზმი? ფანატიკოსს სჯერა რომ ესა თუ ის მოვლენა სწორად არის აღწერილი რომელიმე წერილში, ანუ მისი სიკვდილის მიზეზი არის რწმენა რომ სადღაც წერია რაღაც და ის სწორია...ანუ მას სწამს რომ ის სწორია...ახლა გადავიდეთ უკან დროში....რისი სჯერა თავად მოციქულს? მას არ შეიძლება სჯეროდეს, რომ მისი წინამორბედმა რაც თქვა (რომ იესო აღდგა) მართალია, რადგან ეს წინამორბედი თავად თვითონაა, და ვინაიდან სიკვდილზე მიდიხარ რწმენის გამო, მას დარჩენია ერთი რამის რწმენა, რომ წამდეს რომ თავად იხილა და რადგან მიდის სიკვდილზე ე.ი. მართლაც იხილა აღმდგარი ქრისტე. მარტვილობა მოციქულებისა არ არის ფსიქოლოგიური მოვლენა რადგან ეს მოხდა: 1. სხვადასხვა დროს და 2. სხვადასხვა ადგილას რაც გამორიხავს ე.წ. მასის ფსიქოლოგიურ ასპექტს, ამიტომ ჩვენ ქრისტიანებს გვჯერა რომ, რადგან საღი აზრი გვკარნახობს რომ მოციქულებმა თავი დადეს იმაზე რაც იხილეს, ე.ი. მართლაც უხილავთ. მართალი ხარ, მაგრამ საიდან ვიცით, რომ მოციქულები აწამეს? საიდან ვიცით თუ რისთვის აწამეს ისინი? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი