საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Sep 27 2007, 05:13 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ლაზთა მეფეები
მალასა მალასა - ლაზთა (ეგრისის) მეფე II ს. 30-იანი წლებისთვის, იხსენიება კაბადოკიის რომაელი ლეგატის ფლავიუს არიანეს პატაკში იმპერატორ ადრეანესადმი - ეს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული გარნიზონების ინსპექციის ანგარიშია. მალასა ტახტზე თურმე ადრიანეს დაუმტკიცებია. ლაზთა მეფე რომაელთა მეგობარი და მოკავშირეა. ლიტ.: გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ. წ. I - III სს. სინ. ტ. I თბ. 1970 ბაკური ბაკური/პაკორი - რომაელი ავტორის იულიუს კაპიტოლინის ცნობით, ლაზთა მეფე II ს. შუა ხანებისათვის, რომის იმპერატორის ანტონინე პიუსის მიერ ხელდასხმული. თუმცა რომაული ჰეგემონია შიდა რაიონებში საკმაოდ ეფემრული ხასიათი იყო. დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური მესვეურების მიმართ რომაული ინვესტიტურის აქტის გამოყენებას, შესაძლოა, საფუძველი ჩაეყარა ანტონინების დინასტიის მოსვლასთან ერთად I ს. მიწურულს. განსხვავებული სიტუაციაა ზღვისპირეთში. ის ოკუპირებულია, ალბათ, უკვე ნერონის ხანიდან მოკიდებული. ლიტ.: გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ. წ. I - III სს. სინ. ტ. I თბ. 1970 თ. დუნდუა, კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, თბ. 1993. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი