ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი |
ნათია |
Sep 14 2007, 04:24 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
#41
მიშიკო მჭედლიძე, 14 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალი, მე-19 კორპ. ბინა#4 ტელ: 32 53 42 ჩემი დიდი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი, რომელიც ჩემს კლასში ყველას აქვს. ჩემი მშობლები ასაკოვნები და უმუშევრები არიან და ტელეფონის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ძალიან გთხოვთ, ამისრულეთ ეს ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. ელენე ლეჟავა, 4 წლის. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის პირველი კვარტალი. მე-5 კორპ. ბინა#3 ტელ: 74 94 58 ჩემი ნატვრაა დიდი და ლამაზი ბარბის სახლი, რომლითაც ვითამაშებ ჩემს პატარა დაიკოსთან ერთად. Gგთხოვთ, ამისრულეთ ნატვრა. ზია შუბლაძე, 44 წლის. წყალტუბო, გ.ტაბიძის 1ა/5 ტელ: L2 45 46 ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფეხის საკერავი მანქანა. M მადლობელი ვიქნები, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ. ნინო შაფაქიძე, 15 წლის. ოზურგეთის რაიონი სოფ. ვაკიჯვარი. ტელ: 898 62 90 47 ჩემი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი. ვარ ობოლი, მზრდიან ბიძა და ბიცოლა. მალე 16 წელი შემისრულდება. არასოდეს არ მიმიღია საჩუქარი. როგორც ყველა მოზარდს, მეც მინდა მქონდეს ტელეფონი, რომელიც დღემდე ჩემი აუსრულებელი ნატვრაა. თუ ვინმე ტელეფონს მაჩუქებს, ჩემი ცხოვრების მანძილზე მისი მადლობელი ვიქნები. ილია ბუხრაძე, 12 წლის. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, 34ბ. ტელ: L77 15 74 ძალიან, ძალიან გთხოვთ მობილურ ტელეფონს ჩემი ძმისთვის, რომელსაც 8 აგვისტოს 14 წელი უსრულდება. ღმერთი გაგახარებთ ჩვენი გახარებისთვის. Gგულისფანცქალით ველოდებით ტელეფონის ზარს. Gმადლობთ რომ არსებობთ. ნაუმი ლიპარტელიანი, 61 წლის. რუსთავი. Mმე-17 მ/რ. მე-8 კორპ. Bბინა #44 ტელ: 18 36 39 ვარ მეორე I ჯგუფის ინვალიდი. Mმყავს სამი შვილი. Eერთი ბავშობიდან ინვალიდია. 21- ე საუკუნეში ოჯახში არავითარი ტექნიკური საშუალება არ გვაქვს. აAრც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა... თუ დაგვეხმარებით, მადლობლები ვიქნებით.. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Sep 27 2007, 06:38 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ეკატერინე თევდორაძე, 36 წლის. თბილისი, სამტრედიის ქ#3ა ბ-14.
ჩემი უდიდესი ნატვრაა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მომეცეს ღვთის შეწევნით უდიდესი შანსი, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე წმინდა მიწაზე მოვხვდე. ბოდიშს გიხდით თამამი განცხადებისათვის. ციტატა ნატვრა ასრულებულია! ნიკუშა 15 წლის. თბილისი. ტელ: 8 95 73 69 08 ვარ მე-11 კლასელი. დედა სტუდენტი იყო, როცა მამაჩემმა მიგვატოვა. ბებიამ სოფელში წამიყვანა და იქ მზრდიდა. დედა თბილისიდან გვეხმარებოდა, ის გვარჩენდა. მაგრამ ცუდად გახდა და პურის ფულიც დავკარგეთ. დედამ სამი თვეა რთული ოპერაცია გაიკეთა, ძალიან სუსტადაა. მას ახლა კარგი კვება და სითბო სჭირდება, ჩვენ კი წამლის საყიდელი ფულიც არ გვაქვს. იქნება ვინმემ ყურადგება მოგვაქციოს. იმედით დაველოდებით. თორნიკე თოდუა, 13 წლის. ჩოხატაურის რ-ნი, სოფ. კოხნარი. ტელ: 8 93 38 53 07 ჩემი ნატვრაა მქონდეს ტელევიზორი. მე და ჩემი და-ძმა ყოველთვის მეზობელთან ვუყურებთ, მაგრამ ჩემს დას, რომელიც 4 წლისაა, ამ კვირაში ოპერაციას უკეთებენ, რომელსაც ორივე ფეხის ამოვარდნილობა და განუვითარებელი მენჯი აქვს. ექვსი თვე არ შეიძლება მისი წამოდგომა. ლოგინად უნდა იყოს. ამიტომ მისთვის გთხოვთ ტელევიზორს. წინასწარ გიხდით მადლობას, ღმერთმა დაგლოცოთ. ნადია ფხაკაძე, 84 წლის. ქუთაისი, გრიგოლ ხანძთელის 21/34 ტელ: 5 22 18 მაქვს სმენის პრობლემები, რომელიც უფრო გამიუარესდა, მესაჭიროება სმენის აპარატი. გთხოვთ ამისრულოთ ნატვრა... ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. მერი კობახიძე, 69 წლის. თბილისი, გურამიშვილის #12ა კორპ. ბ.31 ტელ: 61 59 95 ჩემი ნატვრა გაზქურა, რადგან ჩემი გაფუჭდა და ვერ ვსარგებლბ. ახალს ვერ ვყიდულობ. გულით გთხოვთ ამისრულოთ ეს ნატვრა. გიხდით დიდ მადლობას. გფარავდეთ უფალი. ვარვარა ავალიშვილი 88 წლის, თბილისი, ჩუღურეთი, სანთლის შესახვევი #16. ტელ: 96 38 31 ჩემი ნატვრაა ტელევიზორი. იფიქრებთ, ამ მოხუცს რისთვის სჭირდება ტელევიზორიო. დაღამდება თუ არა, საწოლზე ვარ მიჯაჭვული, არაფერი ვიცი, რა ხდება ამ ქვეყანად. ვიდრე ცოცხალი ვარ, ხომ მინდა ყველაფრის გაგება? მეზობელს ხომ ვერ შევაწუხებ ყოველ ღამე? გთხოვ დამეხმაროთ. თეონა ბრეგვაძე 16 წლის. თერჯოლა, სოფ. თუზი ტელ; 8 55 18 10 40 მყავს პატარა მამიდაშვილი მარიამ ჩაფიძე, რომელიც სმენადაქვეითებულია და შესაბამისად ვერც ლაპარაკობს. ესაჭიროება ოპერაცია. ნაწილის ურიცხავენ, მაგრამ დარჩენილი თანხაც ძალიან დიდია, რადგან ოჯახი გაჭირვებულად ცხოვრობს. იქნებ ვინმე გამოეხმაუროს ჩემს ნატვრას და პატარა მარიამს ოპერაცია გაუკეთონ. გთხოვთ, ჩემი ოცნება და ნატვრა როგორმე ამიხდინოთ. ციტატა ასრულებულია! ნაზიკო აზარიაშვილი 67 წლის. საგარეჯო, ჭავჭავაძის 97 ტელ: 8 95 28 46 80 ჩემი ნატვრაა მქონდეს ოჯახში სისხლში შაქრის საზომი ხელსაწყო და წნევის აპარატი, რადგან მე და ჩემი მეუღლე ვართ დიაბეტით დაავადებულები. მადლენა გოგიშვილი. 57 წლის. თბილისი, გლდანის IIIა მკ/რ, მე-18 კ. ბ.#64 ტელ: 59 02 63 ვარ მარტოხელა პენსიონერი, გულზე ნაოპერაციები, მაქვს დიაბეტი, სისტემატურად ვიღებ მედიკამენტებს. ჩემი ერთადერთი ნატვრაა, მქონდეს სარეცხის მანქანა. წინასწარ გიხდით მადლობას. მჯერა, რომ ნამდვილად შემისრულებთ ამ თხოვნას. ქეთო მაისურაძე, 80 წლის. თბილისი, ხუდადოვის #7. ტელ: 96 38 34 ჩემი ნატვრაა გაზქურა. თუ ვინმე მაჩუქებს, მადლობას ვეტყვი და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 11:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი