![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, სოხუმი დაიკავეს აფხაზურმა სეპარატისტულმა შენაერთებმა რუსი სამხედროებისა და ჩრდილოკავკასიელ მოხალისეთა დახმარებით
აფხაზეთის ომი, 1992 წელს, 14 აგვისტოს, ჯვრის შემოყვანების დღესასწაულზე დაიწყო, გაგრძელდა 13 თვე და 13 დღე და დასრულდა ჯვართამაღლების დღესასწაულზე. საგულისხმოა, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ეკლესიის დიდი მნათობის, იოანე ოქროპირის ხსენების დღეს, რომელიც აფხაზეთში აღესრულა და კამანში განისვენებდა დღევანდელი დღე ჩვენ შეცდომებზე დაფიქრების დღეა.... აფხაზეთის უწმიდესი, მოციქულთა მიერ განწმენდილი და წმინდანთა სისხლით მორწყული მიწა ცოდვისა და აღვირახსნილობის ბუდედ რომ გვქონდა გადაქცეული... ![]() ჯვრის მსასოებელნი არ ვიყავით, უფალო, და ჯვრის დღესასწაულზე ინებე ამ კუთხის დედასამშობლოსაგან დროებით მოწყვეტა, რათა შევინანოთ და შენ კვალს შევუდგეთ როგორც ჩვენმა უწმიდესმა მამამთავარმა ბრძანა ჯერ კიდევ 10 წლის წინ, საქართველო მხოლოდ ჯვრიანი დროშით დაბრუნდება სოხუმშიო. მეუფე დანიელმა კი კითხვაზე, როდის დავბრუნდებით აფხაზეთშიო, უპასუხა: - როცა უფალთან დავბრუნდებითო იკმარე, უფალო, ჩვენ ცოდვილთა ცრემლი და სინანული და აღგვიდგინე ღვთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა! ღმერთო, გადაარჩინე და გაამთლიანე სრულიად საქართველო! ამინ! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
ნიანია |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 ![]() |
ციტატა ბიძაჩემს აფხაზეთის დატოვებისას, სვანეთის ჯოჯოხეთური გზის გამოვლა მოუწია, ყვება ხოლმე როგორ ადნობდნენ წყალს რეზინის ჩექმებში ერთ ქალს თურმე ზურგზე მოკიდებული ბავშვი შეეყინა და ვერ მიატოვა, ზედ დააკვდა ეს საშინელი დღეები, ადამიანური მგლურობისა და ომის საშინელების გახსენების კიდევ ერთი მოტივია და ჩვენ უნდა ვუთხრათ ომს - არა! მნათე ძალიან დამიმძიმე გული ჩემო კარგო. ღმერთო, ჩვენ კიდევ ვბედავტ და რაღაცეები არ მოგვწონს დევნილების ქცევაში. მაგალითად, მათი ემოციური გამოსვლები და მოთხოვნები ბევრს აღიზიანებს და უკვირს რატო იქცევიან ასე. არადა ეს ხალხი ქვებს რო არ ისვრის ეგაა საკვირველი. ჩვენ რომ ჩვენს სახლებში თბილად ვისხედით ეს ხალხი საკუთარ ხორცს იგლეჯდა სიცივისა და ტკივილის გამო. არა, მართლა ძნელია ამ ხალხს ეს ტკივილი დაავიწყო. გამორიცხულია... -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
Ismail |
![]()
პოსტი
#3
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
მნათე ძალიან დამიმძიმე გული ჩემო კარგო. ღმერთო, ჩვენ კიდევ ვბედავტ და რაღაცეები არ მოგვწონს დევნილების ქცევაში. მაგალითად, მათი ემოციური გამოსვლები და მოთხოვნები ბევრს აღიზიანებს და უკვირს რატო იქცევიან ასე. არადა ეს ხალხი ქვებს რო არ ისვრის ეგაა საკვირველი. ჩვენ რომ ჩვენს სახლებში თბილად ვისხედით ეს ხალხი საკუთარ ხორცს იგლეჯდა სიცივისა და ტკივილის გამო. არა, მართლა ძნელია ამ ხალხს ეს ტკივილი დაავიწყო. გამორიცხულია... ამ ზაფხულს კოდორის ხეობაში ვიყავი და ის გზა გავიარე, რომელიც ლტოლვილებმა გადმოიარეს მაშინ. დაახლოებით 70 კილომეტრია მხოლოდ და ისეთი საშინელი სავალია, რომ 8 საათი (!) უნდა სამხედრო კამაზით. რომ წარმოვიდგინე, რა იქნებოდა ზამთარში იმ გზის ფეხით გავლა... ოქტომბერში უკვე დიდი თოვლი არის ხოლმე იქ... მართლაც საშინელებაა....... -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 09:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი