სიყვარული ფორუმზე - პირველადი ინფორმაცია ახლებს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული ფორუმზე - პირველადი ინფორმაცია ახლებს |
მნათე |
Jul 13 2007, 12:19 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
თემა იხსნება, ფორუმის წევრთა მოტივირებისთვის... ალბათ როცა რეგისტრაციას გადიოდით, ბანერზე დალანდეთ რომ ფორუმი გახლავთ "მართლმადიდებლური" პროფილის ( ), ა.გ თქვენ უკვე გარკვეული წინასწარი ინფორმაცია მიიღეთ მასში განთავსებულ ტექსტურასა თუ მპოსტავ იუზერებზე... მაგრამ ვფიქრობ დროა გავიაზროთ, რომ ეს ღვთაებრივი სიტყვა - ბერძნული ორთოდოქსიის შესატყვისი რომ არის და სწორედ დიდებას გულისხმობს, სულაც არ გახლავთ ასეთი მშრალი და იდეოლოგიური, როგორადაც მას ხშირად წარმოადგენენ... მართლმადიდებლობა ეს არის მადიდებლობა და რწმენა სიყვარულში, უკეთ - რწმენის გავრცელება სიყვარულში, კიდევ უკეთ - რწმენისა და ჭეშმარიტების დამოწმება სიყვარულით! - თითოეული ადამიანი, რომელიც ფორუმზე შემოდის, რა თქმა უნდა ხვდება ეკლესიურ გარემოში, რადგან მპოსტავთა აბსოლუტური უმრავლესობა ეკლესიის წევრია - მაშასადამე ისინი ჩვენგან მოელიან რაღაც არაჩვეულებრივს თუ არა, განსხვავებულს მაინც, ასეთ ადამიანებს რამდენიმე რამ მინდა ვუთხრა: 1. ღმერთი ადამიანებით არ იზომება და ნურც თქვენ გაზომავთ მას ჩვენით. 2. მართალია ჩვენ გვევალება ვიყოთ "ამ სოფლის მარილი", მაგრამ ხშირად ჩვენსავე სამარილეში, წიწაკის მეტი არაფერია. 3. ეკლესია თითქმის ყველა საუკუნეში სამწუხაროდ ისევ ადამიანთა დაუდევრობისა და ურწმუნოების გამო ასეთ ქარ-ცცეხლში იყო, თავად პავლე მოციქულს უწევდა მკაცრი გამონათქვამების მთელი ნუსხის მიწერა მაშინდელი ქრისტეანული თემებისადმი, რომელიც საოცრად ეხმიანება ფორუმის ყოფას: "თუკი ერთიმეორეს ჭამთ და შეურაცხყოფთ, ფრთხილად იყავით ერთმანეთი არ გაწყვიტოთ" (გალატ 5,15) "ყველა თავისას ეძებს და არა იმას, რაც სათნოა ღვთისათვის" (ფილიპ. 2; 20-21) ეს ნუ დაგაბრკოლებთ, რადგან ჩვენ მხოლოდ ვიღწვით სრულყოფილებისთვი, ჩვენი მიზანია აღარ ვიყოთ მშრალნი, ნელთბილნი და უსიყვარულონი! " ხოლო მე შეგაგონებთ ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს, და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებული იყოთ გონებითა და აზრით (კორ. I, 1,10) ჩვენი ვალია გვიყვარდეს, რადგან ქრისტეს სურს ამ ქვეყნის ბრძენთა და ფარისეველთ, სწორედ ჩვენი უანგარო ერთგულებით დასცინოს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
komisia |
Sep 28 2007, 12:04 PM
პოსტი
#2
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
ჩემი აზრი:
ამ ფორუმზე ვიპოვე ბევრი ისეთი ადამიანი, როგოებსაც ძალიან დიდი ხანი ვეძებდი. არა მარტო ვიპოვე, არამედ გავიცანი და ძალიან ახლსო დავუმეგობრდი (ანუ დები და ძმები შევიძინე). მგონი, იდეური მეგობრები გაცილებით ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე სხვადასხვა მიზეზებით ერთად მყოფი ადამიანები (კლასელები, ჯგუფელები [თუმცა ამას თქმაც არ უნდა რომ ჩემი კლასელებიც და ჯგუფელებიც და-ძმასავით მიყვარს]). თან ისე თბილად შემხვდა ეს ხალხი რო რავი... ერთს დავძენ, რომ ჩემი ამ ფორუმზე მოსვლა ნ.რ.-ს დამსახურებაა დიდი მადლობა მას (უკვე ჩემს დას). ერთ-ერთი აქ გაცნობილი კარგი ადამიანის მაგალითია ჩემ ზემოთა პოსტის ავტორი მართალია ხანდახან გაუგებრობებიც ხდება, მაგრამ ამას თავისი მიზეზებიც აქვს.... საერთო ჯამში ამ ფორუმის კარგი ძალიან მკვეთრად ჯაბნის ცუდს. გაიხარეთ გამრავლდით თქვენი ერთგული საქართველოს ფოლკლორისა და ეროვნული თვითგადარჩენის კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის პრესცენტრის ჯგუფის ნეოქარიზმატული დირექტორი გიორგი ბერიკელაშვილი (მაგრა მიყვარს ამ თანამდებობის ხშირ-ხშირად გამეორება ) -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 10:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი