ნაკლოვანება ხატზე?, კანონიკურობის საკითხი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაკლოვანება ხატზე?, კანონიკურობის საკითხი |
კანუდოსელი |
Jul 17 2007, 01:15 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია ხატწერის გაუბრალოებისა და საერთოდ გამიწიერებისა. წმინდანის ხატი უპირველეს ყოვლისა გადმოსცემს ფერისცვალების, განღმრთობის იდეას. ხატი არ არის ფოტოგრაფიულად ზუსტად შესრულებული ნახატი, ის ონტოლოგიურ რეალობას გამოხატავს, ანუ იმას, რაც არის მიზანი თითოეული ადამიანისა, ანუ განღმრთობა. ამიტომაც არის, რომ მაგალითად უდიდესი სიწმინდე იესო ქრისტეს სუდარა ვერასოდეს ვერ დაიკავებს ხატის ადგილს, ვინაიდან მასზე იესო ქრისტეს მკვდარი სხეულის ფოტოგრაფიული სახეა გადმოცემული...მკვდარი და არა აღმდგარი - ეს რა თქმა უნდა არანაირად არ აკნინებს ამ უდიდეს სიწმინდეს.
აი ამ გადასახედიდან გაუგებარია ბოლო დროის ხატებში ისეთი ელემენტების შემოტანა, რაც ხატის, როგორც სასუფევლისკენ მიმართული სარკმლის იდეას რბილად რომ ვთქვათ არ ეთანადება. მაგალითი შეიძლება იყოს, წმინდა მატრონას ხატი, სადაც ის გამოხატულია ბრმა...მგონი ეს დარღვევაა სწორედ იმ უმთავრესისა, რასაც ხატი ეწოდება და რაც სამწუხაროდ ხატის, როგორც ფოტოგრაფიული ნივთის - ნახატის იდეას უფრო შეეფერება. ვისაუბროთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ქევანა |
Sep 29 2007, 04:45 PM
პოსტი
#2
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
რამდენადაც მე მასწავლეს და როგორაც მასწავლეს, იკონოგრაფია მკაცრად მოქმედებს დადგენილი კანონებით, რომელიც ჩამოყალიბდა ადრეულ საუკუნეებში...
ასე რომ, წმინდანთა გამოსახულებისა და მათი ატრიბუტების შეცვლა ასე ადვილი არ არის... დღეს ისედაც ბევრი გამოსახულებაა, რომელსაც ხატს უწოდებენ, მაგრამ ხატი არ არის... ეს იმიტომ რომ მნიშვნელობა დაუკარგეს.... გაუშინაურდნენ ასე ვთქვათ.... ეხლა უფრო ახლოს თემასთან... ციტატა აი: წმინდა ილია მართალი სათვალეებით - ცოტა ვერ მესმის, რას უნდა ნიშნავდეს ონტოლოგიურად? ის თუ როგორ გამოსახონ წმ, ილია მართალი, მგონი ჩამოყალიბების პროცესშია, თუ გინდა გაპროტესტე ხატმწერებთან, სათვალეებით ნუ ხატავთ-თქო მაგალითად არ ვიცი ეს ეხლა რამდენად შეეხება ამ თემას, მაგრამ... წმ. გიორგიც და წმ თევდორეც ორივე გველეშაპს კლავს შუბით, ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი კი იცით რა არის? ასაკი... ანუ წმ გიორგი ყმაწვილის სახით არის გამოსახული და წმ. თევდორე წვერ-ულვაშით... ნუ ვფიქრობ, ისეთი ფიზიკური ნაკლი რაც წმინდანის ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, ალბათ მისაღებია იყოს გამოსახული, რადგან გაგვახსენებს მის ცხოვრებას, მაგრამ აი კონკრეტულად წმ. ილია მართლის სათვალეები, ... რიავი, არა მგონია მისაღები იყოს,.. მსგავსი დეტალები თავისთავად ეწინააღდეგება ხატწერის პრინციპებს, რაც არამგონია დარჩეს. -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი