![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოკლედ ახლა წამოიჭრა ერთ ფორუმელთან გარკვეული კითხვა, არის თუ არა ღვთის მადლი არა მართლმადიდებელ თემებში, თი ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან ყოველგვარ მადლს.
მე როგორც წარმომიდგენია, ეს არ არის ასე მარტივად გადასაწყვეტი, რადგან როდესაც ვიღებთ სხვადასხვა თემის არამართლმადიდებლებს, გათვალისწინებით კონკრეტული თემისა, მიღების წესიც სხვადასხვაა, მაგალითად კათოლიკებს იგივე რუსეთის ეკლესია არ იღებს არც ნათლობით, არც მირონცხებით და თუ მღვდელლია ქიროტონიის გარეშე. ჩვენთანაც იგივე წესია, თავად ვარ ერთი ყოფილი კათოლიკეს ნათლია...მისი გადმოსვლლის რიტუალი იყო მხოლოდ ლოცვების კრებული, არანაირი ნათლობა და სხვა საიდუმლო. თუ მართალია ის, რომ იქ არანაირი ნათლობა არ არის, მაშინ როგორც კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა მათეული ნათლობა სიბინძურით განბანა არისო, მაშინ ბუნებრივია რომ გადმოსვლის დროს უნდა მოინათლნენ, რასაც თავად წმ. კვიპრიანე აკეთებდა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეკლესიამ ეს წესი არ მიიღო ზოგად საყოველთაო წესად...ზემოთ მოვიყვანე ერთი მცირე მაგალითი ამისა. ე.ი. გამოდის რომ, როდესაც არ ვნათლავტ და არანაირ წესს არ ვუტარებთ გადმოსვლისას ადამიანს-ვაღიარებთ იმ თემში შესაბამისი საიდუმლოს არსებობას. ჯერ ეს იყოს იმედია ანათემაზე გადაცემები და მსგავსი რამე არ დამემუქრება ![]() მნათე რას იჭყიტები...ანათემის ტექსტს თუ ადგენ ჩემზე, მე უკვე მაქვს, მოგაწვდი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
დავამატებდი ერთ გარემოებას:
არსებობს იდეა, რომ თავიდან ინათლება მხოლოდ ისინი, რომელთანაც ნათლობის გარეგნული მხარეც დარღვეული იყო ( "იეჰოვას მოწმეები" და ა.შ. სადაც მხოლოდ ერთგზის ხდება შთაფვლა), ხოლო ისინი ვინც ნათლობა მიიღო არამართლმადიდებლურ სამყაროში, ოღონდ წმიდა სამების სახელზე და ნათლობის ფორმულის დაცვით, იგი მიიღებოდა მირონცხებით. დროთა განმავლობაში ეს იდეა შეიცვალა, სხვადასხვა ეკლესიამ ერთიდაიგივე კონფესიიდან მოქცეულებს სხვადასხვა მხრივ მიუდგა ( მაგ. ლათინებს, სომხებს), თუ ერთგან ნათლობას ითხოვდნენ, მეორეგან მირონცხება საკმარისი იყო, ეს მიდგომა ხშირად სხვადასხვა პერიოდში იცვლებოდა, როგორც ყველა კანონიკური დადგენილება ( რადგან მხოლოდ დოგმა არ იცვლება, არამედ განიმარტება), ხშირად ერთი ეკლესია, ერთ პერიოდში მოქცეულს მხოლოდ ნათლისღებით იღებდა, რამოდენიმე საუკუნის შემდეგ ( რაც პოლიტიკურ-რელიგიური სიტუაციით აიხსნება) იგივე კონფესიიდან მოქცეულისათვის მირონცხებაც იკმარა, ან საერთოდ პირიქით, რასაც ადრე მხოლოდ მირონცხება უნდოდა, ახლა მთლიან ნათლისღებას მოითხოვს... ასე რომ, ამ საკითხზე წერისას, ჩემო კარგებო, უნდა დაკონკრეტდეთ, რომელ ეკლესიაზე საუბარი და რა პერიოდში, ამავე დროს რომელ კონფესიიდან მოქცეულს ეხება კანონი და როგორ იცვლებოდა ეს კანონი სხვადასხვა დროს და რატომ... ასეთ სიღრმეში კი მხოლოდ სპეციალისტებს შეუძლიათ ჩასვლა... ვეცადოთ თუ გნებავთ ![]() პატივისცემით კაიროსი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 02:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი