საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Oct 1 2007, 11:40 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ქართლის მმართველნი ფარნავაზამდე
სამარა სამარა - მცხეთელი მამასახლისი (აღმოსავლეთ საქართველოს მმართველი) ძვ. წ. IV-III სს. მიჯნაზე. თრაკია - მაკედონიის მეფის ლისიმაქეს დახმარებით ის ტახტიდან ჩამოაგდო არიან - ქართლის (მესხეთის (?)) მეფემ აზომ, რომელმაც ქართლი გააერთიანა, მცხეთა კი დედაქალაქად გაიხადა. სამარას შესახებ მოგვითხრობს "ქართლის ცხოვრება" (ლეონტი მროველი). აზო აზო/აზონ - არიან-ქართლის მეფე ძვ. წ. IV-III სს. მიჯნაზე. მის დროს ბერძნები ცდილობნენ ინდოეთისკენ მიმავალი ტრანსკავკასიური სამდინარო მარშრუტის ამოქმედებას. თრაკია-მაკედონიის მეფე ლისიმაქე მხარს უჭერს კოლხეთის სანაპირო ზოლის ბერძნულ პოლისებს კოლხი სკეპტუხების (მთავრების) წინააღმდეგ ბრძოლაში, და ამით ხელთ იგდებს მარშრუტის დასაწყისს. შემდეგ ლისიმაქე დაეხმარება აზოსაც, რომლის სამფლობელოშიც ზღვაზე გადიოდა (კლარჯეთი), და მას მცხეთაში და მთელ ქართლზე გააბატონებს. ამრიგად, მტკვრის ხეობის დიდი ნაწილი უკვე მაკედონიის მეფის ხელშია. ფარნავაზი და მცხეთელი სეფეწულები სირიის მაკედონელ მეფეს, სელევკს უკავშირდებიან. მასაც სურდა აღნიშნული მარშრუტის ხელში ჩაგდება - ეს ხომ, ფაქტობრივად, უდრიდა მონოპოლიას ევროპისთვის სანელებლების მიწოდებაზე. ფარნავაზი გაიმარჯვებს. აზო ბრძოლაში დაიღუპება. მისი ჩამომავალი ბაგადატი (ბაგრატი), სავარაუდოა, რომ ბაგრატიონთა ფეოდალური დინასტიის ფუძემდებელია. აზოს შესახებ მოგვითხრობს ქართული წერილობითი ძეგლები - "მოქცევაი ქართლისაი" და "ქართლის ცხოვრება". ამ უკანასკნელის მიხედვით, აზო მაკედონელია და ალექსანდრეს სარდალი. ლიტ.: გ. მელიქიშვილი, ქართლი (იბერია) ძვ. წ. VI-IV სს. ქართლის სამეფოს წარმოქმნა. სინ. ტ. I. თბ. 1970 თ. დუნდუა, კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თბ. 1993. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 07:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი