![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ცდუნებას ვერ გავუძელი
![]() მუდამ წინ მიმავალი ცივილიზაცია, საკუთარ წარსულს შლის და მარხავს, ამიტომ "დასაბამ ქმნა ღმერთმა ცა და მიწა" ერთთ მხოლოდ გარკვეული ეტაპი გონიათ ცივილიზაციისა. "ნუთუ შეიძლება დღევანდელი პროგრესის პირობებში ,რელიგიასთან თანაარსებობა?" იკითხავს ერთი, "მე კი თქვენი მეცნიერება ნაბოდვარი მგონია" მიუგებს მეორე. ნუთუ ასეა? ნუთუ მართლაც არსებობს ის უფსკრული, რომელიც ამ ორ ცნებას მიჯნავს? მღვდელმთვარი ლუკა (ვოინო-იასენცკი)ცნობილი ექიმი და "ჩიქოვანი ქირურგიის ნარკვევების" ავტორი ამ "უფსკრულს" ასე ახასიათებს: "საიდან იღებს სათავეს, საიდან მომდინარეობს ... განსწავლულ ადამიანებს შორის გავრცელებული, მოარული შეხედულება, რომ მეცნიერება რელიგიას ეწინააღმდეგება? ამის მიზეზს წარმოადგენს ზედაპირული ცოდნა როგორც მეცნიერების, ისე რელიგიის სფეროში და ამითვე დასტურდება ის აზრი, რომ „ცოდნას მივყავართ ღმერთთან, სანახევრო ცოდნა კი გვაშორებს ღმრთისაგან“. ნახევარცოდნა ჩვენი დროების ავადმყოფობაა. სწორედ ის ქმნის ღმრთისუარმყოფლობისათვის ნოყიერ ნიადაგს. პირველ რიგში, უაღრესად ზედაპირულად ვიცით ფილოსოფია, განსაკუთრებით ფილოსოფიის ის სფერო, რომელიც სპეციალურად ამ საკითხს, ე.ი. შემეცნების თეორიას, ანუ გნოსეოლოგიას უკავშირდება." მაშ თუ მის მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობას ვერწმუნებით, ეს უფსკრული სინამდვილეში ცნებათა სანახევრო ცოდნას ეფუძნება. რას ფიქრობთ? არის კი ასე? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მეხელი
ციტატა ამ მიმოხილვიდან მხოლოდ ის დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ თანამედროვე აზროვნება თანდათან მივიდა ე.წ. "ობიექტური ჭეშმარიტების" უარყოფამდე და მივიღეთ ის, რასაც "პოსტ-მოდერნიზმს" უწოდებენ, როდესაც არაფერი არ არის თავის თავად უცილობელი ჭეშმარიტება, რაიმე მტკიცებულება მხოლოდ ერთი თვალსაზრისით არის ჭეშმარიტი, მაშინ როცა სხვა თვალსაზრისით ის შეიძლება მტკნარი სიცრუე იყოს. ესეც ზოგადი სიტყვებია, მაგრამ ის განმსჭვალავს მთელ თანამედროვე "დასავლურ" კულტურას და ეს მოასწავებს. ობიექტური ჭეშმარიტება არის მხოლოდ ღმერთი და დოგმატიკური სწავლება, დანარჩენი შეიძლება ძალიან სუბიექტურად განიხილო. თუმცა კონკრეტულად ჩემი პასუხი ოდნავ სხვა რაიმეს ეხება, ნიუტონისეული თუ აინშტაიანისეული კანონზომიერება შეიძლება განხილული იქნას ძალიან სუბიექტურ სიმრავლეში. საერთოდ რა იგულისხმა მან "კანონზომიერებაში" ალბათ თვითონაც არ იცოდა ზუსტად. ადამიანი ძალიან შორს არის სამყაროს აბსოლუტური პროცესების ამოხსნამდე. აინშტაინის თუ ნიუტონის "კანონზომიერება" არ გამოხატავს ღმერთის მიერ შექმნილი სამყაროს კანონზომიერების სახეს. აბსოლუტური მოძრაობის თუ აჩქარების არსებობას შეიძლება დავარქვათ "კანონზომიერება", მაგრამ მისი ეს კონკრეტული დეფინიცია ძალიან შორს დგას "კანონზომიერების" იმ მნიშვნელობამდე რომელიც ღმერთთან პირდაპირ კავშირშია. ასეთი საკითხების განხილვისას გასათვალისწინებელია, რომ ტერმინების ზუსტი მნიშვნელობების ცვლილება კონკრეტულ სფეროების მიხედვით ერთიანი სურათის ჩამოყალიბებაში დიდ პრობლემებს ქმნის და აზროვნებას წყვეტილს ხდის განმარტებიდან განმარტებამდე და განსაზღვრის არედან განსაზღვრის არემდე. ციტატა გიორგი, შენ ამბობ, რომ ფსიქოლოგია ძალიან ინდივიდუალური და აბსტრაქტულია და მას უპირისპირებ ზუსტ მეცნიერებებს. მაგრამ შეუძლებელია იმაზე კამათი, რომ თანამედროვე ფიზიკის უმეტესი ნაწილი მათემატიკის აბსტრაქტულ და ჰიპოთეტურ ფორმულებზეა დაფუძნებული, რომლებიც ექსპერიმენტულად ჯერ არ არის დამტკიცებული. გარდა ამისა კვანტური მექანიკა ზედმეტად "ფსიქოლოგიურად" გამოიყურება, ვიდრე ამას შეიძლება მოველოდეთ ზუსტი მეცნიერებისაგან: ექსპერიმენტზე დაკვირვებისას შედეგები მიიღება მასზე დამკვირვებლის მონაწილეობის გათვალისწინებით, ე.ი. ეს შედეგები დამოკიდებულია დამკვირვებელზე და ის ვერასდროს ვერ იქნება სუბიექტური ფაქტორისაგან თავისუფალი. ჩვენ სუბიექტივიზმში ვცხოვრობთ, ძნელია ამაზე კამათი, მაგრამ ბოლოს ისევ პირველი აბზაცში რაც ვთქვი იქამდე მივდივართ. ობიექტივიზმის განმარტებაა მოსანახი. აი, მაგალითად დამკვირვებლის მიერ აღქმული ფერები არაა ობიექტური რეალობა, ის მხოლოდ ჩვენს გონებაში არსებობს, 760 ნანომეტრის სიგრძის ელექტრომაგნიტური ტალღა და მასთან მიახლოებეული ზომის ტალღები ადამიანს წითლად ან თუ ცოტა უფრო მოკლეა ნარინჯისფერი ფერის ვარიაციებად "ეჩვენება". აქ სიზუსტეზე ვერ ვილაპარაკებთ. არც 760 ნანომეტრის სიგრძის ტალღაა ობიექტივიზმის სფერო, რადგან ეს სიმბოლოები 7,6,0 ადამიანის მიერაა მოგონილი, საუბარი აღარაა მათ მნიშვნელობებზე და მათემატიკურად ჩაწერის თანრიგების წესზე, ეს მთლიანად სიმბოლურია. და საერთოდ ტალღის დუალიზმიც ადამიანის მიერ მოგონილია. თვითონ აღიქვა ყველაფერი ასე, მაგრამ, მაგრამ, აი ამ "მაგრამ"-შია საქმე - ქვანტური მექანიკაში და თუნდაც ელექტრომაგნეტიზმში დამკვირვებლის მიერ აღქმული სუბიექტური რეალობა და არა ზუსტი მეცნიერება ძალიან განსხვავებული მცნებებია. სხვა რამეა სუბიექტურად დანახული სამყარო და სხვა რამეა არა ზუსტი მეცნიერება. მე ვიტყოდი, რომ ქვანტური მექანიკა სავსეა დამკვირვებლის მიერ აღქმული სუბიექტურობით, მაგრამ ის სულაც არაა "ფსიქოლოგიური". ფიზიკა საკმაოდ ზუსტია ადამიანის მიერ მოგონილი სიმბოლოების, ტერმინების და შეგრძნებების რეალიზაციის სიმრავლეში, მაგრამ ამას ვერანაირად ვერ ვიტყვით ფსიქოლოგიაზე. ფსიქოლოგის მიერ აღქმული სამყარო ან ჩამოყალიბებული მოძღვრება შეიძლება "ჭეშმარიტი" აღმოჩნდეს მხოლოდ მისთვის ან ადამიანის გარკვეული ჯგუფისთვის, რომელიც სულაც არაა ობიექტური გვერდზე მდგომი ადამიანისთვის, მაგრამ სინათლის ტალღის სიგრძე, ელექტრონის მასა, ზომები, სიჩქარე და ა.შ. აბსოლუტურად ზუსტი სიდიდეებია ჩვენს მიერ შექმნილ რიცხვით სისტემებში, ჩაწერის მეთოდებში და სიმბოლოებით გამოსახვაში, ის ფსიქოლოგიისგან განსხვავებით აბსოლუტურად ობიექტურია. მისი სუბიექტურობა მაშინ იჩენს თავს, როდესაც ზოგადად ადამიანებისათვის არსებულ სუბიექტურ შეგრძნებებს გავცდებით და მაინც . . . სხვა გონებაც რომ წარმოიდგინო, რომელიც სულ სხვანაირად აღიქვამს სამყაროს, თუნდაც რომ ელექტრომაგნიტურ ტალღას ბგერად აღიქვამდეს და შესაბამისად კოსმოსური ობიექტებს და სინათლის წყაროებს მხოლოდ ხმაურად, რომ აღიქვამდეს მისთვისაც კი ზუსტად იგივენაირად ზუსტი იქნებოდა მათი მნიშვნელობები და თავისებური დამახსოვრების თუ სიმბოლოების საშუალებით მათ გაზომვას და დაფიქსირებას შეძლებდნენ. აი, ეს სხვაობაა ზუსტ მეცნიერებასა და ფსიქოლოგიას შორის. ზუსტი მეცნიერება ანდრომედას გალაქტიკაშიც რომ არსებობდეს, თუნდაც ჩვენებურისგან სრულიად განსხვავებული, მაშინაც კი მისი "გადმოთარგმნა" თეორიულად შესაძლებელი იქნებოდა, რადგან ორივე ობიექტურს სუბიექტურად სწავლობს და რადგან ერთ არსზეა მიბმული მაშინ სუბიექტურებს შორის ტრანფორმაცია შესაძლებელია. ფსიქოლოგია კი არსებითად სხვა რამეა, ის არც ობიექტურს სწავლობს და რაც მთავარია მისი ზუსტად გასაზომი თუნდაც სუბიექტური და დამკვირევებელზე დამოკიდებული ინსტრუმენტები არ არსებობს. ზუსტი მეცნიერების სუბიექტივიზმს ფსიქოლოგიის აბსტრაქტულობასთან ნუ გავაიგივებთ. იგივეს ვიტყოდი ჰიპოთეტიკური მათემატიკური ფორმულების ბაზაზე აწყობილ ფიზიკაზე. ფაქტი, რომ უმაღლეს მათემატიკაში არსებული თეორიული დაშვებები ასტროფიზიკაში ემპირიულად ვერ მტკიცდება არ ნიშნავს, რომ ის ისეთივე "სუბიექტურია", როგორც ფსიქოლოგია. (ისევ იგევე პრობლემა - ტერმინთა კონკრეტული მნიშვნელობების ვარირება აზროვნების წყვეტას იწვევს). ოდესმე ზემოთ ხსენებული დაშვებები ან ემპირიულად დამტკიცდება, ან უარყოფილ იქნება. ეს ფსიქოლოგია არაა. ძალიან ბევრი საინტერესო კითხვის დასმა შეიძლება მათემატიკასა და ფიზიკას შორის გამავალ ხიდზე, მაგალითად იგივე სამყაროს დაკვანტვის საკითხი, არსებობს თუ არა უსასრულოდ მცირე მანძილი, რომელზე პატარაც აღარ არსებობს სამყაროს სტრუქტურიდან გამომდინარე და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი ფსიქოლოგიასთან შესადარებელი არაა. ეს არსობრივად სხვა რამეა და იგივე ფროიდის მიერ ჩამოყალიბებული მოძღვრება სხვა რამეა. აქ დღეს თუ არა ხვალ გაზომავ, ობიექტური თუ არა სუბიექტური ხელსაწყოებით. იქ კი ვერაფერს გაზომავ, ვერაფერს დაამტკიბ, ვერც დედუქციურად და ვერც ინდუქციურად. ციტატა ვერც იმაში დაგეთანხმები, რომ ამას მართლმადიდებელმა ქრისტიანმა არაფერი არ უნდა დაუპირისპიროს იმ საბაბით, რომ ეს დოგმატური სწავლების ნაწილი არ არის. ამ შემთხვევაში შენ ახდენ დოგმატების აბსტრაგირებას და რეალური ცხოვრებისაგან მათ მოწყვეტას. თუ დოგმატი არ აისახება ჩემს შეხედულებებზე სამყაროსა და ადამიანებს შორის ურთიერთობებზე, მაშინ რა საჭიროა ის? მართლმადიდებელი ეკლესიის მამების ასე არასოდეს არ ფიქრობდნენ, მათთვის დოგმატი და მსოფლხედველობა ერთ მთლიანობაას წარმოადგენდა, მათი გამიჯვნა უფრო დასავლური სქოლასციზმისთვისაა დამახასიათებელი, მაგალითად იოანე დუნს სკოტის "ორმაგი ჭეშმარიტების" თეორიისათვის. არა, ერთმანეთში არ აურიო მაკრო/მიკრო სამყაროს ხელსაწყოებით ზუსტი კვლევა და ადამიანებს შორის ურთიერთობა. დოგმატური სწავლება და მას მიყოლებული სჯულის კანონები სწორედ, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობას ეხება, ურთიერთდამოკიდებულებაში კეთილის და ბოროტის გამიჯვნას, იმქვეყნიურ მისაგაებელს და ა.შ. ეს პრინციპულად ცვლის ადამიანის მსოფლმხედველობას. მართლმადიდებელმა ქრისტეანმა არაფერი არ უნდა დაუპირისპიროს ფიზიკას, ასტრო-ფიზიკურ და ბიო-ფიზიკურ მოვლენებს. ეს მას არ ეხება და სხვათა შორის არც ადამიანის ცნობიერებაა მასზე დიდად დამოკიდებული. მართლმადიდებელმა ადამიანმა სამყაროს შესახებ უნდა იცოდეს მხოლოდ ერთი, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა, ამას ვერც ფიზიკა ვერ უარყოფს, დანარჩენი არაა მართლმადიდებლობის საქმე. ეს ადამიანის ცნობიერებაზე არ უნდა მოქმედებდეს და თუ მოქმედებს ე.ი. ადამიანი კარგად არ იცნობს ან რელიგიას ან მეცნიერებას. დოგმატი და მსოფლმხედველობა დღესაც ერთია. გამიჯვნა არ ხდება. სამყარო შექმნა ღმერთმა და მორჩა, დანარჩენი მეცნიერების საქმეა. დედამიწის ზომა, ფორმა, ასაკი, მდებარეობა ან სამყაროს ასაკი და ზომები არის მეცნიერების საქმე. ეს ადამიანის ცნობიერებაზე არ მოქმედებს, სამების, სულიწმინდის მადლის გამომავლობის, ან იგივე სჯულისკანონით დაწესებული ცხოვრების წესთან და ადამინური ურთიერთობის საფუძველთან ამას კავშირი არა აქვს. ეს კარგად უნდა გავიგოთ. გაეცანი დოგმატიკურ ღვთისმეტყველებას, სჯულის კანონებს და მიხვდები თუ რა საჭიროება და ფუნქცია გააჩნია მას და რა ადგილი უკავია ადამიანის ცნობიერებაში. წმინდა მამებს რა შეუძლით თქვან განსაკუთრებული მეგასამყაროზე გარდა იმისა, რომ ის ღმერთმა შექმნა?! მაინც რისი იმედი გაქვს ან თუნდაც რის საჭიროებას ხედავ?! მანძილების?! მათი ასაკის?! ზომების?! ქიმიური შედგენილობის?! შენ, რომ ლაპრაკობ ეგეთი ტიპის მიდგომა აჩენს ბზარს მეცნიერებასა და რელიგიას შორის. მათი აღრევა არ უნდა მოხდეს. რა უნდა დაუპირისპიროს მართლმადიდებელმა ქრისტეანმა "დიდი აფეთქების" ყველაზე გავრცელებული თეორიით მიღებულ სამყაროს ასაკს - 13.7 მილიარდი წელი?! ან რატომ უნდა დაუპირისპიროს რაიმე?! უფრო საინტერესო მეორე კითხვაა. არაფერიც არ უნდა დაუპირისპიროს. ქრისტეანული ცნობიერებისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს სამყარო 13 მილიარდი, 13 მილიონი თუ 13 ათასი წლისაა. . . ანდრომედას გალაქტიკამდე მანძილი 2 მილიონი სინათლის წელია თუ 2000 სინათლის წელი. ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ეს მეცნიერების საქმეა. ერთ რაიმეზე უნდა შევთანხმდეთ, ზუსტ მენიერებებს რელიგია არ უნდა დაუპირისპირდეს. და ფორმულირება, რომ ეს "დოგმატური სწავლების ნაწილი არ არის", არის არა საბაბი, არამედ ფუნქციათა გამიჯვნა. მეცნიერება იკვლევს და ზომავს მატერიალურ სამყაროს, რელიგია კი სულიერ სამყაროს. მათი დაპირისპირების მიზეზს კი ვერ ვხედავ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th August 2025 - 09:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი