![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მეგობრებო,
ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანებაში არსებობს რამდენიმე მიმართულება. გთხოვთ თქვენი აზრები კულტურისა და ფოლკლორის საკითხებზე მუშაობის თაობაზე დააფიქსიროთ აქ. კულტურისა და ფოლკლორის მიმართულებას ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული, მირქმის სახელობის ტაძრის ვაჟ მგალობელთა გუნდის რეგენტი აკაკი მიქაბერიძე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
mariami-k |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
რა უნდა მოსთხოვო მონასტრებს, როცა თბილისშიც სიონურ საგალობლებს გალობენ . 1 სექტემბერს ჩემმა დამ თბილისში სამების ტაძარში დაიწერა ჯვარი. ეს ტაძარი თავისუფლებისკენ არის. რომ არ მცოდნოდა რომ ტაძარში ვიყავი საოპერო დარბაზში მეგონებოდა თავი. საოპერო ხმით და დიდი ემოციებით ასრულებდნენ სიონურ საგალობლებს. გული დამწყდა ძალიან.
არ მესმის რა მოსწონთ ამ "სიონურის". როცა გვაქვს ჩვენი, ნამდვილი ქართული საგალობლები. თუ ეს ორგანიზაცია იზრუნებს რომ პროპაგანდა გაუწიოს ნამდვილ ქართულ გალობას მე გვერდში დაგიდგებით და დაგეხმარებით. საბედნიეროდ მას შემდეგ რაც სამთავისისა და გორის ეპარქიას სათავეში მეუფე ანდრია ჩაუდგა ეს პრობლება ჩვენს ეპარქიაში აღარ არის. ჩამისვლისთანავე მეუფემ იზრუნა ამ საკითხზე და ქალბატონი ლია ჩამოიყვანა და მას სემდეგ სიონური საგალობელი აღარავის უგალობია. მთავარია მონდომება. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 07:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი