ზაფხულის ჩანაწერებიდან... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ზაფხულის ჩანაწერებიდან... |
KAIROS |
Oct 1 2007, 11:04 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ხევსურებში არის ასეთი თქმა, მოსულ სტუმარს მასპინძელი შეაგებებს: "მოხვედ მშვიდობით", პასუხი კი ასეთია :" დამხვდით მშვიდობით" დღესდღეობით დიდ მშვიდობას მართალია აქ და საერთოდ საქართველოში, ვერ ვხედავ, მაგრამ რას იზამ აქ ფორუმია და რაღაც წილად ბუნებრივიცაა ( ზომებში რათქმაუნდა), იქ კი (ქართულ პოლიტიკაში) ფორუმი კი არა "ბარდაკს" რომ უწოდებენ რუსები ისაა!
მოკლედ, დავბრუნდი, როგორც შეგპირდით ზუსტად 1 ოქტომბერს, ევროპის სამივე სამხრეთის ნახევარკუნძლების, კერძოდ თურქეთის, საბერძნეთის და ესპანეთის 1 თვიანი მონახულება-მოლოცვის შემდეგ,ისევ დავუბრუნდი დროებით სამყოფელს... საქართველო დამაკლდა მაშინვე, როგორც კი ბათუმიდან ავფრინდი, ასევე ის ადამიანები, ვინც იქ დავტოვე, მათ შორის თქვენც, ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, მიხარია, რომ გიცნობთ, როგორც ერთი ბრძენი ამბობდა: " ადამიანი ამქვეყნად მხოლოდ ორ რამეს უნდა ეძებდეს, ღმერთსა და ისევ ადამიანსო", ასე რომ ესეც ერთმანეთის პოვნა და აღმოჩენა იყო... ცალკე თოფიქი იმიტომ გავხსენი, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე , ორ ათასმდე ან უფრო მეტი ციფრული სურათი და მილიონი ემოცია დამიგროვდა, რაღათქმაუნდა განსაკუთრებით ათონის მთის ოთხდღიანი მოლოცვის შემდეგ, თუმც ვერც აია სოფიას დავივიწყებ სტამბულში, ვერც წმ. დიმიტრის ტაძარს თესალონიკში და ვერც ქართულ წირვა-ლოცვებს ესპანეთში... ასე რომ ამ ყველაფერზე, ნელნელა და სისტემატურად დავწერ, დრო გვაქვს, მაშ ასე: დამხვდით მშვიდობით და იხარეთ! სიყვარულით: კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
kato_Bato |
Oct 3 2007, 01:54 PM
პოსტი
#2
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
KAIROS
ციტატა ერთადერთი ვინც ამ ხალხს შეაგროვებს, შეკრებს და სწორ გზაზე დააყენებს არის ეკლესია და ეკლესიის მრევლს კი მოეთხოვება ორი რამ 1) წმინდა რწმენითი ცხოვრება და 2) განათლება, რომელიც ასე აკლია! ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ, ურთიერთ შემწყანერებლობისაკენ... ვფიქრობ, სჯობს შევეშვათ უაზრო კამათებს და ვისაუბროთ ისტორიაზე, სამართალზე, ღვთისმეტყველებაზე, ყოველგვარი გადაჭარბების, ზღაპრების და წინასწარი განწყობების გარეშე, არამედ დასაბუთებულად და მუდამ ერთმანეთის პატივისცემით! -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 09:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი