სკვნილი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სკვნილი |
mariami-k |
Feb 27 2007, 04:56 PM
პოსტი
#1
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
ეკლესიის ისტორიაში ბერმონაზვნური ცხოვრების ჩამოყალიბების დროდ IV საუკუნე ითვლება. მისი პირველი ფუძემდებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი. ანტონი დიდს ეკუთვნის საბერმონაზვნო კანონის, ტიპიკონის შედგენა და დამკვიდრება. დროთა განმავლობაში ბერმონაზვნური ცხოვრების წესის სხვადასხვა ტრადიცია ჩამოყალიბდა, გაჩნდა საძმოები და მონასტრები. შეიქმნა მონაზვნად შედგომის განსაკუთრებული წესიც, რომლის თანახმად სამონაზვნედ მოწოდებულზე იერარქი კითხულობს „სქემის კურთხევის“ ლოცვას და სამონაზვნეს, წესისამებრ, შემოსავს კაბით, სარტყელით, საბეჭდურით, ანაფორით, მანტიით, კუნკულ-ბარტყულითა და სანდლებით (თითოეულს თავისი სიმბოლური დანიშნულება აქვს). ასევე გადასცემენ ხელის ჯვარს, სანთელსა და სკნილს. სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს - პახუმი დიდს. საძმოში, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, ცხოვრობდნენ წერა-კითხვის უცოდინარნი ბერებიც, რომლებიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას, მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენიმეჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე. იგი საზოგადოდ სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს. როგორც მხედარი მტრისგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს. სკვნილის სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა. იგი შედგება ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისაგან და დაბოლოებულია ჯვრით. სკვნილი სულიერი მახვილია, მას ლოცვის დროს მხოლოდ ბერ-მონაზვნები იყენებდნენ. სკვნილზე სხვადასხვა ლოცვა შეიძლება აღსრულდეს (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, რომელიმე წმიდანის საგალობელი, უმთავრესად კი იესოს ლოცვა - „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“), რომელსაც მოძღვარი კურთხევით განაწესებს. წმიდა მამათა გამოცდილებით, სკვნილზე ლოცვა განსაკუთრებულ მადლსა და შემწეობას სძენს მონაზონს. დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად. საერო პირისათვის არ არის სავალდებულო სკვნილის ტარება და მხოლოდ მოძღვრის კურთხევის შემდეგ შესაძლოა მასზე ლოცვა. არ შეიძლება თამაში სკვნილით. სკვნილი მეტად სახიფათო გამოსაყენებელი სიწმინდეა. როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე? -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ბიძია თომა |
Oct 3 2007, 03:57 PM
პოსტი
#2
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
მე სურვილი რო გამიჩნდა სკვნილზე ლოცვის ახალი მრევლი ვიყავი მაგრამ კურთხევა არ მითხოვია სანამ ჩემ თავში არ დავრწმიუნდი მზად ვიყავი ამისთვის თუ არა,კაი ხნის მერე ავიგე კურთხევა უკვე ერთი წლის სტიქაროსანი ვიYავი მამაომ რო მომცა კურთხევა,მეც გეთანხმებით აუცილებელი არა ქალაქში ატარო და აქეთ იქით აქნიო შეიძლება შენ გვეძე ვიგაჩ სიგარეთსაც კი ეწეოდეს ეს კი დაუშვებელია მას სათუთად გაფრთხილება უნდა.ისე მონასტერში ყოფნის მერე გადავჭყვიტე სკვნილზე ლოცვა
-------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
კანუდოსელი |
Oct 3 2007, 04:03 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მე სურვილი რო გამიჩნდა სკვნილზე ლოცვის ახალი მრევლი ვიყავი მაგრამ კურთხევა არ მითხოვია სანამ ჩემ თავში არ დავრწმიუნდი მზად ვიყავი ამისთვის თუ არა,კაი ხნის მერე ავიგე კურთხევა უკვე ერთი წლის სტიქაროსანი ვიYავი მამაომ რო მომცა კურთხევა,მეც გეთანხმებით აუცილებელი არა ქალაქში ატარო და აქეთ იქით აქნიო შეიძლება შენ გვეძე ვიგაჩ სიგარეთსაც კი ეწეოდეს ეს კი დაუშვებელია მას სათუთად გაფრთხილება უნდა.ისე მონასტერში ყოფნის მერე გადავჭყვიტე სკვნილზე ლოცვა ჯვარიც მოვიხსნათ, მედალიონიც, სახარება სახლში დავტოვოთ (თუ თან ვატარებთ) და ისე ვიაროთ? ისე მგონი სიწმინდე სულს ესაჭიროება უპირველეს ყოვლისა...სკვნილის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება სულ სხვა ასპექტშია ... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი