მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა |
კანუდოსელი |
Nov 10 2006, 08:24 PM
პოსტი
#61
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მოკლედ ჩემმა წინა ფოსტმა გაუგებრობა გამოიწვია ძალიან ბევრი, ალბათ ვერ გამოვხატე გასაგებად. აი რას ვგულისხმობდი:
ზოგიერთი მართლმადიდებელი ადამიანის ცნობიერებაში შემოვიდა ისეთი სუროგატები, რაც თავისი არსით მართლმადიდებლობასთან ან ნაკლებ კავშირშია ან არანაირი კავშირი არ გააჩნია მასთან...მაგალითები ბევრია, ერთ ერთი ამათგანი ქვემოთ არის მოცემული, კერძოდ რატომ ეშინია ზოგ მართლმადიდებელ ადამიანს: 1. შტრიხ კოდების 2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების 3. საიდენტიფიკაციო ნომრების 4. შელოცვების 5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის 6. ტელევიზორის 7. კომპიუტერის 8. ზღვაზე "სიშიშვლის" 9. ცეკვის 10. სპორტის ქრისტიანობა ლიტურგიკული ხასიათისაა და მისი შინაარსი არის სიხარული-ხარება და არა შიში. ნუ დაგავიწყდება რა სიტყვები მიმართა ანგელოზმა ღვთისმშობელ მარიამს: გიხაროდეს ნუ დაგავიწყდება რა სიტყვებით მიდიოდნენ მოციქულები საქადაგებლად: ჩვენ გვინდა გახაროთ და ნუ დაგავიწყდება რა ქვია ჩვენს წმინდა წერილს: სახარება აქვე კი ბარემ პირველ კითხვას თავად გავცემ პასუხს: ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ ეკლესია არის უნივერსალური და როდესაც რაიმე შფოთი ტყდება არა რომელიმე კონკრეტული პირი, თუნდაც წმინდანი,არამედ ეკლესიის სისავსე წყვეტს ამას. დავიწყებ ალექსი II-ის სიტყვით პარქიალურ კრებაზე: Заверяю вас, в штрих-кодах нет никаких шестерок! პირველიერარქის სიტყვა გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე რომელიმე კონკრეტული პიროვნების. მაგარამ მაინც ვნახოთ რატომ არ არის იქ 6-ები. პირველი იმიტომ, რომ შტრიხ-კოდი არის კომპიუტერისთვის წასაკითხი და არა ადამიანისთვის, იქ არის თეთრი და შავი ზოლები....ლაზერული სკანერი გადის მასზე და შავ ხაზზე გასვლისას იძლევა 0-ს და თეთრზე იძლევა 1-ს, ანუ კოდის შიფრი სინამდვილეში შედგება არა 6-ების კრებულიდან, არამედ 0 და 1-ების კომბინაციით. ასევე, ჯერ ერთი იქ ყოველთვის არ არის სამი ექვსიანი, არამედ 2 მესამეც: დავუშვათ, რომ არის სამი, ამ შემთხვევაშიც ვერ უძლებს ეგ მიგომა კრიტიკას რადგან 6-ების გარდა არის სხვა ციფრებიც, მაგალითად 6498689456 ეს ციფრი შეიცავს სამ ექვსიანს მაგრამ რა შუაშია აქ 666? მეოთხე: იქ ის 6-იანის შესაბამისი ხაზები რომ უფრო გრძელია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეგ არის გამოყოფილი ხაზები, ისევ მივანიშნებ შესაბამის სკანერს-ეს უკანასკნელი აღრიცხავს არა სიგრძეს არამედ მხოლოდ სიგანეს შავი და თეთრი ხაზებისა, ამიტომ კონცენტრირება ნამეტანი ამ ფაქტზეც არ გამოდის მეხუთე: საქმე იმაშია რომ წმინდა წერილი დაწერილია სიტყვებით და შესაბამისი რიცხვებიც სიტყვებითაა გადმოცემული,ანუ 666 ქართულად პირდაპირი ტრადიციით რომ გვეთარგმნა იქმებოდა: ექვს-ას-სამოც-და-ექვსი თავად ქართულშიც კი არ გვაქვს სამი გამეორება და მითუმეტეს ასეთი სიტუაციაა ბერძნულ ორიგინალში. ამიტომ დასკვნა ასეთია: 1. კომპი ვერ ხედავს მაგ 6-ებს 2. ადამიანი ცდილობს დაინახოს, მაგრამ ხშირად არც არის სამი 6-ანი 3. თუნდაც იყოს, ავიწყდება რომ მათ შორის კიდევ მრავალი ციფრია 4. მოკლებულია სერიოზულობას, ვინაიდან ძველი კოდეზსები არ წერს ციფრებს არც არაბულ და არც რომაულ სტანდარტში, არამედ ასოებით 5. თესავს შფოთს 6. ეწინააღმდეგება რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის განჩინებას და უშუალოდ ამ ეკლესიის პირველი იერარქის პოზიციას მცირე შენიშვნა: რუსეთზე იმიტომ გავაკეთე აქცენტირება, რომ საქართველოში არ იყო შესაბამისი კრება იქ კი იყო...ჩვენ მოვიაზრებით ერთ ბარძიმში მყოფად და მგონია გასათვალისწინებელია ფრიად. ვისაუბროთ... პ.ს. აჯობებს იხილოთ ყველაზე ბოლო პოსტი სიების ჩამონათვალისა, რადგან სწორედ ის წარმოადგენს განახლებულ ვერსიას -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მნათე |
Nov 10 2006, 09:33 PM
პოსტი
#62
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა გეომეტრიული პროგრესიით, ან დამთავრდება მიტინგით მთავრობის სახლის წინ: "მოგვეცით ნება სამყაროს წლოვანება იყოს რამდენიმე ათასი წელი" კი და მთავრობაც სასკოლო პროგრამიდან ამოიღებს,_მისივე ჩადებულ ევოლუციონიზმს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანუდოსელი |
Nov 10 2006, 09:35 PM
პოსტი
#63
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კი და მთავრობაც სასკოლო პროგრამიდან ამოიღებს,_მისივე ჩადებულ ევოლუციონიზმს და მერე როგორც ზღაპრები მთავრდება ხოლმე: და ცხოვრობდნენ ისინი დიიიდ ხანს და ბედნიერად -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანუდოსელი |
Nov 11 2006, 06:20 AM
პოსტი
#64
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კიდევ ეთი მაგალითი ფსევდო მართლმადიდებლობის და ფსევდო ღირებულებების. ამას წინათ წავაწყდი სტატიას, რომელიც თარგმნილია ქართულადაც, სტატიას ეწოდება:
ტელეგონია, ანუ ქორწინების საიდუმლოს მნიშვნელობა. მოკლედ სტატია არცთუ პატარაა, მაგრამ არის თავიდან ბოლომდე დიდი აბსურდი, როგორც მეცნიერების თავლსაზრისით, ისე ქრისტიანული ღვთისმეტყველების გადასახედიდან. იდეა იმაშია, რომ, იმისათვის, რომ დაამტკიცოს ქორწინების აუცილებლობა და აღვირახსნილობის სიმახინჯე, ავტორი ორიგინალური სტატიისა მიდის ვაბანქზე და ამბობს, რომ თურმე მეცნიერულადაც კი დამტკიცებულია ასეთი რამ. ანუ თუ ქალს ოდესღაც ქონია ურთიერთობა კაცთან, გათხოვების შემდეგაც შეიძლება გაუჩნდეს პირველი მამაკაცის გენეტიკური შვილი. ე.ი. შეიძლება ამ ქალმა აჩინოს და აჩინოს ზანგები მთელი ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ქმარი ყავს თეთრი, ყვითელი ან მწვანე უკაცრავად,მაგრამ ამაზე როგორ არ გამეცინოს. ასეთ თეორიებში ყველაზე კლასიკური ისაა, რაც ჩემი თემის სიაში წერია-საიდუმლო შეთქმულების შესახებ, ანუ რაღაც საიდუმლო ძალებზე...ჰოდა აქაც იგივეს ვაწყდებით. ბუნებრივია ადამიანი არ დაიჯერებს ამ აბსურდს, და გაუჩნდება კითხვა, კი მაგრამ ეგ როგორ, ვინ დაამტკიცა...შედეგები სად არის...აი ვინაიდან შედეგები არ არის, სტატიის ავტორი მიიმართავს ჩვეულ მეთოდს, ის ამბობს: დაიწყო ცდები სხვა ცხოველებზეც. ტელეგონიის ფენომენი მათშიც გამოვლინდა. ამან კიდევ უკეთ დაადასტურა ტელეგონიის, როგორც ფაქტის არსებობა. სამწუხაროდ, მეცნიერული ახსნა ამისა არ არსებობს, უბრალო მიზეზის გამო, იდუმალმა ძალებმა აიძულეს მეცნიერები, შეეწყვიტათ ექსპერიმენტები. ავტორი იქამდეც კი მიდის, რომ აყალიბებს გრანდიოზულ თეორიას: თურმე არათუ იმ ქალს გაუჩნდება თავისი პირველი პარტნიორის შვილი სხვა კაცთან, არამედ შესაძლებელია ასეთი რამეც: იყო შემთხვევა, როდესაც დედის ცოდვების გამო ქალიშვილი დაისაჯა, რამეთუ შვა შავკანიანი ბავშვი, მიუხედავად იმისა, რომ მას კონტაქტი ზანგთან საერთოდ არ ჰქონია. ამის დამწერი ძალიან რომ მოიკოჭლებს მეცნიერების თვალსაზრისით, ეს ცალსახაა, საკმარისია ეს უთხრათ რომელიმე მეცნიერს შესაბამისი დარგისა, რომ თქვენს თვალწინ დაინახავთ, როგორ დაუდგება თმები ყალყზე, მაგრამ ავტორი ასევე ავლენს ქრისტიანული ღვთისმეტყველების უვიცობას . თურმე დედის გამო შვილი დაისჯება და ეს მაშინ როდესაც: Пятая Книга Моисеева. Второзаконие Глава 24 стих 16 Отцы не должны быть наказываемы смертью за детей, и дети не должны быть наказываемы смертью за отцов; каждый должен быть наказываем смертью за свое преступление. Книга пророка Иеремии Глава 31 29. В те дни уже не будут говорить: "отцы ели кислый виноград, а у детей на зубах оскомина", 30. но каждый будет умирать за свое собственное беззаконие; кто будет есть кислый виноград, у того на зубах и оскомина будет Послание к Галатам Святого Апостола Павла Глава 6 стих 5 ибо каждый понесет свое бремя. არა მე ქორინების წინააღმდეგი კი არ ვარ, არამედ ქორწინების არასწორად წარმოჩინების, ვინაიდან, ქორწინება საიდუმლოებაა და მისი ასე ფსევდო ტერმინებში ახსნა მისივე შეურაცყოფაა და შედეგად მართლმადიდებლობისა. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 01:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი